x
მეტი
  • 01.11.2020
  • სტატია:104541
  • ვიდეო:348265
  • სურათი:469295
რა მოხდებოდა, თუ დედამიწის ერთი ბოლოდან მეორე ბოლოში გაყვანილ გვირაბში გავივლიდით

imageფოტოზე: კარსტული წარმოშობის ხვრელი გვატემალაში. იგი მხოლოდ 30 მეტრი სიღრმისაა.

დაგვეთანხმეთ, კარგი იქნებოდა ავსტრალიაში გვემოგზაურა, მაგრამ არა თვითმფრინავით, გადაჯდომებით, არამედ პირდაპირ მიწისქვეშა გვირაბით. ეს ჯერჯერობით განუხორციელებელი ოცნებაა, რადგან ადამიანს დედამიწის ქერქის გაბურღვა ჯერ არ ძალუძს და რომ შეძლებოდა კიდეც, არავითარი დაცვა არ არსებობს ზემაღალი ტემპერატურისა და ძლიერი წნევისაგან დედამიწის მანტიის დონეზეც კი (დედამიწის თხევად და მყარ ბირთვებზე საუბარიც არ არის), ამიტომ მხოლოდ წარმოვიდგინოთ როგორ ჩაივლიდა ეს მოგზაურობა.

დასაწყისისთვის გავარკვიოთ, რის გავლა მოგვიწევდა გზადაგზა ჩვენი მოგზაურობის დროს.

image

ჯერ დედამიწის ქერქის 30-70 კმ.-ის გაბურღვა მოგვიწევდა. მერე გველოდება მანტიის 2800 კმ.-ზე მეტი. ეს რა არის, ზუსტად არავინ იცის. მასზე მსჯელობა მხოლოდ თეორიების დონეზე შეიძლება. მაგმა ეს არის დედამიწის ქერქის ქვედა ზედაპირი, რომლის შემდეგ უკვე მანტია იწყება. მანტიის შესახებ ჩვენ ვიცით ალმასების წყალობით, რომლებიც დედამიწის წიაღიდან ყველაზე სიღრმისეული სტუმრები არიან.

შემდეგ მოდის გარე ბირთვი – 3500 კმ. გამოდის, რომ გარე ბირთვი მთვარის ზომისაა. ამის შემდეგ მყარი (შიდა) ბირთვია. მყარი ბირთვის შესახებ თითქმის არაფერია ცნობილი. მეცნიერები ეყრდნობიან გაანგარიშებებს მზის გარშემო დედამიწის მოძრაობისა და მსხვილი ასტეროიდების შემადგენლობის შესწავლას, რომლებიც ოდესღაც პროტოპლანეტების ბირთვებს შეადგენდნენ. პლუს დედამიწის საშუალო სიმკვრივე ბევრად მეტია, ვიდრე დედამიწის ქერქისა და მაგმის. დედამიწის მყარი ბირთვის 79 % რკინას შეადგენს, ბევრია აგრეთვე ნიკელი.

image

სიჩქარე რომლითაც ჩვენ ვიმოძრავებდით, გამუდმებით შეიცვლებოდა. თავდაპირველად თანდათან მოიმატებდა 9, 8 მ/წმ-ით. მანტიას გავიფრენდით 24 ათასი კმ/სთ., მაგრამ ბირთვთან მიახლოებისას სიჩქარე თანდათან მოიკლებდა, დაიწყებოდა შენელება, გრავიტაცია ხომ საპირისპირო მიმართულებით დაიწყებდა მუშაობას. ჩვენი ფრენის (მოგზაურობის) ხანგრძლივობა იქნებოდა სულ 38 წთ.11 წმ. როდესაც მივაღწევდით პლანეტის მეორე ბოლოს, გვირაბიდან გამოვფრინდებოდით და ერთი წამით ჰაერში გავჩერდებოდით. შემდეგ ისევ იმავე გზის გავლას დავიწყებდით უკუმიმართულებით, რადგან გრავიტაცია უკვე საწინააღმდეგო მიმართულებით ჩაგვითრევდა. იმდენად, რამდენადაც მყარი ზედაპირების წინააღმდეგობა არ იქნებოდა, ჩვენ იმავე მარშრუტით ვიმოძრავებდით. და ასე გაგრძელდებოდა მანამ, სანამ ბუნებრივად არ შეწყდებოდა ჩვენი "მოგზაურობა" ხახუნის ძალის წყალობით.

0
773
9-ს მოსწონს
ავტორი:ირინა მ.
ირინა მ.
Mediator image
773
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0