x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134548
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508609
ვაგინიტი

image
რა არის ვაგინიტი


ვაგინიტი ვაგინის ნებისმიერი სახის ანთება ან ინფექციაა, რომელიც პროვოცირებულია დაავადების გამომწვევი მიკრობების აქტივობით. იგი გავრცელებული გინეკოლოგიური პრობლემაა, რომელიც ქალს ნებისმიერ ასაკში შეიძლება დაემართოს. აღსანიშნავია, რომ ქალების ერთ მესამედს სიცოცხლის განმავლობაში ვაგინიტის ერთი ფორმა მაინც ემართებათ.

ვაგინა - ეს არის კუნთოვანი გზა საშოსა და გარე სასქესო ზონას შორის. როდესაც რაიმე სახის გამღიზიანებელი არღვევს ვაგინალური ნაწილის ფიზიოლოგიურ ბალანსს, ვაგინის კელდებზე მიმდინარეობს ანთება და შესაძლებელია განვითარდეს ვაგინიტი.

დღეისათვის დაავადება აღენიშნება მომწიფებული ასაკის ყოველ მესამე ქალბატონს.



ვაგინიტის გამომწვევებია:



• ინფექციები, ბაქტერიები, ვირუსები.

• ჰიგიენური კრემების, ქიმიური და თერმული ფაქტორების ზემოქმედება

• მენოპაუზის შემდგომ ესტროგენების დონის დაქვეითება

• პირადი ჰიგიენის დაუცველობა

• სექსუალური პარტნიორი, რომელსაც აქვს სქესობრივი გზით გადამდები დაავადება

• ჰორმონული დარღვევები, მედიკამენტების მიღება

• საკვერცხეების ფუნქციის დაქვეითება;

• საერთო ინფექციური დაავადებები;

• საშვილოსნოს ანთებითი დაავადებები;

• ნაწლავის დისბაქტერიოზი;

• ნივთიერებათა ცვლის დარღვევა;


ვაგინიტი ბავშვებში (5-12 წლის გოგონები) ვითარდება საშოში სისხლის ნაკადთთან ერთად ინფექციის შეჭრისას, გრიპისას, ქუნთრუშას ან წითელას დროს.


ვაგინიტის ტიპები



• კანდიდას ინფექცია;

• ბაქტერიული ვაგინოზი;

• ტრიქომონიური ვაგინიტი;

• ქლამიდიური ვაგინიტი;

• გონოკოკური ვაგინიტი;

• ვირუსული გავინიტი;

• არაინფექციური ვაგინიტი;

ყველაზე გავრცელებული ვაგინიტია კანდიდას ინფექცია, სოკოვანი ვაგინიტი და ბაქტერიული ვაგინოზი.

კანდიდას ინფექციის გამომწვევია ძირითადად C. Albicans. როცა საშოში მისი რაოდენობა იმატებს, ირღვევა ფიზიოლოგიური ბალანსი და ვითარდება ინფექცია.



რა არის კანდიდას ინფექცია?


კანდიდას ინფექციები გამოწვეულია კანდიდას სოკოების მრავალი სახეობიდან რომელიმეს მიერ, რომლებიც ჩვეულებრივ მცირე რაოდენობით არსებობენ ვაგინაში. კანდიდა ასევე შესაძლებელია შეგვხვდეს პირის ღრუში და საჭმლის მომნელებელ ტრაქტში, როგორც ქალებში, ასევე მამაკაცებში.

ვინაიდან კანდიდა ორგანიზმში დაბალანსებული რაოდენობით არსებობს, ინფექცია წარმოიშობა, მაშინ როდესაც ქალის სისტემაში რაიმე გამღიზიანებელი არღვევს ამ ბალანსს. მაგალითად, რაიმე სხვა დაავადების სამკურნალოდ გამოყენებულმა ანტიბიოტიკებმა შესაძლებელია დაარღვიოს ეს ბალანსი. ამ დროს ანტიბიოტიკები ანადგურებენ იმ ბაქტერიებს ორგანიზმში, რომელებიც იცავენ და უზრუნველყოფენ კანდიდას ნორმალურ ბალანსს საშოში, შესაბამისად, კანდიდას რაოდენობა იზრდება ორგანიზმში და წარმოიშობა ინფექცია. სხვა ფაქტორები, რომლებმაც შესაძლებელია გამოიწვიოს ეს დისბალანსი არის ფეხმძიმობა, რომელის დროსაც იცვლება ჰორმონების დონე, დიაბეტი, რომლის დროსაც მატულობს შაქარის კონცენტრაცია შარდსა და საშოში;

ვაგინალური კანდიდას ინფექციის სიმპტომები:


ყველა ინდივიდში შესაძლებელია გამოვლინდეს სიმპტომები განსხვავებულად. თუმცა ყველაზე გავრცელებული სიმპტომებია:

• სქელი, თეთრი, ხაჭოსებრი გამონადენი საშოდან, ძირითადად სუნის გარეშე;

• ქავილი, ვაგინის და ვულვის სიწითლე და შეშუპება;


ვინ არის ვაგინალური კანდიდას ინფექციის რისკის ქვეშ?


• ქალები, რომლებლაც ანტიბიოტიკების კურსი ახლად ჩატარებილი აქვთ;

• ფეხმძიმე ქალები;

• დიაბეტით დაავადებული ქალები;

• ქალები, რომლებიც მოიხმარენ იმუნოსუპრესიულ მედიკამენტებს

• ქალები, რომლებიც მოიხმარენ მაღალესტროგენულ კონტრაცეპტივებს;

• ქალები, რომლებსაც აქვთ ფარისებრი ან ენდოკრინული პრობლემები


რა არის ბაქტერიული ვაგინოზი?


რეპროდუქციული ასაკის ქალებში ბაქტერიული ვაგინოზი ყველაზე გავრცელებული ფორმაა. ეს დაავადება გამოწვეულია ბაქტერიით და არა სოკოთი. ბაქტერიული ვაგინოზის ინფექციის დროს ირღვევავაგინალური ფლორის ნორმალური ბალანსი, რაც იწვევეს ანთებას. ბაქტერიული ვაგინოზისას ბაქტერიული ფლორის ფიზიოლოგიური ბალანსის დარღვევის მიზეზები უცნობია.

ვაგინალური გამონადენის ცვლილებებმა შეიძლება გამოიწვიოს ვაგინალური, საშვილოსნოს ყელის ან სქესობრივი გზით გადამდები ინფექცია.

ბაქტერიული ვაგინოზის სიმპტომები:


• რძისებრი, დროდადრო თხელი ან მონაცრისფრო გამონადენი;

• სუნიანი გამონადენი, რომელიც მატულობს სქესობრივი აქტივობისას.


მკურნალობა


ვინაიდან ბაქტერიული ვაგინოზი გამოწვეულია ბაქტერიებით, მკურნალობა ძირითადად მიმდინარეობს პერორალური ანტიბიოტიკებით.


რა არის ტრიქომონიაზი?


ტრიქომონიაზი არის სქესობრივი გზით გადამდები ინფექცია. ის გამოწვეულია ერთუჯრედიანი პარაზიტის მიერ, რომელსაც ტრიქომონა ვაგინალისს უწოდებენ. ის სქესობრივი გზით გადაეცემა პარტნიორებს.

სიმპტომები:


• ქაფისებური, ხშირად მძაფრი სუნიანი, მომწვანო-მოყვითალო გამონადენი;

• ქავილი ვულვისა და საშოს შიდა და გარე მხარეს;

• მოშარდვის დროს წვა;

• მუცლის ქვედა ნაწილში დისკომფორტი;

• სექსუალური აქტის დროს ტკივილი;


მკურნალობა


ორივე პარტნიორმა უნდა ჩაიტაროს მკურნალობა, რათა გამოირიცხოს განმეორებითი ინფიცირება. მკურნალობა ძირითადად მიმდინარეობს პერორალური ანტიბიოტიკების გამოყენებით.


რა არის ქლამიდიოზი?


ქლამიდიოზი არის ყველაზე გავრცელებული დაავადება, რომელიც გადადის სქესობრივი გზით. თუ ამ დაავადებას არ მკურნალობენ, მან შესაძლებელია გამოიწვიოს საშვილოსნოს დანამატების ანთებითი დაავადება, რომელიც ზრდის ქალებში უშვილობის რისკს, იწვევს საშოს სპაზმებს, ფალოპის მილების შეხორცებებს ან ქრონიკულ ტკივილს და გარე ორსულობას.


სიმპტომები

სამწუხაროდ, ქალების უმრავლესობას არ აქვთ დაავადების სიმპტომები, რაც განაპირობებს მკურნალობისა და დიაგნოსტიკის ხანგრძლივობას, შესაბამისად დაავადების გავრცელებას.


• ჭარბი ვაგინალური გამონადენი;

• მსუბუქი სისხლდენა, განსაკუთრებით სქესობრივი აქტის შემდგომ;

• ტკივილი მუცლის ქვედა არეში, ან მენჯში;

• ტკივილი შარდვისას;

• ჩირქი შარდში;

• ურეთრისა და სასქესო ბაგეების შეშუპება და სიწითლე;


მკურნალობა


როგორც წესი, ქლამიდიოზის მკურნალობა მიმდინარეობს ანტიბიოტიკების დანიშვნით.


რა არის გონოკოკური ვაგინიტი?


ვაგინიტი შესაძლებელია გამოიწვიოს იგივე ბაქტერიამ, რომელიც იწვევს ვენერიულ დაავადებას - გონორეას.


სიმპტომები


• მოყვითალო ან სისხლიანი ვაგინალური გამოგადენი საშოდან - გოგონებში; მოყვითალო-მოთეთრო გამონადენი პენისიდან - მამაკაცებში;

• ტკივილი ან წვა შარდვისას (ქალებში და კაცებში);

• შესიებული ან მტკივნეული სათესლე ჯირკვლები(მამაკაცებში);

• ვაგინალური სისხლდენა სქესობრივი კონტაქტის დროს (ქალებში);

• ქვედა მუცლის (მენჯის) ტკივილი სქესობრივი კონაქტის დროს; (ქალებში)


მკურნალობა


იმ შემთხვევაში, თუ არ მოხდა მკურნალობის დროულად დაწყება, ინფექციამ შესაძლებელია გამოიწვიოს გარეთა სასქესო ორგანოების ანთებითი დაავადებები, რაც ხელს უწყობს უნაყოფობის განვითარებას, საშოს სპაზმები და ქრონიკული ტკივილები, ასევე გარე ორსულობა. სწორედ ამ რისკების გამო რეკომენდებულია მკურნალობის ადრეულ პერიოდში დაწყება.

მკურნალობა მიმდინარეობს ანტიბიოტიკების გამოყენებით. აუცილებელია პარტნიორების ერთდროულად მკურნალობა, რათა გამოირიცხოს რეინფიცირება და დაავადების გავრცელება.


ვირუსული ვაგინიტი


ვირუსები წარმოადგენენ ვაგინიტის გავრცელებულ მიზეზს, თუმცა მათი უმრავლესობა ვრცელდება სქესობრივი კონტაქტის დროს. ვირუსის ერთ-ერთი ტიპი, რომელიც იწვევს ვაგინიტს წარმოადგენს მარტივი ჰერპესის ვირუსი, რომლის ძირითადი სიმპტომებია ტკივილი გენიტალიურ ზონებში დაზიანებების და წყლულების გამო. ეს წყლულები, ჩვეულებისამებრ, ჩანს ვულვასა და საშოსთან, თუმცა გვხდება შემთხვევები, როდესაც წყლულები ვითარდება საშოს სიღრმეში, რომელიც შეიძება მოიძებნოს მხოლოდ საშოს დათვალიერების შემთხვევაში. ხშირად ჰერპესის მაპროვოცირებელ ფაქტორად შესაძლებელია აღმოჩნდეს სტრესი, ან ემოციური მდგომარეობა.

ვირუსული ვაგინიტის კიდევ ერთი წყარო არის ადამიანის პაპილომა ვირუსი (HPV), ვირუსი, რომელიც ასევე ვრცელდება სექსუალური კონტაქტით.


რა არის არაინფექციური ვაგინიტი?


არაინფექციური ვაგინიტი განეკუთვნება ვაგინალურ გაღიზიანებას, რომელიც არ არის გამოწვეული ინფექციით. ყველაზე ხშირად ის გამოწვეულია ვაგინალური სპრეიბის, შხაპის გელების ან სპერმიციდული პროდუქტების მიმართ ალერგიული რეაქციით, ან გაღიზიანებით. ასევე ის შეიძლება გამოწვეული იყოს პარფიუმერულიარომატიზირებული საპნების ან სარეცხი საშუალებების, ასევე ქსოვილების დამარბილებლების მიმართ მგრძნობელობის გამო.

კიდევ ერთი არაინფექციური ვაგინიტის ფორმა, რომელსაც „ატროფიულ ვაგინიტს“ უწოდებენ, ძირითადად გამოწვეულია მენოპაუზის, საკვერცხეების ამოკვეთის, რადიაციული თერაპიის, მშობიარობის შემდეგ, განსაკუთრებით ძუძუთი კვების დროს ჰორმონების დონის დაწევის გამო.


სიმპტომები:


ვაგინალური ქავილი; ვაგინალური წვა; ვაგინალური გამონადენი; ტკივილი მენჯში, განსაკუთრებით სქესობრივი აქტის დროს.


მკურნალობა


არაინფექციური ვაგინიტის მკურნალობა ძირითადად მოიცავს ესტროგენის შემცველ კრემებს და პერორალურ ტაბლეტებს.


ვაგინიტის დიაგნოსტიკა


• ვულვის დათვალიერება და საშოს გამოკვლევა;

• საშოს ბაქტერიოსკოპიური და ბაქტერიოლოგიური გამოკვლევა;

• სქესობრივი გზით გადამდები (პჯრ-დიაგნოსტიკა).


ვაგინიტის მკურნალობა


• დაავადების გამომწვევზე მოქმედი პრეპარატების დანიშვნას (აბები, მალამოები, სანთლები);

• ხსნარებისა და ანტისეპტიკების გამოყენება ადგილობრივი მოხმარებისთვის;

• იმუნიტეტის აწევა და საშოს ნორმალური მიკროფლორის აღდგენა.

ბავშვებში ვაგინიტის მკურნალობისთვის საჭიროა ბავშვთა გინეკოლოგთან ვიზიტი.


პროფილაქტიკა


• სასქესო ორგანოების ჰიგიენის დაცვა;

• ინტიმური ჰიგიენის არომატიზირებული საშუალებების, ტამპონების, საფენების, ხელსახოცების, ასევე ანტიბაქტერიალური თვისებების მქონე საპნის გამოყენების გამორიცხვა;

• სქესობრივი აქტის დროს პრეზერვატივის გამოყენება და შემთხვევითი სქესობრივი კავშირების გამორიცხვა;

• ბამბის ქსოვილით შეკერილი ქვედა საცვლების გამოყენება, რომელიც ხელს უწყობს ჰაერის მოძრაობას გარე სასქესო ორგანოების მიდამოებში;

• კვების კონტროლი: რძემჟავას შემცველი საკვების, ხილის, ბოსტნეულის გამოყენება და ტკბილეულის შეზღუდვა.

0
161
შეფასება არ არის
ავტორი:რუზანა სარკისიან
რუზანა სარკისიან
161
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0