x
ენის გავლენა აზროვნებაზე
შეუძლია თუ არა ენას გავლენა მოახდინოს ჩვენს აზროვნებაზე?

ენა და აზროვნება
ფსიქოლოგები დიდი ხანია იკვლევენ საკითხს ენა აყალიბებს თუ არა ჩვენს ფიქრებს და მოქმედებებს, თუ პირიქით ჩვენი ფიქრები და მოქმედებები აყალიბებენ ენას.თუმცა ჩვენ განვიხილავთ პირველ ჰიპოთეზას, აყალიბებს თუ არა ენა ჩვენს აზროვნებას შესაბამისი კვლევების საფუძველზე.პიონერები ამ საკითხის კვლევაში ედვარდ საპირი და ბენჯამენ უორფი იყვნენ, რომელთაც ამ თემაზე მუშაობა 1940/1960-იან წლებში დაიწყეს.მათ ჩამოაყალიბეს „ლინგვისტური დეტერმინიზმის ჰიპოთეზა“, ასევე ცნობილი, როგორც საპირ-უორფის ჰიპოთეზა, რომელიც გულისხმობს, რომ ენა განაპირობებს ჩვენს აზრებს და აღქმას, მაგალითად ენას, რომელსაც არ აქვს წარსული დრო, მხოლოდ ამ ენაზე მოსაუბრეებისთვის გამოწვევა იქნება წარსულზე ფიქრი, როგორც აღნიშნავს უორფი (Whorf, 1956).უკეთ გასაგებად თუ რა ვარაუდებს დააფუძნეს საპირმა და უორფმა თავიანთი თეორია განვიხილოთ მათი რამდენიმე გამონათქვამი: „სამყაროს სურათი იცვლება ენიდან ენამდე“(Whorf & Carroll, 1970); „ენა, რომელზეც ვსაუბრობთ და ვფიქრობთ, განსაზღვრავს ჩვენს სამყაროს აღქმას“ (Hussein, 2012)თუმცა არსებობს მეორე მიდგომაც, რომელიც ცნობილია, როგორც ლინგვისტური ფარდობითობის თეორია( Lucy, 1997), რომლის მიხედვითაც ასევე გავლენას ახდენს ენა ჩვენს აზროვნებაზე, თუმცა ლინგვისტური დეტერმინიზმისგან განსხვავებით, ის არ არის აბსოლუტური, არ გულისხმობს ენის აბსოლუტურ გავლენას აზროვნების პროცესებზე.

როგორც აღვნიშნეთ, ჩვენ განვიხილავთ რამდენიმე რელევანტურ კვლევას, რათა შევთანხმდეთ ენასა და აზროვნებას შორის კავშირის სპეციფიკაზე.თუმცა კვლევების განხილვამდე განვმარტოთ ცვლადები, რომელთა შორის კავშირზეც ვმსჯელობთ.ენა არის სისტემა, რომლის საშუალებითაც გამოვხატავთ აზრებს და გრძნობებს კომუნიკაციისას სასაუბრო ან დაწერილი სიმბოლოებით, კი არის კოგნიტური ქცევა, რომლის საშუალებითაც ვმანიპულირებთ და ვიღებთ გამოცდილებას მისი შემდეგი კომპონენტების- იდეების, ხატების, მენტალური რეპრეზენტაციების ან სხვა ჰიპოთეტური ელემენტების-საფუძველზე (APA Dictionary of Psychology, language).აზროვნება მოიცავს წარმოდგენას, დამახსოვრებას, ცნებების ფორმირებას პრობლემის გადაჭრას, თავისუფალ ასოციაციას და სხვა პროცესებს( APA Dictionary of Psychology, thinking).თუ ენა გავლენას ახდენს ჩვენს აზროვნებაზე, მაშინ ზემოთ ჩამოთვლილ აზროვნების კომპონენტებზეც ექნება გავლენა, ხომო პირიქით თუ აზროვნების რომელიმე კომპონენტზე აქვს გავლენა, ესეიგი აზროვნებაზე სრულიად თუ არა ნაწილობრივ მაინც ახდენს გავლენას.

ერთ-ერთი ემპირიული მტკიცებულება იმისა, რომ ენა გავლენას ახდენს აზროვნებაზე არის ლერა ბოროდიტსკის ექსპერიმენტთა სერიაში მიღებული შედეგები.მან იკვლია მანდარინულ და ინგლისურენოვნებს შორის დროის კონცეპტუალური განსხვავებები.ინგლისურენოვანი ადამიანები დროს აღწერენ, როგორც ჰორიზონტალურს (იყენმებენ შემდეგ მორფემებს წინ/უკან), მანდარინული ენის წარმომადგენლები კი ვერტიკალურად(ქვემოთ/ზემოთ), ამ ფაქტზე დაყრდნობით ბოროდიტსკიმ ივარაუდა, რომ ეს განსხვავება ხომ არ განაპირობებს იმას, თუ როგორ ფიქრობენ ამ ორი ენის წარმომადგენლები დროზე.მართლაც მის მიერ ჩატარებული სამი ექსპერიმენტის შედეგების მიხედვით, “ენა ძლიერი იარაღი უნდა იყოს აბსტრაქტული აზროვნების ფორმირებისთვის.როცა სენსორული ინფორმაცია არ გვაძლევს დასკვნების გაკეთების საშუალებას(როგორიცაა დროის მოძრაობის მიმართულება)ენები თამაშობენ მნიშვნელოვან როლს აზრების ფორმირებაში“(Boroditsky, 2001)


რობერსონის და კოლეგების (2004) კვლევაც აჩვენებს, კავშირს ენასა და აზროვნების სპეციფიურ პროცესს, კერძოდ, ფერების ამოცნობას შორის.ინგლისელი ბავშვები(რომლებიც იყენებენ 11 ძირითად ფერს)შედარდნენ ნამიბიელ ბავშვებს(იყენებენ 5 ძირითადი ფერს). ამ ექსპერიმენტში ბავშვბებს აჩვენებდნენ სხვადასხვა ფერის ფილებს, რომლებიც უნდა შეესაბამებინად იგივე ფერის ფილასთან 22 სავარაუდო პასუხიდან უნდა აერჩიათ ერთ-ერთი.თავიდან ნამიბიერლ ბავშვებს ძალიან უჭირდათ ამ სავარჯიშოს შესრულება, თუმცა როცა დაისწალეს მათთვის უცნობი ფერის დასახელებები ისინი უშვებდნენ ნაკლებ შეცდომებს, ეს კი იმაზე მეტყველებს რომ ენობრივი განსხვავებები იყო ბარიერი ამ ბავშვებისთვის, თუმცა დაძლევადი(Relationship between Language and Thought - UK Essays).

ენის აზროვნებაზე გავლენის დასადასტურებლად განვიხილოთ კვლავ ბოროდიტსკის ექსპერიმენტი( 2000), რომელიც განამტკიცებს აზრს, რომ „ადამიანების იდეებზე სხვადასხვა სქესის მქონე ობიექტების შესახებ დიდ გავლენას ახდენს გრამატიკული სქესი, რომლითაც აღნიშნულია ეს ობიექტები ამ ადამიანების მშობლიურ ენაში.ესპანურ და გერმანულენოვანთა მეხსიერება ობიექტებზე, კერძოდ, სახელთა წყვილებზე(მაგალითად, ვაშლი-პატრიცია)უკეთესი იყო თუ ისინი ერთმანეთის კონგრუენტული იყო სქესის მიხედვით, ვიდრე არაკოგრუენტული“(Boroditsky & Schmidt, 2003)

აუცილებელია, განვიხილოთ ენის აზროვნებაზე გავლენის დამაკნინებელი, რომელთა განხილვის გარეშეც გამოვიდოდა, რომ მედლის მხოლოდ ერთ მხარეს წარმოვადგენთ, მეორეზე კი თვალს ვხუჭავთ.საკითხის სრულყოფილად გასააზრებლად კი, უდავოდ, ორივე ტიპის მტკიცებულებები უნდა გავითვალისწინოთ.

ეველინა ფედერენკოსა და როუზმერის (2016) კვლევის მიხედვით, ბათილდება ენის აზროვნებაზე გავლენის აბსოლუტურობა.ისინი აღნიშნავენ, რომ გლობალური აფაზიის მქონე ინდივიდები, რომელთაც თითქმის არ აქვთ უნარი გაიგონ ან აწარმოონ წინადადებები, ანუ გამოიყენონ ენა, რაც არ უნდა გასაოცარი იყო, შეუძლიათ გადაჭრან ლოგიკური პრობლემები, იფიქრონ სხვა ადამიანების აზრების შესახებ, ისიამოვნონ მუსიკით და წარმატებით მოახერხონ გარემოში ორიენტაცია.მათ მოიპოვეს მტკიცებულებები იმის შესახებ, რომ ბევრ აზროვნების პროცესში ჩართულია ტვინის განსხვავებული უბანი და ეს პროცესების არაა დამოკიდებული ენაზე (Fedorenko & Varley, 2016).

კიდევ ერთი მტკიცებულება საპირ-უორფის ჰიპოთეზის საწინააღმდეგოდ არის ენობრივი უნივერსალიები. თუ ენა ისეთ ფართო მასშტაბიან გავლენას ახდენს აზროვნებაზე, როგორიც ამ ჰიპოთეზის ავტორების აღნიშნავდნენნ, მაშინ არ უნდა არსებობდეს ენობრივი უნივერსალიები. მაგალითად ფერთა კლასტერები შედარებით უნივერსალურია, რომლის მტკიცებულებასაც ვპოულობთ რეგიერის ექსპერიმენტში(2005), რომლის ფარგლებშიც, იკვლიეს ფერთა დასახელების სპეციფიკა 110 არაინდუსტრიული ჯგუფის წარმომადგენლებში, თითოეულ ცდისპირს წარედგინენოდა 330 ფერის ჩიპი, მათ კი უნდა დაესახელებინათ შესაბამისი ფერი, ასევე ამოერჩიათ საუკეთესო ნიმუში/ნიმუშები სხვადასხვა ფერისთვის.კვლევამ აჩვენა, რომ უნივერსალურ ფერებს წარმოადგენდა:თეთრი, შავი, წითელი, ყვითელი და ლურჯი(Regier, Kay, & Cook, 2005)

დასკვნის სახით შეიძლება ვთქვათ, რომ ემპირიული მონაცემები ამტკიცებს ენის გავლენას აზროვნების პროცესებზე, თუმცა ვერ ვიტყვით, რომ ეს გავლენა აბსოლუტურია, არის აზროვნების პროცესები, მაგალითად ფერთა ამოცნობა, არითმეტიკული ოპერაციები, ლოგიკური პრობლემების გადაჭრა, სივრცითი ორიენტაცია, რომლებიც ენის გავლენისგან შედარებით თავისუფალია.უმეტეს შემთხვევაში, ამა თუ იმ ფსიქოლოგიური ფენომენის სრულფასოვანი აღწერისთვის/გაგებისთვის სხვადასხვა მიდგომის გაერთიანება წარმოადგენს ყველაზე ოპტიომალურ გზას.ამ საკითხთან დაკავშირებითაც, უმჯობესია გავაერთიანოთ ზემოთ გაჟღერებული ორი ძირითადი მიდგომა :1- ენა გავლენას ახდენს ჩვენს აზროვნებაზე(ლინგვისტური დეტერმინიზმი):2-ენა გავლენას ახდენს აზროვნებაზე, თუმცა არსებობს გამონაკლისები(ლინგვისტური ფარდობითობა) .მაშასადამე, ენასა და აზროვნებას შორის კავშირს ვერ უარვყოფთ, თუმცა ვერც იმას ვიტყვით, რომ ენა სრულიად განაპირობებს ჩვენს აზროვნებას.


გამოყენებული ლიტერატურა


  • Whorf, B.L. (1956). Language, Thought and Reality. Selected Writings. Ed.: J.B. Carroll. MIT, New York: J.Wilky/London: Chapinaon & Hall.
  • Whorf, B. L., & Carroll, J. (1970). Language, thought and reality seleсted writings of Benjamin Lee Whorf. Cambridge, MA: Mass. Inst. of Technology. doi:https://archive.org/details/languagethoughtr00whor/page/n9/mode/2up
  • Hussein, B. A. (2012). The Sapir-Whorf Hypothesis Today. Theory and Practice in Language Studies, 2(3). doi:10.4304/tpls.2.3.642-646
  • APA Dictionary of Psychology. (n.d.). Retrieved May 21, 2020, from https://dictionary.apa.org/language
  • Boroditsky, L. (2001). Does Language Shape Thought?: Mandarin and English Speakers' Conceptions of Time. Cognitive Psychology, 43(1), 1-22. doi:10.1006/cogp.2001.0748
  • Relationship between Language and Thought - UK Essays. (n.d.). Retrieved May 21, 2020, from https://www.ukessays.com/essays/psychology/relationship-language-1961.php
  • Boroditsky, L., & Schmidt, L. A. (2003). Sex, Syntax, and Semantics. Language in Mind, 2. doi:10.7551/mitpress/4117.003.0010
  • Fedorenko, E., & Varley, R. (2016). Language and thought are not the same thing: Evidence from neuroimaging and neurological patients. Annals of the New York Academy of Sciences, 1369(1), 132-153. doi:10.1111/nyas.13046
  • Regier, T., Kay, P., & Cook, R. S. (2005). Focal colors are universal after all. Proceedings of the National Academy of Sciences, 102(23), 8386-8391. doi:10.1073/pnas.0503281102







0
80
1-ს მოსწონს
ავტორი:ხოხიაშვილი ნინო
ხოხიაშვილი ნინო
80
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0