x
მეტი
  • 20.01.2021
  • სტატია:107038
  • ვიდეო:350353
  • სურათი:474410
"ჩვენში დიდწილად მწვადი და ხინკალი იციან, არადა, ქართველებს ბევრი მივიწყებული კერძი გვაქვს." - თუში ბიჭი, რომელსაც კულინარია, ცხენით ჯირითი და ხელსაქმე იტაცებს

image


"კუ­ლი­ნა­რი­ა­ში ვმუ­შა­ობ, არ ვჩერ­დე­ბი, ვსწავ­ლობ, ვკი­თხუ­ლობ, თვით­გან­ვი­თა­რე­ბას ვცდი­ლობ, გას­ტრო­ნო­მი­ა­ში სა­ინ­ტე­რე­სო ვი­დე­ო­ებს ვუ­ყუ­რებ, ახალ-ახალ კერ­ძებს ვე­ძებ, ცნო­ბი­ლი შეფმ­ზა­რე­უ­ლე­ბის გა­მოც­დი­ლე­ბას ვეც­ნო­ბი", - გვე­უბ­ნე­ბა მი­რი­ან სუ­ლა­კა­უ­რი, რო­მე­ლიც პო­პუ­ლა­რუ­ლი შოუს "მას­ტერ­შე­ფის“ ფი­ნა­ლის­ტია. მის­თვის ფი­ნა­ლის საგ­ზუ­რად იქცა აღ­მო­სავ­ლეთ მთი­ა­ნე­თის ტური, რო­დე­საც მან დამ­ბალ ხა­ჭოს ში­ლაფ­ლა­ვი მო­ამ­ზა­და, თუ­შურ ერ­ბოყ­ვას (ქუ­მე­ლი) თაღ­თან ერ­თად, თეფ­შად კი გა­მო­ი­ყე­ნა ძვე­ლე­ბუ­რი, და­ჭყლე­ტი­ლი ქვა­ბი, რო­მე­ლიც, რო­გორ თვი­თონ თქვა, მის თუშ დიდი ბე­ბოს ეკუთ­ვნო­და..


ის კუ­ლი­ნა­რი­ით ჯერ კი­დევ მე­ცხრეკ­ლა­სე­ლი და­ინ­ტე­რეს­და, მა­შინ, რო­დე­საც თა­ვის მო­მა­ვალ­ზე და­ფიქ­რდა, - თუ რა უნ­დო­და ეკე­თე­ბი­ნა - ხე­ლო­ბას და­უფ­ლე­ბო­და, თუ სკო­ლა­ში რა­საც ას­წავ­ლიდ­ნენ, იმას მიჰ­ყო­ლო­და, რაც დი­დად არ აინ­ტერ­სებ­და.


"ამა­ში იქ სამი წელი უნდა და­მე­კარ­გა, მერე უმაღ­ლეს სას­წავ­ლე­ბელ­ში ჩა­მე­ბა­რე­ბი­ნა, რა­ღაც გა­ნათ­ლე­ბა მი­მე­ღო და მუ­შა­ო­ბა მხო­ლოდ ამის შემ­დეგ და­მე­წყო. არა­და, იმ პე­რი­ო­დის­თვის უკვე საკ­მა­ოდ დიდი ვიქ­ნე­ბო­დი და გა­მოც­დი­ლე­ბა კი მცი­რე მექ­ნე­ბო­და... 15 წლი­სას, რაც ყვე­ლა­ზე მე­ტად მომ­წონ­და, კუ­ლი­ნა­რია იყო, ამი­ტომ მისი შეს­წავ­ლა და­ვი­წყე", - გვიყ­ვე­ბა მი­რი­ა­ნი.


image


- გახ­სოვს პირ­ვე­ლი კერ­ძი, რო­მე­ლიც მო­ამ­ზა­დე, გა­მო­გი­ვი­და, მო­გი­წო­ნეს?


- ვიდ­რე კუ­ლი­ნა­რი­უ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბით და­ვი­წყებ­დი სწავ­ლას, შინ თხელ ბლი­ნებს ვა­ცხობ­დი, რო­მელ­საც კა­რაქს გა­და­ვუს­ვამ­დი, შა­ქარს მო­ვაყ­რი­დი, გა­და­ვახ­ვევ­დი და მზად იყო, - მარ­ტი­ვად გა­მომ­დი­ო­და, ჩე­მებ­საც ძა­ლი­ან მომსწონ­დათ. სხვა­თა შო­რის, დღემ­დე მიყ­ვარს...


- სუ­ლა­კა­უ­რე­ბის დიდი შე­მოქ­მე­დე­ბი­თი ოჯა­ხის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ხარ. შენც ხა­ტავ?


- ხატ­ვის ნიჭი მეც მაქვს, როცა მუზა მომ­დის, ვხა­ტავ, მაგ­რამ გა­რეგ­ნუ­ლა­დაც და ხა­სი­ა­თე­ბი­თაც დე­დას ვგა­ვარ, დედა რაჭ­ვე­ლია. ბე­ბი­ა­ჩე­მის ძმე­ბი მზა­რე­უ­ლე­ბი იყ­ვნენ. მოკ­ლედ, უფრო მათ მი­მარ­თუ­ლე­ბას გავ­ყე­ვი, კუ­ლი­ნა­რი გავ­ხდი...


image


- რაჭა ახ­სე­ნე, მაგ­რამ გვა­რით და წარ­მო­მავ­ლო­ბით თუში ხარ...


- ბავ­შვო­ბა­ში ჩე­მებს არ მივ­ყავ­დი თუ­შეთ­ში, ძა­ლი­ან ანცი ბავ­შვი ვი­ყა­ვი და ეში­ნო­დათ, იმ მთებ­ში რა­ღაც არ მო­მე­წია, როცა უკვე 16 წლის გავ­ხდი, იქ პირ­ვე­ლად მა­შინ მოვ­ხვდი. სას­წა­უ­ლი შეგ­რძნე­ბა იყო და ჩემ­თვის დღემ­დე ასეა თუ­შეთ­ში ყოფ­ნა. გა­მორ­ჩე­უ­ლი ბუ­ნე­ბა, სა­ო­ცა­რი მთე­ბი, ჰა­ე­რი და საჭ­მელ­საც სხვა­ნა­ი­რი გემო აქვს იქ...


- ვიდ­რე იქ მოხ­ვდე­ბო­დი, ვა­ლი­კო პაპა რას გიყ­ვე­ბო­და თა­ვის კუ­თხე­ზე...


- ის თუ­შეთ­ში და­ი­ბა­და, სო­ფელ ფარსმა­ში, ალ­ბათ 14 წლის იყო, თბი­ლის­ში სას­წავ­ლებ­ლად რომ ჩა­მო­ვი­და... ხში­რად მიყ­ვე­ბო­და ხოლ­მე თა­ვი­სი ბავ­შვო­ბის ამ­ბებს, როცა ცხვარ­შიც უწევ­და ყოფ­ნა, - მოკ­ლედ, იქუ­რი და იმ­დრო­ინ­დე­ლი ამ­ბა­ვი ბევ­რი მო­მის­მე­ნია. თბი­ლის­ში გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბის შემ­დეგ იმას მი­აღ­წია, რაც უნ­დო­და. მეც მა­სა­ვით ვარ, რა­საც მინ­და, რომ მი­ვაღ­წიო, იმის­თვის არ ვჩერ­დე­ბი - სულ საქ­მე­ში ვარ...


რაც შე­ე­ხე­ბა ჩემს თუ­შურ გე­ნებს - როცა იქ ავ­დი­ვარ, იქა­ურ ხალ­ხს ვხვდე­ბი და როცა და­ლე­ვაც მი­წევს, თუ­შუ­რი სის­ხლის ყი­ვილს გან­სა­კუთ­რე­ბით მა­შინ ვგრძნობ, რად­გა­ნაც ცხენ­ზე დაჯ­დო­მა და ჯი­რი­თი მიყ­ვარს...


- სუ­ლა­კა­უ­რე­ბის გვა­რის წარ­მო­მა­გე­ნე­ლი რომ ხარ და ამ ოჯახ­ში და­ი­ბა­დე - ეს რას ნიშ­ნავს შენ­თვის?


- გან­დი­დე­ბის მა­ნია არ მაქვს, პა­ტა­რა გვა­რია... ყვე­ლა­ნი ერ­თმა­ნეთ­თან ძა­ლი­ან ახ­ლოს ვართ. ბი­ძაშ­ვი­ლე­ბიც ძა­ლი­ან ვმე­გობ­რობთ, თით­ქმის თა­ნა­ტო­ლე­ბი ვართ - რამ­დე­ნი­მე წე­ლია ჩვენს შო­რის გან­სხვა­ვე­ბა. ჩემი გვა­რი ჩემ­თვის სიყ­ვა­რულს, ერთ დიდ ოჯახს ნიშ­ნავს და ეს ყვე­ლა­ფერ­ში მეხ­მა­რე­ბა. სიყ­ვა­რულს ერ­თმა­ნეთს და სხვებ­საც ვუ­ზი­ა­რებთ... ჭირ­შიც და ლხინ­შიც ერ­თად გვიყ­ვარს ყოფ­ნა...


- ცხენ­ზე ჯი­რი­თი გყვა­რე­ბია, ეტყო­ბა, "რკი­ნის ცხე­ნიც" სკუ­ტე­რი ამი­ტომ გაქვს და ქა­ლაქ­ში იმით "დაქ­რი­ხარ“...


image


- კი, "რკი­ნის ცხე­ნებს“, მო­პე­დებს, მო­ტო­ებს ვა­ტა­რებ... თით­ქმის ყვე­ლა­ნა­ი­რი ხელ­საქ­მეც ძა­ლი­ან მიყ­ვარს - ქსო­ვა, კერ­ვა, კუ­ლი­ნა­რი­აც ხელ­საქ­მეა... მოკ­ლედ, რო­დე­საც ხე­ლით რა­ღა­ცას ვქმნი, ეს დიდ სი­ა­მოვ­ნე­ბას მა­ნი­ჭებს. უფრო პა­ტა­რა ასაკ­ში გო­ბე­ლენ­საც ვქსოვ­დი...


სკუ­ტერ­ზე მკი­თხეთ და, მისი ყიდ­ვა რომ გა­დავ­წყვი­ტე, ისე გვა­კე­თე, რომ სკუ­ტე­რის ხე­ლოს­ნო­ბაც თვი­თონ­ვე შე­ვის­წავ­ლე...


ინერ­ნეტ­ში ვუ­ყუ­რებ­დი ვი­დე­ო­ებს დაშ­ლა-აწყო­ბა­ზე, ასე­ვე ეს ტრან­სპორ­ტი რო­გორ უნდა მე­ტა­რე­ბი­ნა, რის­თვის უნდა ვყო­ფი­ლი­ყა­ვი მზად და მისი მარ­თვაც ასე ვის­წავ­ლე. დღემ­დე მშვე­ნივ­რად ვმარ­თავ...


- კუ­ლი­ნა­რი ხარ, ე.ი. გურ­მა­ნიც... კუ­ლი­ნა­რია შენ­თვის რის გა­მო­ხატ­ვის სა­შუ­ა­ლე­ბაა, რას ამ­ბობ ყო­ვე­ლი კერ­ძით ან რისი თქმა გინ­და?


- კერ­ძებს დიდი სიყ­ვა­რუ­ლით ვამ­ზა­დებ. ჩემი ემო­ცი­ე­ბი, ხედ­ვა მინ­და, მას­ში ჩავ­დო. ვინც მათ მი­ირ­თმევს, მინ­და, კარ­გი გემო შე­იგ­რძნოს. ეს ერთი ნე­ტა­რე­ბაა და მე­ო­რე კი­დევ ის, როცა გა­სინ­ჯვის შემ­დეგ, ნა­ხე­ლავს გი­ქე­ბენ.


- ბიძა და მამა - ტყუ­პი ძმა - ზა­ლი­კო და ზუ­რი­კო რას გე­უბ­ნე­ბი­ან?


- მოს­წონთ ჩემი ნა­ხე­ლა­ვი, უხა­რი­ათ. ბი­ძა­ჩემ ზა­ლი­კოს უყ­ვარს ჩემი მომ­ზა­დე­ბუ­ლი კერ­ძე­ბი... თვი­თონ მომ­ზა­დე­ბით ნაკ­ლე­ბად ამ­ზა­დე­ბენ, მხო­ლოდ მწვადს წვა­ვენ. სა­ერ­თოდ, მათ­გან აბ­სო­ლუ­ტუ­რი თა­ვი­სუფ­ლე­ბა მაქვს. უხა­რი­ათ ჩემი წარ­მა­ტე­ბე­ბი, ხელს მი­წყო­ბენ მაქ­სი­მა­ლუ­რად და ბო­ლომ­დე გვერ­დში მიდ­გა­ნან.


- "მას­ტერ­შე­ფის­გან" რას ელი?


- ეს შოუ არის ჩემ­თვის გა­მო­ხატ­ვის სა­შუ­ა­ლე­ბა... ქარ­თუ­ლი კუ­ლი­ნა­რია, ყვე­ლა თა­ვი­სი დე­ტა­ლით, ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სოა. ჩვენ­ში დიდ­წი­ლად მწვა­დი და ხინ­კა­ლი იცი­ან, არა­და, ქარ­თვე­ლებს ბევ­რი მი­ვი­წყე­ბუ­ლი კერ­ძი გვაქვს... ამ შო­უ­თი სწო­რედ ის მინ­დო­და, მე­ნა­ხე­ბი­ნა, რომ ჩვე­ნი ბევ­რი კარ­გი კერ­ძი არაფ­რით ჩა­მო­უ­ვარ­დე­ბა სხვა ქვეყ­ნე­ბი­სას...


ფი­ნა­ლის წინ კი ისე­თი მო­ლო­დი­ნი მაქვს, რომ ძა­ლი­ან ძლი­ე­რი კონ­კუ­რენ­ცია იქ­ნე­ბა, მაგ­რამ ბო­ლომ­დე და­ვი­ხარ­ჯე­ბით და ყვე­ლა­ზე ძლი­ე­რი გა­ი­მარ­ჯვებს.



0
13
4-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
13
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0