x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
მოუხელთებელმა ლეოპარდმა ერთ თვეში 12 ადამიანი მოკლა
image

ინდოეთის შტატ მაჰარატრაში ბოლო 35 დღის განმავლობაში კაციჭამია ლეოპარდმა 12 ადამიანი მოკლა, ამის შესახებ იუწყება გამოცემა Time in India.


მტაცებელი ყოველ სამ დღეში იტაცებს და კლავს მორიგ მსხვერპლს, სოფლის და მის შემოგარენში მაცხოვრებლები შიშისგან სახლში არიან ჩაკეტილები.


სატყეო დეპარტამენტმა აქამდე არნახული ოპერაცია ჩაატარა მხეცის დასაჭერად.80 ადამიანი ოთხ მაძებართან გავიდა ტყეში, დააყენეს 12 ხაფანგი და 35 ვიდეოკამერა, თუმცა უშედეგოდ, ლეოპარდმა კიდევ შეიწირა ადამიანი.


ამის შემდეგ ადგილობრივმა ხელისუფლებამ მტაცებლის მოკვლის ბრძანება გასცა, რა დროსაც 11 დეკემბერს დაიქირავეს ორი პროფესიონალი სნაიპერი ჰაშვარდანე ტავანე შტატი პუნადან და დავალსინ მოხიტე შტატ სოლაპრადან.


სნაიპერებმა იპოვეს ლეოპარდი, ესროლეს კიდეც, თუმცა მტაცებელმა მაინც მოახერხა გაქცევა.

მოუხელთებელი კაციჭამია ლეოპარდის ძებნა გრძელდება, მანამდე კი ადგილობრივი მოსახლეობა მუდმივი შიშის ქვეშ ცხოვრობს.


0
252
5-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
252
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0