x
image
თორნიკე55
საბადურის ტყეში გათოვდა?

საბადურის ტყე წლის ყველა სეზონზე ძალიან ლამაზია, თუმცა ზამთარში და შემოდგომაზე განსაკუთრებით ჯადოსნურია. აალებული ტყე, ფერების კორიანტელი, ხმელი, მსუბუქად აშრიალებული ფოთლების სუნი და ხეტიალი ფოთოლცვენაში - რა შეიძლება იყოს უფრო აღმაფრთოვანებელი შემოდგომის მზით გაჯერებულ დღეს, როცა ქალაქის მტვერსა და აურზაურს გაურბიხარ. სწორედ ასეთია საბადურის ტყე შემოდგომაზე. აქაურობა ზამთარშიც საოცრებათა სამყაროს გავს. თოვლით დაბურული ტყე ზამთრის ყინულოვანი ბრწყინვალებით ზღაპრის გმირად გაგრძნობინებს თავს. სიჩუმე, თოვლის შრაშუნი ფეხქვეშ, ყინულის კრისტალებზე არეკლილი მზის სხივები და მომნუსხველი პეიზაჟები შთაბეჭდილებებითა და ემოციებით აგავსებთ. ზამთრის საბადურის ტყე, ეს არის ზღაპრული მოგზაურობა ბავშვობის ოცნებებსა და ფანტაზიებში.

სოციალურ ქსელში საბადურის ტყეში გადაღებული ფოტოები ვრცელდება, სადაც საბადურში სურათის გადაღებაზე რიგები დგას.

„საბადურში სურათის გადაღებაზე რიგებია… მალე საბადურის კლასტერი გაჩნდება“– წერია სოციალურ ქსელში.imageთი­ა­ნეთ­ში მდე­ბა­რე სა­ბა­დუ­რის ტყე მსოფ­ლი­ო­ში ერთ-ერთ ულა­მა­ზეს ტყედ არის მიჩ­ნე­უ­ლი, არა­ერ­თხელ მოხ­ვდა სხვა­დას­ხვა სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ინ­ფორ­მა­ციო სა­შუ­ა­ლე­ბის ობი­ექ­ტივ­ში.

0
44
2-ს მოსწონს
ავტორი:თორნიკე55
თორნიკე55
44
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0