x
როგორია ვერძი სასიყვარულო ურთიერთობებში

ვერძი და ვერძი

როდესაც ორი ვერძი იწყებს ურთიერთობას, აუცილებელია, ერთ-ერთი მაინც იყოს მშვიდი და რაციონალური ამ ურთიერთობის შესანარჩუნებლად. ამ შემთხვევაში ისინი გაიზიარებენ ბევრ თავგადასავალს, რაც კიდევ უფრო აამაღლებს მათ ენერგიას. ვინაიდან ვერძის ნიშანს მარსი მართავს, სექსუალური ჰარმონია ამ ურთიერთობის უმნიშვნელოვანესი ფაქტორი იქნება, თუმცა მარსმა ვერძში შესაძლოა კამათი და სიტყვიერი დაპირისპირებაც ხშირად გამოიწვიოს. ჰარმონიული ურთიერთობისათვის აუცილებელია ნდობა და გულწრფელობა, ვინაიდან ვერძები ამ თვისებას ყველაზე მეტად აფასებენ. თუ ერთი და იმავე მოსაზრებებს არ იზიარებენ ხშირად აქვთ კომუნიკაციის პრობლემა.

image

ვერძი და კურო

ვერძისა და კუროს ურთიერთობა გამოწვევებითაა სავსე და თუ სურთ, რომ მათი წყვილი შედგეს, პირველ რიგში ამ გამოწვევებს უნდა გაუმკლავდნენ. ვინაიდან ვერძს მარსი მართავს, ხოლო კუროს-ვენერა, ამ წყვილისთვის ფიზიკურ სიახლოვეს დიდი მნიშვნელობა აქვს. ვინაიდან ორივე ნიშანი სიჯიუტით გამოირჩევა, ურთიერთობის დასაწყისში აუცილებელია სწორი კომუნიკაცია, რაც წყვილს დაეხმარება თავიდან აიცილოს ვერძის მხრიდან გულგრილობა, ხოლო კუროს მხრიდან თვითშეფასების ნაკლებობა. თუ ამ ყველაფერს მოაგვარებენ, მათ შორის ნდობა დამყარდება, რაც ურთიერთობას სტაბილურს გახდის.

imageვერძი და ტყუპები

ვერძისა და ტყუპების წყვილს დიდი პოტენციალი აქვს, ვინაიდან პარტნიორებს შეუძლიათ ბევრი ისწავლონ ერთმანეთისაგან და ერთმანეთს განვითარებაში დაეხმარონ. ვერძის ლიბიდოსა და ტყუპების კრეატიულობის გამო მათი სექსუალური ცხოვრება საინტერესო იქნება ორივესათვის. ერთადერთი პრობლემა შეიძლება იყოს ნდობის ნაკლებობა, განსაკუთრებით მაშინ, თუ ვერძი ტყუპებს მიეჯაჭვება, რომელიც გამუდმებით თავისუფლებისთვის იბრძვის. საბოლოო ჯამში არ არსებობს პრობლემა, რომელსაც ისინი დიალოგის საშუალებით ვერ მოაგვარებენ.

image

ვერძი და კირჩხიბი

ეს ურთიერთობა შესაძლოა ორივე პარტნიორისთვის მტკივნეული აღმოჩნდეს და იმისათვის, რომ მათი წყვილი შედგეს, დიდი ძალისხმევის გაღებაა საჭირო. ორივე პარტნიორისგან საჭიროა კომპრომისზე წასვლა და თავიანთ ქცევაში გარკვეული ცვლილებების შეტანა, რაც ადვილი არ არის, თუმცა თუ ამ მსხვერპლს გაიღებენ შედეგად მივიღებთ ვნებიან, ემოციებით სავსე და უნიკალურ ურთიერთობას. თუ წყვილი მოახერხებს გამოწვევების დამარცხებას, მაშინ ისინი ერთმანეთთან დიდ ბედნიერებას იპოვიან.

image

ვერძი და ლომი

მიუხედავად პატარ-პატარა უსიამოვნებებისა ვერძისა და ლომის ურთიერთობა ვნებიანი და ბობოქარია. ამ ორ ნიშანს ძალიან დიდი სექსუალური მიზიდულობა აქვს ერთმანეთისადმი და თუ მათ ნამდვილად უყვართ ერთმანეთი, ვერ დააშორებთ, რადგან ჯიუტად არიან კონცენტრირებულები ერთობლივ მომავალზე. ორივეს მტკიცედ სჯერა საკუთარი მოსაზრების და როდესაც სიყვარულს იპოვიან, ბოლომდე იბრძვიან მისთვის.

image

ვერძი და ქალწული

ვერძსა და ქალწულს შორის ურთიერთობა არასდროსაა მოსაწყენი, თუმცა ძირითადად ეს დიდხანს ვერ გრძელდება. იმისათვის, რომ მათი წყვილი შედგეს, ქალწული უნდა შეეგუოს ვერძის ენერგიულობას, ხოლო ვერძმა ნება უნდა მისცეს ქალწულს ასწავლოს მას ფიქრების ორგანიზება და მშვიდი კომუნიკაცია.

image

ვერძი და სასწორი

ვინაიდან ისინი საპირისპირო ნიშნები არიან, ვერძი და სასწორი არის ორი ერთმანეთისთვის ზედგამოჭრილი სული, რომლებიც ძლიერ მიზიდულობას განიცდის ერთმანეთისადმი. რაც შეეხება სექსუალურ ცხოვრებას, თუ ისინი ემოციებით უკავშირდებიან ერთმანეთს და პატივს სცემენ ერთმანეთის საზღვრებს, სასწორი შეძლებს ვერძს ეგოისტობა მოაშლევინოს და ისინი იდეალური პარტნიორები იქნებიან. სასწორს გამუდმებულად ყურადღების ცენტრში ყოფნა უყვარს, რაც ხშირად ვერძს აღიზიანებს. სიტუაციის გამოსწორება დიალოგით და გარკვეულ დათმობებზე წასვლითაა შესაძლებელი.

image

ვერძი და მორიელი

ამ ორი ნიშნის ურთიერთობას ხშირად ბირთვულ აფეთქებასაც კი ადარებენ, რადგან ვერძიცა და მორიელიც თავიანთი ელემენტების, ცეცხლისა და წყლის ყველაზე აგრესიული წარმომადგენლები არიან. ვერძი მორიელის გრძნობებით თამაშობს, ხოლო მორიელი კი ვერძს ღლის. ისინი ახერხებენ ყველაზე ცუდი იპოვონ ერთმანეთში, თუმცა ეს არცერთის ბრალი არაა, ვინაიდან რთულია ორი განსხვავებული მიმართულების მქონე ენერგიის ინდივიდის ერთ ტალღაზე მოქცევა.

image ვერძი და მშვილდოსანი

ვერძისა და მშვილდოსნის წყვილს დიდი პოტენციალი აქვს. მათი სექსუალური ურთიერთობა გრძნობებით სავსე და მგზნებარე იქნება, ვინადაინ ორივე ნიშანი ცეცხლის ელემენტს განეკუთვნება. ვინაიდან სხვების აზრი არცერთისთვისაა მნიშვნელოვანი, ისინი კარგად გაუგებენ ერთმანეთს. თუ მოახერხებენ საკუთარი ფილოსოფიური განსხვავებების შეთავსებას, ერთმანეთისთვის სიმართლის თქმასა და პარტნიორის აზრის პატივისცემას, მათი ურთიერთობა ძალიან თბილი იქნება.

image ვერძი და თხის რქა

ეს არ იქნება ადვილი ურთიერთობა, ვინაიდან ორივე ნიშანი კონკურენტუნარიანია და დიდი შანსია იმისა, რომ მათი ურთიერთობა უბრალო შეჯიბრად აღიქვან. დიდი შანსია იმისა, რომ მათი ურთიერთობა კრახით დასრულდეს, თუმცა თუ მოახერხებენ ერთმანეთის შეხედულებებისა და მოლოდინების პატივისცემას, ერთმანეთში კარგს დაინახავენ და მიიღებენ პარტნიორს ისეთს, როგორიც არის, მაშინ იმის შანსი, რომ ეს წყვილი წარმატებული იქნება, არსებობს.

image

ვერძი და მერწყული

ვერძისა და მერწყულის წყვილს სინაზე აკლია. ვერძისათვის ნდობის ფაქტორი მნიშვნელოვანია, რის გამოც ვერ იტანს მერწყულის დისტანციურობას. ვერძი მესაკუთრეა, რომელიც პარტნიორის თითოეული ნაბიჯითაა შეპყრობილი, შესაბამისად ვერ იტანს, როდესაც პარტნიორი მის გარდა სხვასაც აქცევს ყურადღებას. მიუხედავად ამისა, მათ საკმაოდ ღრმა ინტელექტუალური კავშირი აქვთ და მერწყულის გახსნილი გონება ვერძს დიდად აღაფრთოვანებს.

image

ვერძი და თევზები

ამ ურთიერთობაში ნდობის ნაკლებობაა დიდი პრობლემა. პარტნიორები ვერ ახერხებენ ერთმანეთთან გახსნას და ძალიან უჭირთ ერთმანეთთან დაკავშირებას. ემოციურ თევზებს პირდაპირი და ჯიუტი ვერძი ძალიან თრგუნავს, რაც მის საკუთარ სამყაროში ჩაკეტვას იწვევს. ეს ვერძს ნდობას უქრობს.

image

0
94
1-ს მოსწონს
ავტორი:ლელეე
ლელეე
94
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0