კინო ცნობილი კინოვარსკვლავები, რომლებმაც თავის დროზე კარიერა პორნოფილმებიდან დაიწყეს 2020, 30 ნოემბერი, 12:25 ხშირად, ცნობილი ვარსკვლავების მონაწილეობით ფილმების ყურებისას ვერც კი წარმოვიდგენთ, რომ მათ კარიერა +18 ფილმებიდან დაიწყეს. შოუბიზნესის ინდუსტრიაში შესასვლელად ან თუნდაც საკვების ფულის გამოსამუშავებლად ამ გზას ხშირად მიმართავენ დამწყები მსახიობები, და თუ გაუმართლათ, ინდუსტრიაში ადგილსაც იმკვიდრებენ. ნახეთ მსახიობები, რომლებმაც კარიერა სწორედ ასეთი ფილმებიდან დაიწყეს:
არნოლდ შვარცნეგერი- “რკინის არნი" ახალგაზრდობაში გერმანული გეი-ჟურნალისთვის პოზირებდა. ამერიკასი გადასვლის შემდეგ დამწყებმა მსახიობმა დაიწყო +18 ფილმებში მონაწილეობის მიღება და “მამაკაცის ღირსების" კონკურსშიც კი მიიღო მონაწილეობა, თუმცა შესარჩევი ტური ვერ გაიარა. დღეს დღეობით შვარცნეგერი ფილმებში მონაწილეობას არარ ღებულობს, თუმცა წარმატების შემდეგ ფილმებში შიშველ სცენებში მონაწილეობაზე უარს აცხადებდა.
უმა თურმანი- კვენტინ ტარანტინოს მუზამ კარიერა ეროტიული ჟანრის ფილმებიდან დაიწყო, მაყურებლებმა და რეჟისორებმა მსახიობი პირველად შენიშნეს ფილმში “ჰენრი და ჯუნი", სადაც მთავარი როლი ჰქონდა.
სილვესტერ სტალონე- “როკის" და “რემბოს" ვარსკვლავმაც კარიერაც პორნოფილმიდან დაიწყო, თუმცა იმ დროისთვის ახალგაზრდა მამაკაცს საკვების ფულიც კი არ ჰქონდა, ამიტომ ის 200 დოლარი, რომელიც ამ ფილმისთვის მიიღო მისთვის მნიშვნელოვანი იყო.
დემი მური- გოგონამ დამოუკიდებლად ცხოვრება ადრეულ ასაკში დაიწყო, პორნოფილმამდე კი ფულის უკმარისობამ მიიყვანა. თუმცა უბრალო ეროტიული ჟანრის ფილმის ქასთინგზე მას უარი უთხრეს, მის ნაცვლად კი “სადო-მაზო" ჟანრის ფილმში მონაწილეობის მიღება შესთავაზეს. ფილმისთვის გოგონამ 10 000 დოლარი აიღო და ფიგურის კორექტირებას და პლასრიკურ ოპერაციებს დაახარჯა.
დევიდ დუჰოვნი და ჯილიან ანდერსონი- “საიდუმლო მასალების" ვარსკვლავებმაც კარიერა პორნოფილმებიდან დაიწყეს. დუჰოვნი ნამდვილი ვარსკვლავი იყო პორნო ინდუსტრიაში 1992 წლიდან 1996 წლამდე სერიალიდან “Red Shoe Diaries'', ითვლება, რომ სწორედ ამ სერიალის შემდეგ გახდა მსახიობი სექსზე დამოკიდებული იმ დონემდე, რომ მკურნალობა დასჭირდა. რაც შეეხება ჯილიან ანდერსონს, მისი ფილმები იმდენად “გარყვნილი" იყო, რომ აშშ-ს ტერიტორიაზე მათი ჩვენება აკრძალული გახდა.
სანდრა ბულოკი- ახალგაზრდა დამწყებ მსახიობს პორნოფილმისკენ უფულობამ უბიძგა. ოფიციანტის ხელფასით მას ფული არც საკვებისთვის ჰყოფნიდა და მით უმეტეს არც სასწავლებლად. სწორედ ამიტომ მიიღო მონაწილეობა საკმაოდ თამამ პორნოფილმში. როდესაც სერიოზული შემოთავაზებები მიიღო რეჟისორებისგან და უკვე წარმატებული გახდა, ქალმა კერძო დეტექტივები დაიქირავა იმისთვის, რომ მისი მონაწილეობით პორტო ფილმის დისკები და მასალები გამოესყიდა. ყველაფერი, რაც დეტექტივებმა მიუტანეს თავისი სახლის ეზოში შეაგროვა და დაწვა. 294 3-ს მოსწონს
|