x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
მძინარე მამაკაცმა ლომი მუშტით მოიგერია
image
ბოტსვანაში ბებერი ლომი თავს დაესხა მძინარე მკვლევარს. თავის გადასარჩენად მამაკაცმა მხეცს დინგში მუშტი დაარტყა.


ინციდენტი დეკემბრის დასაწყისში მოხდა ოკავანგოს დელტაში, სადაც ფრინველების დაცვის ფონდი Wild Bird Trust- ის ექსპედიცია დაბანაკდა.


მტაცებელი კარვისკენ გაეშურა, სადაც 32 წლის გოტც ნიფი(Gotz Neef) იწვა და შიგნით შესვლა სცადა. კაცს გაეღვიძა და კარვის გარეთა კედლიდან ლომის სახის ანაბეჭდი დაინახა, მტაცებელი კარავში შესვლას ცდილობდა.

image


"არ ვიცოდი, რა ხდებოდა გარეთ და დასახმარებლად ბიჭებს ვუხმე, შემდეგ კი მთელი ძალით დინგში მუშტი ჩავარტყი, " იხსენებს ნიფი.


"ამის შემდეგ მან შემომიტია, მკბენდა და თან თათი დამარტყა."


მალევე მეგობარს დასახმარებლად 46 წლის რეინერ ფონ ბრენდისი გამოენთო. მან ჯოხით სცადა მტაცებლის მოგერიება და თან სპილოს ექსკრემენტებს ესროდა.


ამის შემდეგ ექსპედიციის კიდევ ერთი წევრი შეუერთდა ბრძოლას, ტომალეტსი სეტლაბოშამ მხეცს ხმოვან-მანათობელი ყუმბარა ესროლა, შემდეგ კი ჯიპით გადაუარა. მხოლოდ ამის შემდეგ დაფრთხა ლომი და გაიქცა. თავდასხმა დაახლოებით ხუთ წუთს გაგრძელდა.

image


ინციდენტის შემდეგ, ნიფს მკლავი მოტყდა, სხეული კი ბრჭყალების ღრმა იარებით ჰქონდა დაფარული .


საბოლოოდ ნიფს სხეულზე 16 ჭრილობა დაუფიქსირდა. ქალაქ მაუნის უახლოეს საავადმყოფოში მისასვლელად მას და მის ამხანაგებს 80 კილომეტრის გადალახვა მოუწიათ. იქ მისვლას სამი საათი დასჭირდა.



პარკის რეინჯერებმა გადაწყვიტეს ბებერი ლომის გამოკვება. მხეცი ოჯახიდან გამოაძევეს ახალგაზრდა კონკურენტებმა, რის გამოც შიმშილის პირას იყო. როგორც ბოტსვანას Wild Bird Trust-ის ფონდმა განაცხადა, შიმშილისგან დაუძლურებული ლომი სასოწარკვეთილი მოქმედებდა.



”ეს უჩვეულო საქციელი განპირობებული იყო ლომის სიბერით და დაუძლურებით. შესაბამისმა ორგანოებმა შეაფასეს სიტუაცია და საჭირო ნებართვის შემდეგ, იგი სამუდამოდ დააძინეს."



სტატისტიკის თანახმად, პრაიდიდან გამოგდებული ბებერი მარტოხელა ლომები წელიწადში საშუალოდ 200 ადამიანს ესხმიან თავს.


0
383
5-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
383
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0