x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
ქალმა შეყვარებულს სასამართლოში უჩივლა იმის გამო,რომ ცოლად არ მიჰყავს
image
ახალგაზრდა ქალმა ზამბიიდან შეყვარებულს სასამართლოში უჩივლა იმის გამო, რომ ცოლად არ მოჰყავს. ამის შესახებ იტყობინება გამოცემა
Face of Malawi.


28 წლის გერტრუდა ნგომამ(Gertrude Ngoma) განაცხადა, რომ მას ჰერბერტ სალალიკისთან (Herbert Salaliki) 8 წლის განმავლობაში აქვს ურთიერთობა. იგი ირწმუნება, რომ ბიჭი არაერთხელ დაპირდა, რომ ცოლად მოიყვანდა, მაგრამ მაინც არ აკეთებს ამას. ამავდროულად, ზამბიელი მშობლებთან და სალალიკისგან გაჩენილ ბავშვთან ერთად ცხოვრობს, მისი საყვარელი კი მარტო ცხოვრობს.


ნგომამ აღნიშნა, რომ უკვე ყელში ამოუვიდა ლოდინი და შეყვარებულს მოსთხოვა, რომ საკუთარი გეგმების შესახებ სასამართლოს მოუყვეს.


”ის ყოველთვის მსუბუქად უყურებდა ჩვენს ურთიერთობას, ამიტომაც იგი სასამართლომდე მივიყვანე. მე ვიმსახურებ ვიცოდე, თუ რა ელის ჩვენს ურთიერთობებს მომავალში და შემდეგ რა უნდა გავაკეთო ”, - განმარტა მან.



ასევე, ქალი ეჭვობს, რომ მას საყვარელი ჰყავს.


სალალიკიმ უპასუხა, რომ ქორწილისთვის ფული არა აქვს და ნგომო დაადანაშაულა იმაში, რომ მას საკმარის ყურადღებას არ აქცევს.


მოსამართლემ განაცხადა, რომ შეყვარებულებმა კონფლიქტი თავად უნდა მოაგვარონ



რამდენიმე თვის წინ ინდონეზიაში ყიდვა-გაყიდვის საიტზე გამოჩნდა უცნაური განცხადება, 31 წლის ქალი, ქალაქ ბანდუნგიდან ყიდდა 52 კვ. მ.ბინას 250 მილიონ ინდონეზიურ რუპიად(დაახლოებით 50 000 ლარი), თუმცა ერთი პირობით, ბინის ყიდვის მსურველს ცოლად უნდა გაჰყოლოდა სრულიად უფასოდ, თუმცა მომავალი ქმარი უნდა აკმაყოფილებდეს ორ კრიტერიუმს-იყოს უცოლო და შრომისმოყვარე.

0
129
5-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
129
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0