x
image
თორნიკე55
ღამის ცაზე სატურნის და იუპიტერის “დიდი შეერთება” პირველად 1226 წლის შემდეგ
imageტორტი

მზის სისტემის ორი ყველაზე დიდი პლანეტა, სატურნი და იუპიტერი, 21 დეკემბერს ღამის ცაზე ერთმანეთთან ყველაზე ახლოს აღმოჩნდნენ 1 226 წლის შემდეგ.

იშვიათ ასტრონომიულ მოვლენაზე დაკვირვება შეუიარაღებელი თვალითაც იყო შესაძლებელი. მოვლენას ჰქვია “დიდი შეერთება”. ამ დროს გაზის გიგანტები ერთმანეთთან იმდენად ახლოს აღმოჩნდნენ, რომ ღამის ცაზე აღიბეჭდნენ ერთ კაშკაშა მანათობელ სხეულად.

მოვლენა შთამბეჭდავი იმითიცაა, რომ მათ შორის მინიმალური დისტანციის მიღწევა ემთხვევა ზამთრის ნაბუნიობას, წლის ყველაზე ხანგრძლივ ღამეს.


როგორც “ნასა” წერს, მზის სისტემაში პლანეტები ერთმანეთის გასწვრივ რეგულარულად აღმოჩნდებიან ხოლმე. სატურნისა და იუპიტერის შემთხვევაში კი ეს 20 წელიწადში ერთხელ ხდება. მიუხედავად ამისა, დღევანდელი მოვლენა განსაკუთრებულია, რადგანაც ერთმანეთთან ასე ახლოს პლანეტები 400 წელია არ აღმოჩენილან და 800 წელია, რაც ეს ღამის ცაზე არ მომხდარა.

2
74
შეფასება არ არის
ავტორი:თორნიკე55
თორნიკე55
74
  
2020, 24 დეკემბერი, 2:05
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2020, 22 დეკემბერი, 2:56
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 2