x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
დანიის ტელევიზიამ გაუშვა ანიმაციური სერიალი ბავშვებისთვის გრძელ პენისიან კაცზე
image
დანიის ტელეარხმა DR -მ დაიწყო ანიმაციური სერიალის ჩვენება გრძელ პენისიანი მამაკაცის შესახებ. მულტფილმი განკუთვნილია ოთხიდან რვა წლამდე ბავშვებისთვის, წერს The Guardian.


ანიმაციური სერიალი მოგვითხრობს ჯონ დილერმანდის(John Dillermand) შესახებ (გვარი დანიიდან ითარგმნება როგორც "კაცი-პენისი"), ულვაშიანი შუახნის კაცი სასქესო ორგანოთი, რომელსაც შეუძლია დაგრძელდეს ათეულ მეტრამდე. საკუთარი პენისის დახმარებით, პერსონაჟი ცდილობს გადაჭრას ყოველდღიური პრობლემები.

image


კრიტიკოსები აღშფოთებულნი არიან ანიმაციური სერიალის ტელევიზიით ჩვენების გამო, რადგან თვლიან, რომ გრძელ პენისიანი კაცის თავგადასავალი ბავშვებისთვის არ არის განკუთვნილი.




ზოგიერთი ამტკიცებს, რომ მულტსერიალი მამაკაცის სასქესო ორგანოზე განადიდებს პატრიარქალურ საზოგადოებას და არღვევს გენდერულ თანასწორობას, განსაკუთრებით მწვავედ ჩანს ეს #MeToo -სექსუალური შევიწროვების საწინააღმდეგო მოძრაობის ფონზე, რომელმაც დანიაში დიდი მოწონება დაიმსახურა 2020 წლის ბოლოს.

image


ანიმაციურ სერიალს ასევე გამოუჩდნენ დამცველები, რომლებიც ამტკიცებენ, რომ სასქესო ორგანოები ბავშვებისთვის ხშირად რაღაც სასაცილოა.

image


DR ტელეარხმა უპასუხა კრიტიკოსებს, რომ მას შეეძლო ასევე გაეშვა ანიმაციური სერიალი "ქალის შესახებ, რომელიც ვერ აკონტროლებს საშოს" და აღნიშნა, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ შოუ მოსწონთ ბავშვებს.

image

0
71
6-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
71
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0