x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
ქალი ყიდის სახლს,თუმცა იმ პირობით,რომ მყიდველი ცოლად მოიყვანს
image

ინდონეზიაში ყიდვა-გაყიდვის საიტზე საკმაოდ უცნაური განცხადება გამოჩნდა, 31წლის ქალი, ქალაქ ბანდუნგიდან ყიდის 52 კვ. მ.ბინას 250 მილიონ ინდონეზიურ რუპიად(დაახლოებით 50 000 ლარი), თუმცა ერთი პირობით, ბინის ყიდვის მსურველს ცოლად გაჰყვება სრულიად უფასოდ, თუმცა მომავალი ქმარი უნდა აკმაყოფილებდეს ორ კრიტერიუმს-იყოს უცოლო და შრომისმოყვარე.

image

როგორც ცნობილი გახდა, 31 წლის აიუ ნოვი ასტიანა მარტოხელა დედაა, ზრდის ორ შვილს, აქედან უფროსი 12 წლისაა, ქმარს ოთხწლიანი თანაცხოვრების შემდეგ გაშორდა, ქალმა გადაწყვიტა ბინა გაყიდოს, რათა აღებული თანხით კერძო ბიზნესი წამოიწყოს, რათა შვილები გზაზე დააყენოს.სხვაგვარად ძალზე უჭირს შვილების რჩენა.



იდეა აიუ ნოვის, მეზობელმა სრულიად შემთხვევით მიაწოდა, როდესაც ხუმრობით მიაძახა, ბინის გაყიდვასთან ერთად, ბარემ ქმარიც გეშოვაო.

ახალგაზრდა ქალს თავიდან ძალზე ეუხერხულა მსგავსი განცხადების გამოქვეყნება, თუმცა ბოლოს მაინც დაძლია სიმორცხვე, ბოლო-ბოლო ქმართან ერთად წამოიწყებს ბიზნესს, თან ორი მცირეწლოვანი ბავშვის გაზრდაც ერთობლივად მოუწევთ.

image

გამოეხმაურა თუ არა ვინმე მსურველი მსგავს განცხადებას, გამოცემა Word of Buzz ამის შესახებ არაფერს იტყობინება.


0
969
7-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
969
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0