x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134540
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508597
ცნობილი ადამიანების არაფორმალურ გარემოში გადაღებული იშვიათი კადრები

image


ცნობილი ადამიანები მთელი თავისი სისუსტეებით ისეთივე ადამიანები არიან როგორც მე და თქვენ. ზოგიერთ მათგანს ფეხბურთის თამაში უყვარს, ზოგს - მეგობრებთან ოხუნჯობა, აი, ზოგს კი, სასაცილო გათამაშებების მოწყობა ხიბლავს. ზოგჯერ მსგავსი სიტუაციები ფოტოგრაფების კადრებშიც ხვდება, თუმცა ეს უნიკალური ფოტოები ძალიან ცოტას თუ უნახავს. გთავაზობთ გამოჩენილი ადამიანების არაფორმალურ გარემოში გადაღებულ იშვიათ კადრებს.




იუან მაკგრეგორი


image


ნიჭიერმა შოტლანდიელმა მსახიობმა და კინორეჟისორმა იუან მაკგრეგორმა მსოფლიო აღიარება ფილმ "ნემსზე" ("ჩხერკეთელაობა") მონაწილეობის შედეგად მოიპოვა. კინოვარსკვლავი ორი პრესტიჟული პრემიის - "BAFTA"– სა "ოქროს გლობუსის" ლაურეატი გახლავთ.





სტივ ჯობსი და ბილ გეიტსი


image


კომპიუტერული სამყაროს ორი უდიდესი ავტორიტეტი, თანამედროვე კომპიუტერული ტექნოლოგიების შემქმნელები, რომელთა გამოგონებებს თითქმის მთელი პლანეტა დღემდე იყენებს. ეს ორი გენიოსი მთელი ოცდაათი წლის განმავლობაში ხან მოკავშირეები, ხან მოსისხლე მტრები, ხანაც კი უახლოესი პარტნიორები იყვნენ.




ჯონ ლენონი და იოკო ონო


image


ჯონ ლენონი და იოკო ონო ერთმანეთს პირველად გამოფენაზე შეხვდნენ, რომელიც ნიჭიერი იაპონელი ავანგარდისტის იოკოს მიერ იყო მოწყობილი. მხატვარი მაშინვე მიხვდა, რომ ლენონი ბედის საჩუქარი იყო და ყველანაირად ცდილობდა როგორმე მისი ყურადღება მიეპყრო. გარკვეული პერიოდის შემდეგ, ჯონმა თავი დაკარგა, ლეგენდარული მომღერალი მიხვდა, რომ ახალგაზრდა მხატვარს მისი რჩევები და მხარში დგომა ესაჭიროებოდა. ასე დაიწყო ჯონ ლენონისა და იოკო ონოს გრძელი და სკანდალური ეპოპეა.



ბრიუს უილისი


image


გერმანული წარმოშობის ამერიკელმა კინომსახიობმა, პროდიუსერმა და მუსიკოსმა ბრიუს უილისმა ნაკლებად ცნობილ თეატრებში ეპიზოდური როლების თამაშით კომიკოსის რეპუტაცია მოიპოვა, თუმცა 1988 წელს ყველასთვის მოულოდნელად მან მონაწილეობა მძფრსიუჟეტიან თრილერში "კერკეტი კაკალი" მიიღო, რომელმაც მას მსოფლიო პოპულარობა და აღიარება მოუტანა.




ბრიუს ლი


image


ბრიუს ლი ჩინური კინემატოგრაფიის ერთ – ერთი ყველაზე გამორჩეული სახეა. მისი პლაკატების ხილვა დღესაც მსოფლიოს ნებისმიერ წერტილშია შესაძლებელი. ლი იყო XX საუკუნის ყველაზე გავლენიანი და სახელოვანი საბრძოლო ხელოვნების ოსტატი, ნიჭიერი მსახიობი და ბრწყინვალე მოცეკვავე.




მერლინ მონრო

image


1950-იანი წლების სექს-სიმბოლოდ აღიარებული ჰოლივუდის კინოვარსკვლავი მერლინ მონრო, ამერიკული კინემატოგრაფისა და მსოფლიო კულტურის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან და გამორჩეულ სახედ იქცა.






ედსონ არანტეს დუ ნასიმენტო


image


ლეგენდარული ბრაზილიელი ფეხბურთელი პელე მსოფლიო ჩემპიონი სამჯერ გახდა და 50-60-იანი წლების ფეხბურთელთა თაობის სიმბოლოდ იქცა. ფეხბურთის გარდა, ცნობილი სპორტსმენი მთელი ცხოვრება მუსიკით იყო გატაცებული. ის პატარაობიდან სიმღერებსაც წერდა და გიტარაზეც უკრავდა, ხოლო გერმანიაში მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე ლეგენდარულმა ფეხბურთელმა საზოგადოებას თავისი მუსიკალური ალბომიც კი წარუდგინა.










0
292
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
292