x
image
ლანა92
როგორი იყო პირველი მზის სათვალე და ვინ ატარებდა მას? - საინტერესო ფაქტები აქსესუარზე

image




იცით თუ არა, რომ მზისგან დამცავ სათვალეებს ჯერ კიდევ პრეისტორიულ ხანაში ატარებდნენ ინუიტები (ჩრდილოეთ კანადის მკვიდრი ხალხი). იგი დამზადებული იყო კაკლის ძვლისაგან და გამოიყენებოდა იმისათვის, რათა პირველყოფილ ადამიანებს თავი აერიდებინათ მზის სხივების მავნე ზემოქმედებისაგან ... მაგრამ მზის სათვალეების მსგავსი აქსესუარის გამოგონების მცდელობა შესამჩნევია უფრო ადრეულ ეტაპზეც. მზისგან დამცავი სათვალეების ისტორიის სათავეები შეიძლება, ვეძებოთ ძველი ჩინეთის ცივილიზაციაში.

image

დღეისათვის მზისგან დამცავი სათვალეები მიიჩნევა მოდის ინდუსტრიაში ერთ-ერთ მთავარ ატრიბუტად და ამ აქსესუარს სხვადასხვა ტიპის ჩარჩოთი და დიზაინით ამზადებენ. იგი მოიაზრება არა უბრალოდ მზისგან დამცავ საშუალებად, არამედ მოდური ჩაცმულობისა და მორთულობის დეტალად, რომლითაც ხაზი ესმევა სტილის ინდივიდუალურობას. მზის სათვალეების სტილი ყოველწლიურად იცვლება, განსაკუთრებით ქალთა მოდაში. მაგალითისათვის, ქალის წითელჩარჩოიან მზის სათვალეებს ცვლის ჩვეულებრივ შავი სათვალეები.

ცნობილია, რომ ჯეიმს ეისკოუმ 1752 წელს გამოიგონა მუქი, შეღებილი სათვალეები. მას მტკიცედ სწამდა, რომ მოლურჯო, ან მომწვანო მინას შეეძლო მხედველობითი დარღვევების, დეფექტების გამოსწორება. მე-19-20 საუკუნეებში მოყვითალო-ქარვისფერი და ყავისფერი სათვალეები ენიშნებოდა სიფილისით დაავადებულ პაციენტებს, რამდენადაც დაავადების ერთ-ერთი სიმპტომი იყო სინათლისადმი მგრძნობელობა.

image

იმპერატორი ნერონი გაპრიალებული ძვირფასი თვლებით (ქვებით) უყურებდა გლადიატორთა ბრძოლას.

მზისგან დამცავი სათვალეები მნიშვნელოვან როლს თამაშობდნენ მეორე მსოფლიო ომის პერიოდშიც, როცა რეი ბანმა შექმნა მზისგან დამცავი სათვალეები ავიატორის სტილში, პოლარიზაციის გამოყენებით. რეი-ბან ავიატორის სათვალეებმა პოპულარობა მოიპოვა 1937 წელს, როცა მისი გაყიდვა მასობრივად დაიწყეს.

ედვინ ჰ. ლენდმა 1936 წელს ლიზნების დამზადების უნარი გამოიყენა პოლაროიდის ფილტრთან ერთად დასაპატენტებლად და ამგვარად შექმნა პირველი პოლარიზებული მზის სათვალეები.

image



ცნობილ მომღერალ ელტონ ჯონს აქვს მსოფლიოში ყველაზე დიდი კოლექცია მზის სათვალეებისა, რომელიც წარმოდგენილია დაახლოებით 20 000 წყვილი სათვალეების სახით. ის უპირატესობას ანიჭებს დიდი ზომის სათვალეებს.

2000-იანი წლების ბოლოდან მოდის სფეროსი აქტუალური ხდება ზომიერად დიდი მზის სათვალეები. ისინი, ასევე, ცნობილია, როგორც "ჯეკი ო". ეს სტილი შთაგონებული იყო ჟაკლინ კენედის იმიჯით, სახელწოდებაც მას უკავშირდება.

დღემდე მოდის ინდუსტრიაში დაუსრულებლად მიმდინარეობს კამათი იმაზე, უნდა ჩანდეს თუ არა წარბები მზის სათვალეების ტარებისას. ზოგი ფიქრობს, რომ ეს დამოკიდებულია სახის ფორმაზე, დანარჩენები კი მიუღებლად მიიჩნევენ იმას, რომ სათვალეებიდან წარბები გამოკვეთილად ჩანდეს.

ყველაზე ძვირადღირებული მზის სათვალეების წყვილი გაიყიდა ონლაინ მაღაზია "ებაი"- ზე, ელვის პრესლის ცნობილი მედისონ სკვერ გარდენი, 250 000 დოლარად.

image

ფილმ "მატრიცას" ყველა კეთილ გმირს უკეთია მზისგან დამცავი მრგვალი სტილის სათვალეები, ხოლო უარყოფით, ბოროტ პერსონაჟებს - მართკუთხა ფორმის სათვალეები.

პირველი წარმატებული კონტაქტური ლინზები შექმნა გერმანელმა ფ. მიულერმა. მან დაამზადა პატარა მინის ლინზა, ობიექტივი ადამიანისათვის, რომლის ქუთუთო კიბოს დაავადებისაგან იყო დაზიანებული. ეს ადამიანი ლინზებს ატარებდა მთელი 20 წლის განმავლობაში, ანუ სიკვდილამდე.

0
33
შეფასება არ არის
ავტორი:ლანა92
ლანა92
33
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0