x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
გარდაიცვალა მსახიობი და პოეტი რუსლან მიქაბერიძე
image
მსახიობი და პოეტი რუსლან მიქაბერიძე 81 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას ვაკის სამების ეკლესიის მღვდელმსახური, დეკანოზი გიორგი დორეუი ადასტურებს.

მისი თქმით, მიქაბერიძე დღეს გარდაიცვალა.



დაიბადა 1939 წლის 24 აგვისტოს, ხარკოვში-უკრაინაში.


1960-1962 წლებში სწავლობდა თბილისის მხატვრული თვითმოქმედების კულტ-საგანმანათლებლო სასწავლებელში, რომელიც არ დაუმთავრებია. 1969 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი.


სხვადასხვა წლებში მუშაობდა მოზარდ მაყურებელთა ქართულ(1960-1970), კ. მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ(1971-1972) თეატრებში. 1972 წლიდან არის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრის მსახიობი. მის მიერ განსახიერებული როლებიდან აღსანიშნავია მოზარდ მაყურებელთა ქართულ თეატრში: შურა(ს. მიხალკოვის "სომბრერო"), ვალენტინო(შექსპირის "მეთორმეტე ღამე"), სპირიდონი(ვაჟა-ფშაველას "სათაგური"), მეზღაპრე(ანდერსენის "თოვლის დედოფალი"), ქამელეონი(მ. მაშადუს "ბრაზილიის საუნჯე"), რუინდანი(ბ. შოუს "ეშმაკის მოწაფე"), ძერჟინსკი(დ. თაქთაქიშვილის "ნევის შადრევანი"), კიკვიძე(ვ. დარასელის "დივიზია №16"), გრძელი გაიოზი(რ. მამულაშვილის "ძია ელიოზი") და სხვ. კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში შეასრულა შემდეგი როლები: პეტრიონიუსი(ჯ. ფლეტჩერის "ჭირვეული ქმრის მორჯულება"), ოფიცერი(შილერის "დონ კარლოსი"), ჯოყოლა(ვაჟა-ფშაველას "ორი პოემა"), ბენ იოხაი(კ. გუცკოვის "ურიელ აკოსტა"), არჩილი(ნ. დუმბაძის "ნუ გეშინია დედა"), პატრონი(ნ. გოგოლის "ქორწინება"), შიო ხარაძე(ა. გეწაძის "წმინდანები ჯოჯოხეთში") და სხვ. შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრში განასახიერა შემდეგი როლები: ხაჟომია(კ. ლორთქიფანიძის "კოლხეთის ცისკარი"), გლებ რიაბინინი(ი. დვორეცკის "უცხო კაცი"), სპირიდონი(რ. თაბუკაშვილის "რაიკომის მდივანი"), შუისკი(ა. ტოლსტოის "ივანე მრისხანეს სიკვდილი"), კაპულეტი, ბრეკენბერი(შექსპირის "რომეო და ჯულიეტა", "რიჩარდ III"), პირველი აბჯროსანი(ბ. ბრეხტის "კავკასიური ცარცის წრე"), კრეონი(სოფოკლეს "ოიდიპოს მეფე"), გრიგოლი(მ. ჯავახიშვილის "ქალის ტვირთი"), მალისოვი(ა. გელმანის "ჩვენ, ქვემორე ხელისმომწერნი). 1972 წლიდან მოღვაწობს "ქართულ ფილმში". შესრულებული აქვს მრავალი კინოროლი. რუსლან მიქაბერიძის პოპულარობას არანაკლებ ზრდის ნიჭიერად დაწერილი ეპიგრამები და მახვილგონივრული ფუნაგორიები.


ფილმოგრაფია:
1972 – მთვარის მოტაცება
1975 – ერთი ნახვით შეყვარება
1976 – გასეირნება თბილისში
1976 – ფლეიტა
1977/78 – დათა თუთაშხია
1977 – რბოლა
1977 – Мимино (რუსეთი)
1978 – Сибириада (რუსეთი)
1979 – Опасные друзья (რუსეთი)
1979 – ნიკა მთაში
1980 – ვალსი მთაწმინდაზე
1980 - მიზანი
1980 – რად სტვენს ბულბული
1980 – Тегеран -43 / Téhéran 43 (რუსეთი, საფრანგეთი, შვეიცარია)
1981 – მოცურავე
1982 – არაჩვეულებრივი რეისი
1982 – მე დავბრუნდები
1983 – ბანდიტი აგურის ქარხნიდან
1983 – გმადლობთ რატილი
1983 – მაცივარში ვიღაც იჯდა
1984 – ახალგაზრდა კომპოზიტორის მოგზაურობა
1984 – უკვდავების თეთრი ვარდი
1985 – ნეილონის ნაძვის ხე
1986 – ელისა და რარუს თავგადასავალი
1986 – ჩეგემური დეტექტივი
1987 – თემო
1987 – დამშვიდობება
1987 – ფარანი ქარში
1987 – ხარება და გოგია
1987 - Как дома, как дела? (რუსეთი)
1988 – მხიარული ნოველები [ნოველა - ლუიზა]
1988 – მაისის თოვლი
1988 – ჭა
1989 – შემსრულებელი # 977
1989 – წარსული მუდამ ჩვენთანაა
1990 – ოჰ, ეს საშინელი, საშინელი ტელევიზორი
1990 – Паспорт / Passport (რუსეთი, ისრაელი)
1992 – გარიგება
2005 – მიდიოდა მატარებელი
2011 – გარიგება 20 წლის შემდეგ.
1
531
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
531
  
2020, 19 დეკემბერი, 2:03
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1