x
მეტი
  • 23.11.2024
  • სტატია:138421
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512073
"მოემზადეთ ჯადოსნობისთვის" - რას მოუტანს ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს 2021 წლის პირველი ახალმთვარეობა, რომელიც 13 იანვარსაა
image


წლის პირველი ახალმთავრეობა 13 იანვარს, თხის რქის 24 გრადუსში, 9:01 საათზე გვექნება. არსებობს ასეთი გამონათქვამი, "როგორც შეხვდებით ახალმთვარეობას, ისე გაატარებთ მთელ თვეს". ამიტომ, გირჩევთ, პოზიტიურად განეწყოთ და ჯადოსნურობისთვისაც მოემზადოთ. 12 იანვრამდე დაასრულეთ ყველა დაწყებული საქმე, გადახედეთ თქვენს ცხოვრებას, გამოიტანეთ ობიექტური დასკვნები და მოემზადეთ ახალი ნაბიჯების გადასადგმელად. ახალმთავრეობა ორი დღით ადრე არ გადატვირთოთ ორგანიზმი არც ზედმეტი კვებით და არც ზედმეტი ფიზიკური აქტიურობით. გახსოვდეთ, რომ უარყოფითი ემოციები გვაცლის ენერგიას, პოზიტიური კი გვავსებს. გაიღიმეთ და ახლობლები გაამხნევეთ, ყველამ არ იცის, რომ ახალმთვარეობის დღეებში ემოციურობა მომატებულია. ნუ გაგიკვირდებათ, თუ ამ ახალმთვარეობაზე მოხდება ძველის ნგრევა და ახლის შენება ან რაღაცის გადაკეთება უკვე არსებულის საძირკველზე. ყოველ შემთხვევაში, ძირეული ცვლილებების სურვილი ბევრს აღეძრება.


ახალმთავრეობამდე ერთი საათით ადრე გათავისუფლდით ყველა საქმისგან, ემოციისგან და ეცადეთ, სიმშვიდეში იყოთ. შეგიძლიათ სანთელიც აანთოთ, ცეცხლი წვავს უარყოფით ენერგიას. გახსოვდეთ, რომ ყოველ ახალმთვარეობაზე ენერგიით ვივსებით და სავსემთავრეობაზე ვიცლებით. ახალმთვარეობის დადგომისთანავე კი ფურცელზე ჩამოწერეთ (აუცილებლად ჩამოწერეთ კალმით ფურცელზე!) ის მიზნები და სურვილები, რაც გსურთ, რომ მთვარის ამ თვეში აგისრულდეთ (მომდევნო ახალმთავრეობა გვექნება 11 თებერვალს, მერწყულის 24-ე გრადუსში). ამასთანავე, შეადგინეთ პროგრამა, რომელსაც მთელი წლის განმავლობაში განახორციელებთ. სასურველია, თქვენი მიზნები ეხებოდეს კარიერულ დაწინაურებას, პირადი ბიზნესის გაფართოებას, ბინის შეძენას, დაოჯახებას.


13-28 იანვარის შუალედში გვექნება მზარდი მთვარის პერიოდი. ეს არის ზრდის, განვითარების, ახალი იდეებისა და პროექტების განხორციელების დრო. ალბათ იცით, რომ ახალმთვარეობაზე დარგული ნერგიც კი კარგად იზრდება და ნაყოფს თავის დროზე იძლევა. ამ პერიოდში შეგიძლიათ დარგოთ ან გადარგოთ ქოთნის მცენარეები ან მოამზადოთ თესლები ჩითილებისთვის. კარგი იქნება, თუ ამ პერიოდში დაიწყებთ ვარჯიშს ან გამაჯანსაღებელი პროცედურების ჩატარებას. ერთადერთი გაფრთხილება უნდა მოგცეთ, როცა ახალ საქმეს იწყებთ, გაითვალისწინეთ უკურსო მთვარის პერიოდი. ამ დრო დაწყებული საქმეები ეფექტიანი არ იქნება და ენერგიას ტყუილად დახარჯავთ. გათვალეთ ყველა დეტალი, რომ უფრო მეტი სარგებელი ნახოთ. უკურსო მთვარის პერიოდში არ გირჩევთ ხელშეკრულებების გაფორმებას, ახალი ნივთების შეძენას. თუ ასეთ შუალედში მუშაობა ან გარკვეული ვალდებულების შესრულება მაინც გიწევთ, მაქსიმალურად გაფრთხილდით. იყავით მეტად დაკვირვებული საჭესთანაც.



18 იანვარს იუპიტერი ცუდად დაუპირისპირდება ურანს (ამ ასპექტს 2-3 დღე მაინც ექნება გავლენა). მოულოდნელად შეიძლება შეიცვალოს ბანალური სიტუაციაც კი. ამიტომ, ფრთხილად და წინდახედულად იმოქმედეთ. არ დაუშვათ მუშაობაში შეცდომები, არ გაფლანგოთ ფული.


22 იანვარი, პარასკევი საუკეთესო დღეა ახალი საქმეების დასაწყებად, ხელშეკრულებების გასაფორმებლად, საყიდლებისთვის. 23 იანვარს დაისვენეთ და 24-ში ისევ იაქტიურეთ. შეხვდით მეგობრებს, თანამოაზრეებს. 25 ისევ მშვიდად გავატაროთ. 28 იანვარს კი სავსემთვარეობას ველოდებით, პლუს-მინუს 2 დღე ემოციურობა პიკს აღწევს და მაქსიმალური სიმშვიდისკენ, ურთიერთგაგებისკენ მოგიწოდებთ. 26-27-ში მთვარე კირჩხიბშია, ზოდიაქის ყველაზე ემოციურ და ბუტია ნიშანში. სავსემთვარეობას კი ლომში ველოდებით. ამ დღეს მოსაფრთხილებელია გულ-სისხლძარღვები. გაუფრთხილდით საკუთარ ჯანმრთელობას, მეტად დაისვენეთ, მხოლოდ სასიამოვნო საქმეები შეასრულეთ. ეცადეთ, რომ გული სიხარულითა და სიყვარულით გქონდეთ აღსავსე.


29 იანვარს მარსი, რომელიც ახლა კუროს ზოდიაქოში გადაბარგდა, ლილიტს (შიშები და ცდუნება) შეუერთდება. 27-31 იანვრის შუალედში ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. არ დაიწყოთ ახალი პროექტები. ენერგია მხოლოდ კეთილი საქმეების კეთებას დაუთმეთ. და რაც მთვარია, არ აჰყვეთ პროვოკაციებს. უმჯობესია, გაატაროთ და მოითმინოთ, ვიდრე ხელჩართულ ბრძოლაში ჩაერთოთ.


30 იანვარს გონებისა და ინტელექტის მმართველი პლანეტა მერკური რეტროგრადული, უკანმავალი ხდება და გირჩევთ, ახალი საქმეები, საყიდლები და მნიშვნელოვანი შეხვედრები, თუ მგზავრობა 22 თებერვლის შემდეგ დაგეგმოთ. ამ პერიოდში კი გადააკეთეთ ან დაასრულეთ უკვე დაწყებული საქმეები.


ახალმთვარეობა ანუ ლუნაცია გვაძლევს საშუალებას, ერთი თვით ადრე განვსაზღვროთ თვის მომავალი მოვლენები. 13 იანვარს მზე და მთვარე თხის რქის ზოდიაქოში, 24-ე გრადუსში ერთდებიან. თხის რქა მიწის ნიშანია, პასუხისმგებლობისა და დისციპლინის სიმბოლოა. გვეხმარება, რომ დავისახოთ მიზანი და მერე, ნაბიჯ-ნაბიჯ, ყოველდღიური, მუხლჩაუხრელი შრომით მივაღწიოთ სასურველს. ნატალურ რუკაში თხის რქა მართავს კარიერის სახლს, მასზე ამბობენ, რომ ის არის ერთადერთი ნიშანი, რომელიც ხედავს მიზანს და ვერ ხედავს დაბრკოლებას. ამიტომ, ჩვენც ორიენტირებულები უნდა ვიყოთ შედეგზე, გამარჯვებაზე. 13-ში მოერიდეთ აგრესიის გამოხატვას, დაუფიქრებელი ნაბიჯების გადადგმას. მეტად გამოავლინეთ სიყვარული და პატივისცემა თქვენი გარშემო მყოფების მიმართ.


ახალმთვარეობაზე ზოგიერთ რეგიონში მოსალოდნელია ცვლილებები პოლიტიკასა და სოციალურ სფეროში. ან ცვლილებები თავად იმ ადამიანების ცხოვრებაში, ვინც ამ სფეროში მოღვაწეობს. ცვლილებები მოსალოდნელია ძალაუფლების წარმომადგენლებშიც. ახალმთვარეობამ შეიძლება მოულოდნელი აღმოჩენები მოგვიტანოს სამედიცინო სფეროში.


ახალმთავრეობას ყველაზე მეტად იგრძნობენ ის ადამიანები, ვისი დაბადების დღეებიც უწევს 11-15 იანვრის შუალედში. აგრეთვე, მთვარის ეს თვე მნიშვნელოვანია მათთვისაც, ვისაც თხის რქის 22-26 გრადუსში პლანეტები ან სხვა მნიშვნელოვანი წერტილები აქვს განლაგებული. გარდა ამისა, განსაკუთრებული გარჯა მოუწევთ იმ ადამიანებს, ვისი დაბადების დღეც უწევს 11-15 აპრილის, 13-17 ივლისისსა და 14-18 ოქტომბრის შუალედში. იყავით ფრთხილად, მოემზადეთ აქტიური, მაგრამ დაკვირვებული, გაანგარიშებული ქმედებისთვის. ახალმთვარეობა ჰარმონიულად იმოქმედებს მათზე, ვინც დაიბადა: 11-16 მარტის, 11-16 მაისი, 13-18 სექტემბრის ან 13-18 ნოემბრის შუალედში. ნუ იჯდებით უსაქმოდ, გააქტიურდით, რომ გაიუმჯობესოთ თქვენი ცხოვრება.


ორკვირიანი პროგნოზი ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის


ვერძი


კარიერის თემა იქნება აქტუალური, მოგინდებათ დაწინაურება, პოპულარობის მოპოვება. ზოგიერთმა შეიძლება იქორწინოს ან მშობელი გახდეს. თუ მარტოხელა ხართ, ახალმთავრეობაზე ჩაიფიქრეთ პირადი ბედნიერება, კარიერული წინსვლა. გამოგიჩნდებათ ადამიანი, რომელიც ფულს დააბანდებს თქვენში და დაეგხმარებათ წინსვლაში. ზოგიერთი წარმატების მწვერვალს მიაღწევს. შეიძლება ბინა იყიდოთ პრესტიჟულ უბანში. ახალმთვარეობაზე დაისახეთ მიზანი, შეადგინეთ წარმატების მისაღწევი გეგმა. ზოგიერთმა შეიძლება პირადი ბიზნესი დაიწყოს ან შეეცვალოს უფროსი. გამორიცხული არაა, მიიღოთ ჯილდო (პრემია) წარსულში შესრულებული საქმისთვის, დაფასდეს თქვენი საქმიანობა და თავადაც საზოგადოებისგან, გავლენიანი ადამიანებისგან დაფასებული გახდეთ.


კურო


მოგინდებათ საზღვარგარეთ მოგზაურობა, უცხო ენის შესწავლა. ზოგიერთი კურო შეიძლება მეორედ დაქორწინდეს ამ გაიგოს, რომ შვილიშვილი ეყოლება. თქვენი წარმატებით დასრულდება სასამართლო საქმეები. მოულოდნელი ცვლილებები დაკავშირებული იქნება შორეულ მგზავრობასთან, ემიგრაციასთან. გამორიცხული არაა, სასიყვარულო ნაცნობობა უცხოელთან. მოუფრთხილდით ჯანმრთელობას, ახალგაცნობილებთან გულახდილი ნუ იქნებით. ზოგიერთმა შეიძლება ტურისტულ ბიზნესში დაიწყოს მუშაობა.


ტყუპი


პარტნიორის ფულით, მისი ენერგიით სარგებლობა გელით. ზოგიერთს ეს ახალმთვარეობა ვნებიანობის მომატებას მოუტანს; შეიძლება შეხვდეთ ადამიანს, რომელიც თქვენი სექსუალური პარტნიორი გახდება. დაწყვილებულებმა მოიწყვეთ რომანტიკული ახალმთვარეობა. მომატებულია კრიზისები, ნუ ილაპარაკებთ პოლიტიკაზე, ფულზე. თუმცა, ზოგიერთმა შეიძლება დივიდენდი, კრედიტი მიიღოს, დახმარება სახელწიფო უწყებიდან. შეიძლება მატერიალური მდგომარეობა შეეცვალოს თქვენს საქმიან ან სასიყვარულო პარტნიორს. უმეტესობა გადაწყვეტს, რომ შვილი იყოლიოს.


კირჩხიბი


სასიყვარულო და საქმიან პარტნიორთან გაგიუმჯობესდებათ დამოკიდებულება. სურვილი ჩაიფიქრეთ პარტნიორეობაზე. მარტოხელებმა შეიძლება გაიცნოთ საბედო, ან ადამიანი, ვისთანაც სარფიან ხელშეკრულებას გააფორმებთ. პარტნიორთან შეთანხმებულად მოაგვარეთ საკითხები. შეიძლება ზოგიერთმა კირჩხიბმა განაახლოს ურთიერთობა ყოფილ პარტნიორთან ან სულაც დაასრულოს არსებული კავშირი. კარგ შედეგს მოგიტანთ ბიზნესის გახსნა, განსაკუთრებით, კლიენტებთან მუშაობა.


ლომი


ჯანმრთელობა და ყოველდღიური ვალდებულებები გახდება თქვენი მთავარი მიზანი. შეიძლება შეგეცვალოთ კონტაქტები, ვალდებულებები მოგემატოთ ან ახალი სამსახური შემოგთავაზონ. ფრთხილად იყავით, არ გადაიტვირთოთ ფიზიკურად. ზოგადად, გაუფრთხილდით ჯანმრთელობას. ან შეიძლება ძველი დაავადებების მკურნალობის ახალ ხერხებს მიაგნოთ. იზრუნეთ შინაურ ცხოველებზე, თუ გყავთ ან შეიძლება გახდეთ ოთხფეხა მეგობრის მფლობელი. შეიძლება თქვენს სახლში მოვიდეს ვიღაც, ვისზეც გარკვეული პერიოდი ზრუნვა მოგიწევთ.


ქალწული


სიხარულის, სიყვარულის, შემოქმედებითი იდეების განხორციელების დრო დაგიდგათ. ზოგიერთმა შეიძლება გაიგოს, რომ შვილს ელოდება ან მშობელი გახდეს, თუ ასაკით უფროსი შვილები გყავთ, მათგან მიიღოთ კარგი ინფორმაცია. სიახლეები გელით შემოქმედებით ცხოვრებაში. სიამოვნებას მოგიტანთ ჰობი, სპორტი. რომანტიკული ურთიერთობა დაუვიწყებელ თავგადასავალს გპირდებათ. თუ მარტოხელა ხართ, ჩამოწერეთ სურვილი სიყვარულთან დაკავშირებით.


სასწორი


ოჯახი, უძრავი ქონება წინაპრები იქნება მთავარი თემა. ამ ახალმთვარეობამ შეიძლება მოგიტანოთ დიდი სიხარული ნათესავებისგან: ქორწინება, შვილის გაჩენა. სახლში მოსალოდნელია რემონტის დაწყება, ძირეული ცვლილებები ან ხშირი სტუმრიანობა. ან თქვენს სახლში შემოვიდეს ახალშობილი. თუ უძრავი ქონების შეძენას აპირებდით, 13-ში ჩაუთქვით. კარგად წაუვათ საქმეები მათ, ვინც უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვითაა დაკავებული. განსაკუთრებულ მზრუნველობას საჭიროებენ ასაკით უფროსი ნათესავები.


მორიელი


გახშირდება ურთიერთობა: მიმოწერა, ზარები, მიმოსვლა. ყველას ერთიანად დასჭირდებით. კარგი პერიოდია კვალიფიკაციის ასამაღლებლად, სასწავლო კურსების დასაწყებად, მართვის მოწმობის ასაღებად. ზოგიერთი შეიძლება ავტომობილის მფლობელი გახდეს. და-ძმების თემები გახდება აქტუალური. შეიძლება მათგან მიიღოთ ამბები ან გაიგოთ, რომ უმცროსი და-ძმა გეყოლებათ. მივლინება და დოკუმენტების გაფორმება ყურადღებით გმართებთ. თუ პირადი ბიზნესი გაქვთ, გაყიდვები მოიმატებს. ახალმთვარეობის შემდეგ კარგი იქნება ბიზნესის დაწყებაც.


მშვილდოსანი


ცვლილებები შეეხება თქვენს ფინანსებსა და ღირებულებებს. ყველა უსიამოვნება წარსულში დარჩა და თავს ისე იგრძნობთ, თითქოს ცხოვრებას ახლიდან იწყებთ. დაიწყეთ ვარჯიში, დიეტა. ზოგიერთი შეიცვლის ბანკს, შეიძლება შეიცვალოთ სამსახური ან დაიწყოთ მუშაობა. თუ კოლექციონერი ხართ, მიაგნებთ იმას, რაც გსურთ. ზოგიერთს მოგიწევთ ხმით მუშაობა (მომღერალი, სპიკერი, სუფლიორი, გამხმოვანებელი). მიიღებთ ფულს, რომელიც წარსულში გამოიმუშავეთ. თუ მომსახურების სფეროში მუშაობათ, კლიენტები მოგემატებათ ან გააძვირებთ თქვენს საქმიანობას. დაიწყეთ პირადი ბიზნესი. ფულადი ხელშეკრულებები ყურადღებით გააფორმეთ.


თხის რქა


ახალმთვარეობა თქვენთვის წლის უმნიშვნელოვანესი მოვლენა იქნება. ჩამოწერეთ ყველა სურვილი და მიზანი, რაც გსურთ, რომ განახორციელოთ ამ მთვარის თვეში და ზოგადად 2021 წელს. იგრძნობთ ახალ ენერგიას, უკეთესობისკენ გარდაისახებით, თითქოს ცხოვრებას ახლიდან იწყებთ. ზოგიერთი ფენიქსივითაც კი აღდგება. მოზომილი, გააზრებული ნაბიჯები გადადგით გამარჯვებისკენ. განსაკუთრებით ბოლო დეკადის თხის რქებმა. ზოგიერთი შეიძლება დაინიშნოს საყვარელ ადამიანზე, მშობელი გახდეს, დაიწყოს სრულიად ახალ სფეროში მუშაობა. ზოგიერთს სიახლეები შეიძლება უკვე დაგეწყოთ კიდეც. შანსი მოგეცემათ განახორციელოთ ყველაზე თამამი პროექტები. ყურადღება მიაქციეთ იმიჯს, გარეგნობას, შეიცვალეთ. დაიწყეთ ვარჯიში, შეიცვალეთ გარეგნობა.


მერწყული


პირველი დეკადის მერწყულები ფრთხილად იყავით, მოერიდეთ აგრესიულ ადამიანებს; დაუფიქრებელი ნაბიჯების გადადგმას. გაგიმძაფრდებათ ინტერესი ეზოტერიკისადმი; სურვილი გაგიჩნდებათ, ესტუმროთ ტაროლოგს, ასტროლოგს. ზოგიერთმა შეიძლება ისეთ პროექტზე დაიწყოს მუშაობა, რომ საკუთარ თავს იზოლაცია მოუწყოს. ზოგიერთმა შეიძლება გადაწყვიტოს, სარეაბილიტაციო კურსის გავლა, ან მონასტერში მოუნდეს განმარტოება. კარგს შედეგს მოგიტანთ რელიგია, რეიკი, იოგა. გააფორმეთ დოკუმენტები, თუ ემიგრაციაზე ოცნებობთ. შეიძლება გაიცნოთ ადამიანი, ვინც თქვენგან შორს ცხოვრებს.


თევზები


სურვილების ასრულების, პოპულარობის, ახლობლების მხარდაჭერის პერიოდი დაგიდგათ. ერთგული მეგობრები წარმატების მიღწევაში დაგეხმარებიან ან შეიძლება გაიჩინოთ ახალი მეგობრები ან ტრანსფორმაცია განიცადონ ზოგიერთთან დამოკიდებულებამ. მოგინდებათ ახალი კოლექტივის შექმნა ან უხელმძღვანელებთ დიდ ჯგუფს, რომლებიც საერთო მიზნით იქნებით გაერთიანებულები. გამორიცხული არაა, გამოხვიდეთ პოლიტიკურ ასპარეზზე ან სცენაზე. ინტერნეტით მოიპოვოთ წარმატება. კარგია თვითრეკლამა, ინტერნეტპროექტებში მონაწილეობა. ზოგიერთმა შეიძლება ინტერნეტით დაიწყოს სწავლა. ზოგი კი მესამედ დაქორწინდეს. ჩაიფიქრეთ ნებისმიერი სურვილი, აგისრულდებათ. ახალმთვარეობა და ძველით ახალი წელი შეგიძლია მეგობრებთან ერთად აღნიშნოთ.


ასევე ნახეთ:


ზოდიაქოს რომელ ნიშანს რას მოუტანს 2021 წელი? - ახალი წლის სრული ასტროლოგიური პროგნოზი ქეთი ვაწაძისგან



ზოდიაქოს ნიშნები, რომლებსაც 2021 წელს სიყვარულში დიდი გამართლება ელით - სასიყვარულო ასტროპროგნოზი 12-ვე ნიშნისთვის



2021 წლის ფენ-შუის პროგნოზი - რა პრაქტიკული წესების დაცვა დაეხმარებათ ზოდიაქოს ნიშნებს წარმატების მოზიდვაში



2021 წლის ნუმეროლოგიური კოდი და პროგნოზი - რა გელით დაბადების თარიღის მიხედვით



რას მოგვიტანს ხარის წელი და ვისი მფარველი იქნება თეთრი მეტალის ხარი - "გლობალური ცვლილებები, მშენებლობა, პირადი ბიზნესის დაწყება, დაწყვილება"




დაბადების დღის "მაგია" - რა უნდა გავაკეთოთ 7 დღით ადრე და მომდევნო 12 დღეს, რომ მთელი წელი ბედნიერი ვიყოთ



2021 წლის 5 საბედისწერო ასტროლოგიური მოვლენა, რომელიც ზოდიაქოს ნიშნების ცხოვრებას შეცვლის - ასტროლოგები გვაფრთხილებენ!





ნახეთ სხვა საინტერესო სტატიები არხზე - მაია 24

0
5118
2-ს მოსწონს
ავტორი:მაია 24
მაია 24
5118
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0