x
image
თორნიკე55
უხვი ნალექის შემთხვევაში გელათი განადგურდება

გელათის სამონასტრო კომპლექსი რთულ მდგომარეობაშია, გადახურვის სამუშაოების არასათანადო ხარისხით ჩატარების გამო, შესაძლოა, ზერელედ ჩატარებული სამუშაოები კომპლექსისთვის საბედისწეროც კი აღმოჩნდეს, - ამაზე მიანიშნებს იტალიელი არქიტექტორის მიერ ხელმოწერილი დასკვნა, რომელიც ნიკა ვაჩეიშვილმა გამოაქვეყნა.

გელათინიკა ვაჩეიშვილის განცხადებით, ძეგლთა დაცვის სააგენტო დასავლელ კოლეგებს უმალავს გელათში არსებულ რეალუირ მდგომარეობას, სააგენტოში კი ამბობენ, რომ არაფერს მალავენ და რეკომენდაციებს ასრულებენ, ხოლო ნიკა ვაჩეიშვილის მიერ გამოქვეყნებულ ფრაგმენტთან დაკავშირებით ამბობენ, რომ არ იციან ამ იტალიელი არქიტექტორის, ანუ წერილის ავტორის ვინაობა და კომენტარს მხოლოდ მას შემდეგ გააკეთებენ, რაც მისი ვინაობა გახდება ცნობილი.

"სავალალო სურათია, დროზე უნდა გადაიხუროს, სანამ გვიან არ არის, ფაქტი სახეზეა, რომ ხელისუფლება დასავლელ კოლეგებს უმალავს რეალურ სურათს და ახლა ძეგლთა დაცვის სააგენტომ უნდა გამოიჩინოს ფხა, სანამ უხვი ნალექი მოვა და მდგომარეობა გართულდება", -ამბობს ნიკა ვაჩეიშვილი, ძეგლთა დაცვის სააგენტოს ყოფილი ხხელმძღვანელი ნიკა ვაჩეიშვილი.

0
30
შეფასება არ არის
ავტორი:თორნიკე55
თორნიკე55
30
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0