x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134530
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
ცნობილი ვარსკვლავები, რომლებსაც სკოლის პერიოდში თანატოლები ჩაგრავდნენ

image
ბავშვებს შეუძლიათ სასტიკები იყვნენ, განსაკუთრებით კი თინეიჯერულ ასაკში, ბულინგის მსხვერპლი კი სკოლასი ნებისმიერი შეიძლება იყოს, მათ შორის ცნობილი ადამიანებიც, რომლებსაც დღეს მილიონობით ფანი ჰყავთ:

1. მეგან ფოკსი- მსახიობს არაერთხელ უთქვამს ინტერვიუებში, რომ სკოლაში მას მეგობრები არ ჰყოლია. გოგონები გამუდმებით დასცინოდნენ იმის გამო, რომ სურდა მსახიობი გამხდარიყო. საერთო ენას ბიჭებთან ნახულობდა და მხოლოდ ერთი მეგობარი ჰყავდა.image

2. ემინემი- თანატოლები მას გამუდმებით სცემდნენ. ერთხელ ზედმეტიც მოუვიდათ და ბიჭი საავადმყოფოში აღმოჩნდა თავის ტრავმით. ამ ამბის შემდეგ მარშალი და დედამისი დეტროიტში გადავიდნენ საცხოვრებლად, სადაც მათ გარდა მხოლოდ ორი თეთრკანიანი ოჯახი ცხოვრობდა. ასე რომ, ბიჭი იქაც “თეთრი ყვავი" იყო.image

3. მაილი საირუსი- სკოლის დროს მაილი პატარა და გამხდარი იყო, სწორედ ამის გამო იჩაგრებოდა მაღალი გოგოებისგან. სკოლაში მისი “მოწინაარმდეგეების" კლუბიც კი იყო გახსნილი. ერთ-ერთ ინტერვიუში საირუსმა ისიც თქვა, რომ ერთხელ ბავშვებმა ის ტუალეტში გამოკეტეს და მთელი საათი აყურყუტეს.image

4. ევა მენდესი- როგორც თვითონ ამბობს, ბავშვობაში დაბალი გოგონა იყო, უსწორმასწორო კბილებით. სწორედ ამიტომ დასცინოდნენ თანატოლები.image

5. ჯეკი ჩანი- ის ყოველთვის ისეთი სხარტი მებრძოლი არ ყოფილა, როგორიც ფილმებში ჩანს. სკოლაში ის უბრალო, დაბალი და მოუხერხებელი ბიჭი იყო, რომელსაც ხშირად დასცინოდნენ. ყველაფეი მასინ შეიცვალა, როდესაც ჯეკი სხვა ბიჭს გამოექომაგა და მიხვდა, რომ თავის დაცვა ყოველთვისაა შესაძლებელი.image

6. ჯესიკა ალბა- ჰოლივუდის ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ მსახიობს სკოლასი ბედი არ სწყალობდა. მისი ოჯახი სიმდიდრით არ გამოირჩეოდა, ამიტომ არ ჰქონდა ახალი და ლამაზი ტანსაცმელი. გარდა ამისა მას შერეული გენები აქვს, ამიტომაც თანატოლები მას უცნაურად თვლიდნენ და აგრესიულები იყვნენ. ამის გამო ჯესიკას მამას უწევდა შვილის სკოლაში გაცილება, ლანჩს კი გოგონა ჩვეულებრივ მედპუნქტში მარტო მიირთმევდა ხოლმე, სადაც თანაკლასელებს ემალებოდა.image

7. კრის როკი- ცნობილი ამერიკელი კომიკოსი და მსახიობი. მისი სკოლისდროინდელი პერიოდი ძალიან რთული იყო. იმ სკოლაში, სადაც კრისი სწავლობდა, პრაქტიკულად ყველა თეთრკანიანი იყო და ამის გამო რასისტულ შეურაცხყოფას გამუდმებით აყენებდნენ. უფროს კლასებში კრისი მშობლებს სთხოვდა საშინაო სწავლებაზე გადაეყვანათ, მაგრამ ესეც ვერ მოხერხდა და საბოლოოდ ბიჭმა სკოლა საერთოდ მიატოვა. image

8. ვიქტორია ბეკჰემი- როგორც წესი ყოველთვის ღარიბებს ჩაგრავენ, მაგრამ ვიტორიას შემთხვევაში სულ სხვა რამ იყო. გოგონა მდიდარ ოჯახსი დაიბადა, მაგრამ ამას მალავდა, თანატოლებს რომ არ დაეცინათ. ის პატარა, გამხდარი და ჩუმი იყო, რის გამოც არავინ ემეგობრებოდა.image

9. დემი ლოვატო- სკოლასი 12 წლის დემის გამუდმებით დასცინოდნენ და ჩაგრავდნენ. ბიჭები მის წინააღმდეგ ხელმოწერილ პეტიციასაც კი აგროვებდნენ და მის პირველ სიმღერის ჩანაწერებს ანადგურებდნენ.image

10. ლედი გაგა- მომღერალი გოგონების კერძო სკოლაში სწავლობდა, სადაც ყველასგან გამოირჩეოდა თავისი ცხვირით, მაკიაჟით და ჩაცმულობით. გოგონებს ის უცნაურად ეჩვენებოდათ და ერ ემეგობრებოდნენ.image

11. სანდრა ბულოკი- ბავშვობასი სანდრა მშობლებთან ერთად ევროპაში ხშირად მოგზაურობდა. ამიტომაც ჩაგრავდნენ სკოლასი თანატოლები. მათი თქმით გოგონა თავს ევროპელად ასაღებდა და სხვა გოგონებთან შედარებით კლოუნი იყო.image

12. კრისტიან ბეილი- მსახიობის მშობლიურ ქალაქში იყვნენ ისეთებიც, რომლებიც ბიჭს გამუდმებით სცემდნენ. მას შემდეგ კი რაც 13 წლის ასაკში ბეილი ფილმში გადაიღეს, თანატოლებმა უბრალოდ ზურგი აქციეს და ყველა აიგნორებდა. ამიტომაც სკოლის პერიოდში ის ძალიან მარტოსული იყო.image

1
533
შეფასება არ არის
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
533
  
2020, 27 დეკემბერი, 2:59
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1