x
image
დავითი ჩუთლაშვილი
ტაილანდის მეფემ ინტერნეტზე ცენზურა დააწესა, რისი მიზეზიც მისი ყოფილი ცოლის პორნოფილმში მონაწილეობაა
ტაილანდში უკვე 190-მდე ვებგვერდი სამუდამოდ დაიბლოკა და მათი მოძიება ვეღარ ხერხდება. მიზეზი ისაა, რომ ქვეყნის მონარქს პანიკურად ეშინია პიკანტური სცენების გავრცელების, სადაც მისი მეუღლე მონაწილეობს.


არადა, ტაილანდელებს ძალიან უყვართ პორნოფილმები. კონსერვატიულ და აზიურ ქვეყანაში თავისუფალი ურთიერთობები ნებადართული არ არის. ამიტომ “პორნჰაბის” რეიტინგებში ტაილანდი მუდმივად იმ 20 ქვეყანას შორის ხვდება, საიდანაც საიტს ყველაზე მეტი ვიზიტორი სტუმრობს. თუმცა ამას უკვე წერტილი დაესვა - მოზრდილებისთვის განკუთვნილი მსოფლიოს ყველაზე პოპულარული საიტი ქვეყანაში უკვე დაბლოკილია.


მეფემ ინტერნეტში ცენზურის დაწესების მიზეზად დაასახელა ქვეყნის მაცხოვრებლების “მორალზე” ზრუნვის მოტივი (თითქოს სექსი რამე ამორალური იყოს). თუმცა ყველამ იცის, რეალური მიზეზი რაც არის. რეალური მიზეზი პრინცესა სრირაზმის მონაწილეობაა შიშველ სცენაში, რომელიც ვირუსულად გავრცელდა ინტერნეტში.


სრირაზმი ტაილანდის დედოფალი იყო 2001-2014 წლებში, სანამ მასთან მეფე განქორწინდებოდა. ყოფილი დედოფალი ამჟამად ერთ-ერთ მონასტერში, შინაპატიმრობაში იმყოფება.



ტაილანდის მეფის ამჟამინდელი მეორე ცოლიც არაერთხელ არის დაპატიმრებული მეფის მიერ და როგორც ექსპერტები იტყობინებიან, სანამ მონარქის მეუღლე გახდებოდა, მასაც არაერთ შიშველ სცენაში აქვს მონაწილეობა მიღებული, რაც მბრძანებლის უკმაყოფილების მიზეზს წარმოადგენს.


ტაილანდის მეფის ქონება დაახლოებით 100 მილიარდ ევროს შეადგენს და ის თავის ქვეყანას დიქტატორულად მართავს. განსაკუთრებული წნეხის ქვეშ კი ლგბტ ადამიანები და ქალები არიან. თუმცა საკუთარი თავისთვის მეფე არც სექსს იკლებს და არც განცხრომას. მორალი და აკრძალვები მხოლოდ უუფლებო ტაილანდელებზე ვრცელდება, რომლებსაც ახლა უკვე მოზრდილთათვის განკუთვნილი ფილმების ყურებაც კი აუკრძალეს.


კოი

კოი - ტაილანდის მეფის მეორე ცოლი

0
270
1-ს მოსწონს
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
270
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0