x
ფსიქოთერაპია ეჭვიანობასთან გასამკლავებლად
image


ეჭვიანობა კომპლექსური ემოციაა, რომელიც შეიძლება აერთიანებდეს ბრაზის, შიშის, დამცირების გრძნობებს. ის შეიძლება დაეუფლოს ნებისმიერი ასაკის, გენდერის, სექსუალური ორიენტაციის ადამიანს.

კვლევები აჩვენებენ, რომ ეჭვიანობა უარყოფითად კორელირებს თვითშეფასებათან, ანუ რაც უფრო მაღალია ეჭვიანობის დონე, მით უფრო დაბალია თვითშეფასება. „ჩვენს უმეტესობას ხშირად არ აქვს გააზრებული საბაზისო სირცხვილი, დამცირების განცდა, რომელიც ჩვენშია და მოდის თვითკრიტიკული აზრებიდან. სირცხვილის განცდა, რომელიც წარსული გამოცდილებიდან შემოგვრჩა, ძლიერ გავლენას ახდენს მომავალში ჩვენი ეჭვიანობის ხარისხსა და დაუცველობის შეგრძნებაზე.“- აღნიშნავს ლიზა ფაიერსთოუნი, ავტორი წიგნისა „დაძლიე შენი შინაგანი კრიტიკული ხმა“. როგორც ის განმარტავს, „კრიტიკული შინაგანი ხმა“ არის საკუთარ თავთან ნეგატიური საუბრის ფორმა, რომელიც დასაბამს აძლევს დესტრუქციულ აზრებს, შეფასებებს და განსჯას უკიდურესი კრიტიკით( როგორც საკუთარი თავის, ასევე სხვების). ეს პროცესი კი ერთ-ერთი გამომწვევი შეიძლება იყოს ეჭვიანობის.(How to deal with jealousy: Overcoming overwhelming jealous feelings 2020)

ეჭვიანობა არ არის დიაგნოზი, ის ემოციაა, მაგრამ ძლიერმა და ხშირმა ეჭვიანობამ შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს, წვლილი შეიტანოს, ჩვენი მენტალური ჯანმრთელობის გაუარესებაში, რომელიმე ფსიქიკური აშლილობის ჩამოყალიბებაში, მაგალითად, როგორიცაა დეპრესია, შფოთვითი აშლილობები და სხვა.


აღსანიშნავია, ეჭვიანობას შესაძლოა ჰქონდეს სავალალო შედეგები, ის მესამე ყველაზე გავრძელებული მოტივია მკვლელობის ჩადენისთვის, თუმცა ეს არის ემოცია, რომლის გადამოწმებაც შესაძლებელია კომუნიკაციით.

ფსიქოთერაპია ხშირ შემთხვევაში ეფექტურია ეჭვიანობის დასაძლევად. ეჭვიანობა შეიძლება დავძლიოთ ფსიქოთერაპევტის დახმარებით ჩვენი ემოციების და აზრების დაფიქსირებით, რომლებიც უკავშირდება ეჭვიანობას და გადავასტრუქტურიროთ ჩვენი ნეგატიური და არაადაპტური აზრები, რომლებიც გავლენას ახდენენ ჩვენს ქცევაზე. ფსიქოთერაპევტი შესაძლოა დაგვეხმაროს ეჭვიანობის გადალახვაში შემდეგი სტრატეგიების გამოყენებითა და კონკრეტული უნარ-ჩვევების ტრენინგით:

  • დაგვეხმაროს გავიაზროთ განსხვავება ნორმალურ/ადაპტურ და საზიანო/არაადაპტურ ეჭვიანობას შორის.
  • დაგვეხმაროს გამოვიმუშაოთ ეფექტური, ჯანსაღი ურთიერთობის და კომუნიკაციის ჩვევები.
  • დავაფიქსიროთ აზრები, რომლებიც გარდაიქმნებიან, წვლილი შეაქვთ ეჭვიანობის ემოციის აღმოცენებაში და გარდავქმნათ ისინი ადაპტურ, ადეკვატურ აზრებად.
  • ემოციური რეგულაციის ჩვევების დაუფლება.
  • საკუთარ თავზე ზრუნვაზე ფოკუსირება, რაც გვეხმარება ჩვენს ურთიერთობებში ვიგრძნოთ თავი მეტად თავდაჯერებულად, ნაკლებად დამოკიდებულად, შევამციროთ ეჭვიანობის ემოციის აღმოცენების ალბათობა.
  • ადეკვატური თვითშფასების მიღწევა.
კოგნიტურ-ბიჰევიორალური თერაპია შეიძლება დაგვეხმაროს გავუმკლავდეთ ეჭვიანობის ემოციას, ამ ტიპის თერაპიაში გამოყენებული ტექნიკები გვეხმარება იმ აზრების, რწმენების აღმოჩენაში, რომლებსაც წვლილი შეაქვთ ეჭვიანობის აღმოცენებაში, შემდეგ კი მათ ადაპტურ აზრებად, რწმენებად გარდაქმნაში/გადასტრუქტურირებაში. გარდა ამისა, ეჭვიანობის დაძლევაში შეიძლება დაგვეხმაროს ფსიქოაქტიური მედიკამენტები, თუმცა მათ გამოიყენებენ უკიდურეს შემთხვევებში, როცა ეჭვიანობა გამოწვეულია ან იწვევს ფსიქიკური აშლილობებს, მაგალითად, როგორიცაა შიზოფრენია და აუცილებლად ფსიქიატრის ზედამხედველობის ქვეშ.

ეჭვიანობა ხშირია სასიყვარულო ურთიერთობებში, მასთან გამკლავებაში კი შეიძლება დაგვეხმაროს წყვილების თერაპია. წყვილების თერაპია გულისხმობს, წყვილის ერთობლივ სესიებს, რომლის განმავლობაშიც თერაპევტი ეხმარება თითოეულ მათგანს გაუგოს საკუთარ პარტნიორს, დააფიქსიროს სიტუაციები, რა სახით, აღმოცენდება ეჭვიანობის განცდა, ამ ყველაფრის იდენტიფიცირების შემდგომ, თუ როდის და როგორ იწყება ეჭვიანობა პარტნიორებში, თერაპევტი ეხმარება მათ აღმოაჩინონ, გაიგონ ერთმანეთის გამოცდილება და შეხედულებები. ეს პროცესი კი ორივე მათგანს შეუწყობს ხელს შეამცირონ არაჯანსაღი ეჭვიანობის ემოცია და გაამყარონ საკუთარი კავშირი, ურთიერთობა.

ეჭვიანობის დაძლევაში ასევე შეიძლება დაგვეხმაროს შემდეგი ტექნიკები:

  • საუბარი: თუ შენი ეჭვიანობის განცდა მომდინარეობს სასიყვარულო პარტნიორის დაკარგვის შიშისგან, მისთვის გაზიარება, თუ როგორ გრძნობთ თავს შეიძლება ძალიან დაგეხმაროთ, ღია კომუნიკაცია, რომელიც, განსაკუთრებით, ახლო, ინტიმურ ურთიერთობებში ხშირად ძალიან სარგებლიანია.
  • სიტუაციის თავიდან გააზრება: სცადეთ, სიტუაცია გაიაზროთ ისეთი პერსპექტივიდან, თითქოს თქვენ არ გეხებად, დამკვირვებელი ხართ, დაფიქრდით, გაქვთ მიზეზი იმისა, რომ იფიქროთ თქვენი პარტნიორი დაგტოვებთ სხვა ადამიანისთვის, თუ ამის შესაძლებლობა მიეცემა? თუ ამაზე პასუხია არა, დაფიქრდით, რატომ ფიქრობთ ასე, თუ ამის საფუძველი არ გაქვთ, ან/და მიმართეთ ფსიქოთერაპევტს, ფსიქოკონსულტანტს, ვინც შესაბამისი მიმართულებით მუშაობს.
  • ისწავლეთ მიიღოთ ცხოვრებაში არსებული ბუნდოვანება, მომავლის არაპროგნოზირებადობა: თუ განიცდით ეჭვიანობას, ეს მომდინარეობს სიტუაციის კონტროლის მოთხოვნილებიდან, აწმყოზე ფოკუსირება, ნაკლებად შფოთვა მომავლის შესახებ კი ამ დროს ძალიან კარგი საშუალებაა, რაშიც შეიძლება დაგეხმაროთ მედიტაცია, საყვარელი საქმიანობით, ჰობით დაკავება, რაც ასევე გვეხმარება ვისიამოვნოთ ცხოვრებით აქ და ამჟამად.
ადამიანები, რომლებიც ცდილობენ თავიდან აიცილონ პრობლემატური/ არაჯანსაღი ეჭვიანობა, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, შეიძლება დაეხმაროთ გულახდილი კომუნიკაცია საკუთარ პარტნიორთან, პარტნიორთან განხილვა ჩვენი საკუთარი დაუცველობის, მტკივნეული განცდებისა, კი თავისმხრივ შეიძლება დაგვეხმაროს ურთიერთობაში ნდობის გამყარებაში.

განვიხილოთ ეჭვიანობის თერაპიის ერთ-ერთი შემთხვევა. ფენგი, 43 წლის, იწყებს თერაპიას, როცა შეექმნება პრობლემები კვებასთან და ძილთან დაკავშირებით, რომელიც შედეგია შფოთვის, რომელიც, თავისმხრივ, აღმოცენდება რწმენის საფუძველზე, რომ მისი პარტნიორი, ანგუსი, რომელიც მასზე შვიდი წლით ახალგაზრდაა, გაცვლის მას ვინმე უფრო ახალგაზრდასა და მიმზიდველში. ფენგი აღნიშნავს თერაპევტთანის, რომ წუხს, იმის შესახებ- ანგუსი შეიძლება ხვდებოდეს სხვას თავისი ბიზნეს შვებულებების განმავლობაში, რომელთაც თვეში ერთხელ ან ორჯერ იღებს ფენგი. ის ასევე აღიარებს, რომ ანგუსს ამ ეჭვებისთის არანაირი მიზეზი არ მიუცია, მაგრამ ის გრძნობს, რომ ბერდება და მიმზიდველობას კარგავს.რამდენიმე თერაპიის შემდეგ ფენგის თვითპატივისცემა იზრდება და ის იღებს ფაქტს, რომ ანგუსი თუმდაც ხვდებოდეს, უფრო ახალგაზრდა და მიმზიდველ მამაკაცებს, ის აუცილებლობით ვერ იქნება დაინტერესებული მათით, ანგუსს ამის არანაირი მიზეზი არ მიუცია. ფენგის თერაპევტი სთავაზობს ტექნიკებს, რომლებიც დაეხმარება შფოთვისგან განთავისუფლებასა და ინსომნიის დაძლევაში. საბოლოოდ, ფენგის შეუძლია განიხილოს საკუთარი შემაწუხებელი აზრები, დაუცველობის შეგრძნება, თავის პარტნიორთან, რომელიც ამის შემდეგ ამხნევებს, რომ გულახდილად ისაუბროს მასთან შემდეგში მსგავს პრობლემებზე.



გამოყენებული ლიტერატურა

  • Leahy, R. L. & Tirch, D. (2008). Cognitive behavioral therapy for jealousy. International Journal of Cognitive Therapy, 1(1), 18-32. doi: 10.1521/ijct.2008.1.1.18
  • Scheinkman, M. & Werneck, D. (2010). Disarming jealousy in couples relationships: A multidimensional approach. Family Process, 4(49), 486-502. Retrieved from
  • How to deal with jealousy: Overcoming overwhelming jealous feelings(2020, December 22). Retrieved February 19, 2021, from https://www.psychalive.org/how-to-deal-with-jealousy/?fbclid=IwAR1s8x3xQx9gHEWJeKp67FGW2pzXT4_AbkMCvItM1t5P6f94NyMZu7KSduo
0
15
შეფასება არ არის
ავტორი:ხოხიაშვილი ნინო
ხოხიაშვილი ნინო
15
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0