x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134539
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508597
ლოქდაუნი, შობა და ოჯახური ძალადობა: საშიში ნარევი
imageოჯახური ძალადობა პიკს აღწევს არდადეგების დროს, და კორონავირუსისგან გამოწვეული ლოქდაუნი მხოლოდ და მხოლოდ აუარესებს სიტუაციას. ქალების მეოთხედი განიცდის ძალადობას. ძალადობის მსხვეპლ ქალებს უჭირთ დახმარების მიღება ლოქდაუნის ზომების გამო. დამკვირვებლები შიშობენ, რომ ამ ორი ფაქტორის კომბინაციას შესძლოა სერიოზული შედეგები მოყვეს.

ოჯახური ძალადობა ყოველთვის მატულობს არდადეგების დროს, მაშინ, როცა ოჯახები და წყვილები მეტ დროს ერთად სახლში ატარებენ. კორონავირუსის თავიდან ასაცილებლად მიღებულმა ზომებმა იმოქმედა ძალადობის რიცხვის ზრდაზე, რადგან ოჯახები და წყვილები უფრო მეტად არიან იზოლირებული გარესამყაროსგან.

სოციალური დისტანციის ზომებმა უფრო გაართულა ძალადობის მსხვერპლთა ყოფა-ცხოვრება, დახმარების მოძიება და თავის დაღწევა დამტანჯველი ურთიერთობებისგან. ამდაგვარად, კონსულტაცია, თავშესაფრები ძალადობაგამოვლილ ქალებისთვის და სხვა დამხმარე პროგრამები მნიშვნელოვანია როგორც არასდროს.

სოციალური მუშაკი იოანნა დონაუ, ბერლინში არსებული ორგანიზაცია Flotte Lotte-ს დაფუძნებული, ზემოთხსენებულს ადასტურებს. ორგანიზაციის სახელი ითარგმნება როგორც „შარლოტა მოქმედებაში“, და ის აერთიანებს თავშესაფრების ქსელს ქალებითვის, ვინც ძალადობრივი ურთიერთობებიდან განთავისუფლა.

სხვა თავშესაფრებისგან განსხვავებით, ძალადობაგამოვლილი ქალები ცხოვრობენ ბინაში სხვა ქალებთან ერთად (ორი ან სამი ქალი ცხოვრობს ერთად). მათთან ხაზზე სოციალური მუშაკები არიან, რომელთანაც დაკავშირება შესაძლებელია ჩვეულებრივ სამუშაო საათებში. თუმცა, აქ მცხოვრები ქალები არ იღებენ ოცდაოთხიანსაათიან დახმარებას. თავიანთი ყოველდღიური ცხოვრება თავად უნდა მოაწყონ. იოანნა დონაუ ამბობს, რომ ეს ნიშნავს იმას, რომ ქალები მის პროგრამაში უნდა იყვნენ შედარებით სტაბილურები და დამოუკიდებლები.


შეზღუდვა: სატელეფონო კონსულტაცია

როგორც საზოგადოების ნებისმიერ სხვა სეგმენტში, კორონავირუსმა ასევე ძალიან იმოქმედა იმ ადამიანთა სამსახურეობრივ ფუნქცია-მოვალეობის შესრულებაზე, ვინც ძალადობის მსხვერპლ ქალებთან მუშაობს. მაგალითათ, პირადი კონსულტაცია ძალადობაგამოვლილ ქალებთან უბრალოდ შეუძლებელი გახდა. ეს დღეები კონსულტაცია შესაძლოა მხოლოდ ტელეფონით. როგორც იოანნა დონაუ ამბობს, ეს ვითარება მისი სამსახურს უფრო ართულებს, ვინაიდან მისი საქმე პირად კომუნიკაციაზე და ნდობაზეა დამყარებული. ასეთ პირობებში კი დისტანციურად დნობას ვერ ააშენებ.

როგორც თავად ამბობს, ის შეეჩვია ახალ სიტუაციას, ხოლო საუბრები უფრო და უფრო ინტენსიური გახდა. დონაუს ორგანიზაციის განკარგულებაშია სამი ბინა ბერლინში, თუმცა, ეს საკმარისი არ არის.

პანდემიის პერიოდს ოჯახურ ძალადობის მატებასთან ერთად კომპანია Flotte Lotte-მ უპრეცენდენტო ნაბიჯი გადადგა და გააქირავა მთელი სასტუმრო, იმისათვის რომ რაც შეიძლება მეტ ქალს გაუწიოს დახმარება. როგორც თავად დონაუ აცხადებს, ეს კარგი იდეა იყო: „ეს ჩვენთვის შვება იყო, რადგანაც ამით მოგვეცა შესაძლებლობა დავეხმაროთ უფრო მეტ ქალს, ვინც ჩვენ მოგვმართავს.“

ცნობიერებების ამაღლება

ძალადობაგამოვლილ ქალებმა უნდა გადადგან პირველი ნაბიჯი. „დახმარების ვარიანტები არ არის ხილვადი იმათთვის, ვისაც დახმარება ესაჭიროება, " - ამბობს ტანია. 67-წლის ქალი ჰესედან წლების მანძილზე იყო ოჯახური ძალადობის მსხვერპლი, სანამ მან დამანგრებელი ურთიერთობებისგან განთავისუფლება მოახერხა. ის ამბობს, რომ, ის გათვიცნობიერებული რომ ყოფილიყო და სცოდნოდა ქალთა დახმარების შესახებ, დახმარებას უფრო ადრე მიმართავდა.

ამ ამბავში ექიმი ის ადამიანი გამოდგა, ვინც ურჩია და სიმამაცე შემატა ტანიას ერთხელ და სამუდამოდ დაესრულებინა ტოქსიკური ურთიერთობა. "უნდა მოხდეს ცნობიერების ამაღლება არ ამხოლოდ ძალადობის მსხვეპლთათვის, არამედ გარშემომყოფთათვის. ოჯახური ძალადობა, საზოგადოებაში თაბუდადებული თემაა", - ამბობს ტანია.

სიჩუმის დარღვევა

ასე ხედავს იოანნა სიტუაციას. ის უფრო შორს მიდის და ამბობს, რომ ოჯახური ძალადობა ტაბუზე მეტია და ძალადობის მსხვერპლნი საზოგადოების მიერვე არიან სტიგმატიზირებული. ვცოფდები, როცა მესმის ადამიანებისგან სხვერპლთან მიმართებაში შემდეგი ფრაზები: „შენ შეგეძლო წამოსულიყავი“, ან „რატომ აძლევ უფლებას, რომ ასე მოგექცეს?“. იოანა ამბობს, რომ ძალიან ხშირად დანაშაული მსხვერპლზე პროეცირდება. ეს იწყება სასტიკი პარტნიორიდან, ვინც ხშირ შემთხვევაში მსხვერპლს თავს დამნაშავედ აგრძნობინებს. შემდეგ ეს დინამიკა ოჯახზე და მეგობრებზე ვრცელდება.

ტანიას ხვებზე მეტად გაუმართლა. ის ამბობს, რომ გარშემომყოფები დაეხმარნენ მას განთავისუფლებულიყო ტანჯვისგან და მიემართა დამხარებისთვის. მე დღეს ვდგავარ აქ იმ ხალხის წყალობით, ვინც მე დამეხმარა.“ მისი თქმით, თუ არსებობს რჩევა, რომელსაც ის მსგავს სიტუაციაში მყოფთ მისცემდა, ის ჟღერს ასე: „ნურაფერს დაელოდებით! წამოდით! რაც უფრო მეტხანს იტანჯებით, ეს თქვენ უფრო განადგურებთ.“

სიჩუმის დარღვევას ასევე მიზნად ისახავს პროგრამა „ნიღაბი 19“, რომელიც ქალთა გლობალური ქსელის Zonta International-ის მიერ შეიქმნა. პროგრამის დასახელება მიეკუთვნება პროექტის ცხელ ხაზს, რომლის რეკლამა ფართოდაა გავრცელებულია აფთიაქებში, ექიმების კაბინეტებსა და საავადმყოფოებში. ბევრ ძალადობის მსხვერპლს შეიძლება არ შეეძლოს მიმართოს დახმარებას, ამიტომაც როცა ისინი წარმოსთქვავენ ფრაზას „ნიღაბი 19“ იმ პირებთან საუბრისას, სადაც ამ პროგრამის რეკლამა არის გავრცელებული, მოსაუბრეები დაუყოვნებლივ უკავშირდებიან პოლიციას და აუწყებენ მათ ამ ფაქტის შესახებ. ეს ნაბიჯი შეიძლება აღმოჩდეს პირველი ნაბიჯი ცხოვრებისაკენ ოჯახური ძალადობის გარეშე.

*ქალის სახელი შეცვლილია
თარგმანი: ნუცა სპარსიაშვილი

0
52
შეფასება არ არის
ავტორი:ნუცა სპარსიაშვილი
ნუცა სპარსიაშვილი
52
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0