x
image
თორნიკე55
თამარ ბაჩალიაშვილის მიმართ დანაშაული არ ჩადენილა, გამოძიება შეწყდა - პროკურატურა

image"დასკვნის თანახმად, თამარ ბაჩალიაშვილი მისი ფსიქოლოგიური პორტრეტის მიხედვით არის მოწყვლადი ჯგუფის ტიპიური წარმომადგენელი, რომელსაც სუბიექტური აღქმით ყველა მიმართულებით წარუმატებლობის ფონზე აღარ სურს, ან ძალიან ურთულდება კრიზისულ სიტუაციაში კონსტრუქციული გადაწყვეტილების მიღება, არის სუიციდის განხორციელების მაღალი რისკი და ფსიქოლოგიური პორტრეტის გათვალისწინებით, დასაშვებია მის მიერ სუიციდის ჩადენის ფაქტი", - აღნიშნულია განცხადებაში.

"საქართველოს პროკურატურამ დაასრულა თამარ ბაჩალიაშვილის თავისუფლების უკანონო აღკვეთის და თვითმკვლელობამდე მიყვანის საქმეზე მიმდინარე გამოძიება. მოპოვებული მტკიცებულებები ცხადყოფს, რომ თამარ ბაჩალიაშვილის მიმართ დანაშაულის ჩადენას ადგილი არ ჰქონია და მან სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. შესაბამისად, მიღებულია გადაწყვეტილება სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების შეწყვეტის შესახებ", - თქვა პროკურორმა.

0
23
1-ს მოსწონს
ავტორი:თორნიკე55
თორნიკე55
23
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0