x
image
ირინა მ.
Mediator image
ჯეიკი-ადამიანი ალიგატორი. მითია თუ სინამდვილე?

image

1993 წლის 9 ნოემბერს ამერიკულმა ტაბლოიდმა The World Weekly News-მა გამოაქვეყნა სტატია: "სენსაციური აღმოჩენა ფლორიდის ჭაობებში! აქედან რამდენიმე მილში, კიპარისების ჭაობებში, შეიპყრეს ცოცხალი არსება ადამიანის თავით და ტანით, ნიანგის კუდით!"

image

ეჭვგარეშეა, ის ადამიანის ისტორიამდელი წინაპარია, რომელმაც ევოლუციის გზიდან შეცდომით სხვა მიმართულებით გადაუხვია" – გამოთქვამდა აზრს ვინმე დოქტორი საიმონ შუტი – "მე გამაოცა მისი თავის ქალის ზომამ, რომლის მიხედვითაც, უეჭველია, რომ ამ არსებას ადამიანის ტვინის ზომის ტვინი აქვს. ახლა მიმდინარეობს ინტენსიური ძიება სხვა მსგავსი არსებებისა. არ შეიძლება, რომ ეს ერთადერთი გადარჩენილი ეგზემპლარი იყოს. ასეა თუ ისე, მეცნიერებს შესაძლებლობა ეძლევათ შეხედონ სახეზე არსებას, რომელიც ჩვენს ერთ-ერთ წინაპარს წარმოადგენდა".

სენსაციური აღმოჩენა? ფეიკი? პანოპტიკუმი? (პანოპტიკუმი-სხვადასხვა უჩვეულო საგნების კოლექცია, მუზეუმი).


image

სტატიასთან ერთად გამოქვეყნებული იყო იდუმალი ადამიანი-ნიანგის ფოტო, რომელშიც მკითხველებმა სახელგანთქმული ჯეიკი, ადამიანი-ალიგატორი ამოიცნეს მარშის უფასო მუზეუმიდან (ლონგ-ბიჩი, ვაშინგტონი). თვითონ მუზეუმი–უზარმაზარი დახლია, სადაც მრავალრიცხოვან სუვენირებთან ერთად წარმოდგენილია ფენომენალური მახინჯების ფიტულები, ძველებური ავტომატონები (მექანიკური მარიონეტები, რომლებიც შეიძლება მსოფლიოში პირველ რობოტებად ჩაითვალოს) და სხვა შთამბეჭდავი, საზარელი და ამავე დროს პუბლიკისთვის მიმზიდველი ექსპონატები.

ჯეიკ-ალიგატორი, ეს არის მუმია ადამიანის თავით და ნიანგის ტანით. მოცემული ექსპონატის წარმომავლობა ბურუსითაა მოცული და მის შეასახებ მრავალ დაუჯერებელ ისტორიებს ჰყვებიან. ზოგი ამბობს, რომ ჯეიკი ჭაობების ამაზრზენი ბინადარი იყო, იგი თავს ესხმოდა ადამიანებს და როცა შეიპყრეს, ადგილობრივმა მოსახლეობამ შვებით ამოისუნთქა. ზოგი ჰყვება, რომ ახლო წარსულში ჯეიკი ნიუ-ორლეანის ერთ-ერთ ბორდელში დარაჯად მუშაობდა, ზოგი კი იმას, რომ სიცოცხლეში ჯეიკი ტეხასის ერთ-ერთ ქუჩის შოუში გამოდიოდა და მაყურებლების კითხვებს თავის დაკვრით პასუხობდა, კი ან არა. ზოგიერთს ეჭვი აქვს, რომ ეს ის ჯეიკია, რომელიც ადრე ცნობილი იყო, როგორც "მინი-ქალთავზა" და მას სან-ფრანცისკოს პანოპტიკუმეში აჩვენებდნენ. ზოგიერთი სკეპტიკოსი კი აცხადებს, რომ ჯეიკი-ტაქსიდერმისტების (ცხოველთა ფიტულების სპეციალისტი) მახინჯი ფანტაზიების ნაყოფია.

მუზეუმის დამაარსებელმა, ველინგტონ მარშ-უფროსმა, უცნაური ექსპონატების შეგროვება 1935 წელს დაიწყო.

image

1977 წელს იგი გარდაიცვალა, თუმცა მისი მუზეუმი დღესაც არსებობს. ჯეიკ-ალიგატორთან ერთად მუზეუმში გამოფენილია ინდიელთა ტომის თავის მუმია, ოთხფეხა ხბო, კრავი-ციკლოპი და სხვ. თვითონ მუმია ამ მუზეუმში 1965 წელს გაჩნდა, იგი ველინგტონმა შეიძინა სან-ფრანცისკოს უიტნის მუზეუმში 750 დოლარად.


image
დღეს ჯეიკის ხის ფიგურა მუზეუმის შენობის სახურავს ამშვენებს, რომელიც მუზეუმის მშვენიერი რეკლამაა მნახველების მისაზიდად.


image

მაგრამ იყო თუ არა მონსტრი? მე-19 საუკუნის შუახანებში ჟურნალში "პანჩი" გაჩნდა ტერმინი-დეფორმიტომანია, რომელიც ნიშნავდა ინგლისელების გატაცებას ანატომიის პათოლოგიური დეფექტებით. აურაცხელი მაყურებელი აწყდებოდა პანოპტიკუმებს, რათა შეეხედათ მახინჯებისთვის. განსაკუთრებით სენსაციური იყვნენ ჩამოსული გასტროლიორები. ერთ-ერთი ასეთი ფინეას ტეილორ ბარნუმი იყო-ამერიკელი ანტრეპრენერი (მენეჯერი, პროდიუსერი), შოუმენი და "ცირკის" მეპატრონე.

image

1846 წელს ბარნუმმა შესთავაზა ლონდონელებს გაუგონარი სანახაობა სახელწოდებით "რა არის ეს?" ამ სანახაობაზე თვითონ მაყურებელს უნდა გაერკვია, რა სახის ცოცხალი არსება იყო წარმოდგენილი მათ წინაშე. მახინჯებს შორის იყო სწორედ ადამიანი-ალიგატორიც "ველური პრერიებიდან". მაგრამ მალე ბარნუმის კონკურენტებმა ტყუილი გამოააშკარავეს. კერძოდ ის, რომ "იდუმალი არსება ველური პრერიებიდან" სინამდვილეში ამერიკელი ჰარვი ლინჩი იყო. მისი სიმაღლე მხოლოდ 1 მეტრი იყო და ლონდონის ცირკში მას როგორც "ბუზი ქონდრისკაცს" იცნობდნენ. ლიჩი, რომლის ტორსი ნორმალური ზომის იყო, ხოლო ერთი ფეხი 45 სმ. იყო, მეორე კი 60 სმ., მუშაობდა გიმნასტად და პუბლიკას თავისი აკრობატული ტრიუკებით აოცებდა. ბარნუმმა დაითანხმა იგი, "იდუმალი არსება" გამხდარიყო, ცხენის ტყავით შემოსა და ხალხთან საუბარი აუკრძალა. ტყუილის გამოაშკარავების შემდეგ ბარნუმმა სასწრაფოდ განაცხადა, რომ "ის" გარდაიცვალა: ვიღაცამ მას ქინძისთავებიანი ვაშლი გაუწოდა, მონსტრმა რა თქმა უნდა მთლიანად გადაყლაპა და ტანჯვით მოკვდა. გამოფენა დახურეს, ექსპონატი გაქრა და ხალხი უკვე აღარ დაინტერესებულა ბუზი-ქონდრისკაცის ბედით.

თუმცა მანამდე, სანამ ინგლისური პრესა გამოააშკარავებდა ბარნუმის "ყალბ" ექსპონატს, იგი წარმატებით სთავაზობდა მაყურებელს კიდევ ერთ გაუგებარ არსებას-"ქალთავზას ფიჯის კუნძულებიდან". ქალთევზას ისტორია მე-19 საუკუნის დასაწყისიდან მოდის: კაპიტანმა სემუელ იდსმა, ჰოლანდიის ვესტ-ინდოეთში, ადგილობრივ ვაჭრებისგან შეიძინა უცნაური არსების მუმია-ნახევრად თევზის, ნახევრად ადამიანის. ლეგენდის თანახმად, კაპიტანს შენაძენის ღირებულება რომ გადაეხადა, თავისი გემი გაყიდა და ძლივს ჩააღწია ინგლისში. მაგრამ ბრიტანელმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ქალთევზა ყალბი იყო, რემეთუ ორანგუტანგის თავთან და ტანთან მიკერებული იყო ორაგულის კუდი. ძაფის ბლანდები ისე ოსტატურედ იყო შესრულებული, რომ მისი ამოცნობა მხოლოდ ლუპით თუ შეიძლებოდა.

image

1842 წელს ქალთევზა იყიდა ბოსტონის მუზეუმის კურატორმა მოზეს კიმბლიმ, რომელმაც შემდგომ ბარნუმს მიაქირავა იგი კვირაში 12, 5 დოლარად. ბარნუმმა ახალი შენაძენი "ფიჯის კუნძულების ქალთევზად" მონათლა და ნიუ-იორკის პრესაში დაიწყო სარეკლამო კომპანია.

image

ნიუ-იორკის გამოფენის გახსნაზე პუბლიკის წინაშე ბარნუმის მიერ სპეციალურად დაქირავებული "ბიოლოგიის დოქტორი" გამოვიდა და განაცხადა, რომ ექსპონატი ნამდვილი იყო! "ორაგული ჩამოკიდული მკერდით", როგორც ექსპონატს შეარქვა ხალხმა, საერთოდ არ ჰგავდა რეკლამაზე გამოსახულ ლამაზმანს. იგი საშინელება იყო, დაფჩენილი ხახით და ნეკნებზე მუქი ფერის მუმიფიცირებული ტყავით. თუმცა ქალთევზა წარმოუდგენელ ატრაქციონად იქცა და ბარნუმს გაწეული ხარჯები აუნაზღაურა. როცა ნიუ-იორკელებს მობეზრდათ სანახაობა, საოცრება-ექსპონატი სხვა ქალაქების დასაპყრობად გაემგზავრა და ამერიკაში 20 წლის განმავლობაში "მოგზაურობდა". 1865 წელს ბარნუმის ნიუ-იორკის მუზეუმის შენობა ცეცხლმა გაანადგურა. ამბობენ, რომ განადგურდა ქალთევზაც, თუმცა მისი რამდენიმე "დაიკო" სხვადასხვა პანოპტიკუმებში დღესაც წარმატებით აბავს მახეში ცნობისმოყვარე დეფორმიტომანებს.

მაშ ასე, დავიჯეროთ თუ არა ადამიანი-ალიგატორი? ჯეიკი ვიტრინიდან მნახველებს თითქოს ღიმილით ეუბნება: "ყველაზე ძვირი უფასო გართობაა". და მართლაც, მარშის მუზეუმის მფლობელებს წელიწადში მილიონიანი ბრუნვა აქვთ, რასაც ჯეიკის სუვენირების გაყიდვიდან იღებენ.

image



საინტერესოა:



1. ადამიანები, რომლებიც დაიბადნენ ზედმეტი სხეულის ნაწილებით


2. ერთ-ერთი აფრიკული ტომის მამაკაცები, რომლებიც მაკიაჟით და ვარცხნილობით მოსამართლე ქალებს თავს აწონებენ


3. ვინ და რა აიძულებს კობრებს ცეკვას?


4. პლასტიკური ქირურგიის პირველი პაციენტები


5. სხეულის რომელი ნაწილები აქვთ დაზღვეული ცნობილ სახეებს


6. სინგაპურელი მხატვრის შემზარავი ნამუშევრები, რომელიც თიხისგან ქმნის თავის შედევრებს


7. რა მოხდებოდა, თუ დედამიწის ერთი ბოლოდან მეორე ბოლოში გაყვანილ გვირაბში გავივლიდით


8. უცნაური მეთოდები, რომლითაც ადამიანები მიცვალებულების საფლავებს იცავდნენ


9. ენის გაჭრა, ფანჯარა ტუჩზე, ყური ხელზე და სხეულის სხვა უცნაური მოდიფიკაციები




0
634
6-ს მოსწონს
ავტორი:ირინა მ.
ირინა მ.
Mediator image
634
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0