x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134535
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508595
ბილ გეიტსი ის კაცია, ვისაც ძალიან აინტერესებს, დღეს დომინოს შენ მოიგებ თუ გვერდზე კორპუსელი უშანგა!-ბაკურ სვანიძე

image

ბლოგერი და ჟურნალისტი ბაკურ სვანიძე სოციალური ქსელით ეხმაურება იმ ადამიანებს, რომლებსაც"შეთქმულების თეორიის" სჯერათ:



დ ა ს კ ვ ნ ი ს თ ვ ი ს - რამდენიმე პოსტი დავდე "ვ ი რ უ ს -ვ ა ქ ც ი ნ ე ბ ზ ე" და მსოფლიო "შ ე თ ქ მ უ ლე ბ ი ს თეორიებზე" და კომენტარების ნაწილს რომ გადავხედე...
რთული სიტუაციაა და ვ ე რ ე შ ვ ე ლ ე ბ ა ვერაფერი ადამიანთა გარკვეულ ჯგუფებს სამწუხაროდ!
ხო, კაი! ბ ი ლ გ ე ი ტ ს ი და სხვები ცდილობენ თქვენს გაკონტროლებას! კი! ბილ გეიტსია ის კაცი, ვისაც ძალიან აინტერსებს, დღეს დ ო მ ი ნ ო ს შენ მოიგებ თუ გვერდზე კორპუსელი უშანგა! ებიჯო! ეცადე, ის მაინც დაუმალო ბილ გეიტსს, პ ი ვ ი ს ფულს რომელ უბნელს დაცინცლავ და მაღაზიის კონსულტანტ გოგონას რომელ თვალს ჩაუკრავ - მარცხენას თუ მარჯვენას!
აბა, რავიცი, მთელი ცხოვრება უ ს ა ქ მ უ რ ი რომ ხარ შე ჩემის "უკონტროლო" და ოჯახში კაპიკი არასოდეს შეგიტანია და შენი ოჯახის წევრებსაც რომ აღარ
აინტერსებთ სად დაბოდიალობ მთელი დღე, რეის ბილ გეიტსი და ეკატერინე მედიჩი აგიტყდა?
სულ ზეპირად რომ "იცი" ვირუსების გავრცელების თავისებურებები და ეპიდემია-პანდემიას შორის "განსხვავება" და მათთან ბრძოლის ე ფ ე ქ ტ უ რ ი
და "არასაჭირო" რეგულაციები... ხომ არ ჯობია საკუთარ სახლში, მ ა ც ი ვ ა რ შ ი ხვალის საკვები გაქვს თუ არა ის იცოდე? და თუ გაქვს, უ ფ ა ლ ს
მადლობა შესწირო ამისთვის და იყო მ შ ვ ი დ ა დ?
არა, ხო? კ ა ც ო ბ რ ი ო ბ ი ს ხსნის წყურვილი გკლავს? მოკლედ, ბილ გეიტსი კვდება ინტერესით, რომ სულ კონტროლზე ჰქონდეს ყველა უ ს ა ქ მ უ რ ი ს ცხოვრება და ერთი უბრალო დეტალიც არ გამოეპაროს!
თუ გინდათ ვიდეოს გადავუღებ და "ი უ თ უ ბ ზ ე" დავდებ - თქვენთვის ხომ ყველაფრის დამამტკიცებელი "უტყუარი არგუმენტები" "იუთუბზე" დადებული რაღაც შტერული ვიდეოებია...
ამასობაში, არავითარ შემთხვევაში ა რ ე ნ დ ო თ ექიმებს! ყველანი ბილ გეიტსმა მოისყიდა ეგენი! ვ ა ქ ც ი ნ ა ს კიდე რა თქმა უნდა ჭ ა ჭ ა ჯობია!
ბაზარი არაა! ა ბ ა თ ქ ვ ე ნ ი ც ი თ!-წერს ბაკურ სვანიძე.
image
0
76
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
76
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0