x
image
ლანა92
თვალწარმტაცი ცისარტყელას ევკალიპტების კორომი ჰანაში - ბუნების ნამდვილი მშვენება

image



შთამბეჭდავი ცისარტყელას ფერი ევკალიპტების ხეები ბუნებრივი საოცრებაა. ჩვენი სამყარო სავსეა უნიკალური ქმნილებებითა და ცისარტყელას ხეები მათგან ერთ-ერთია. ცისარტყელას ევკალიპტის ხეები, ასევე, ცნობილია, როგორც ევკალიპტი "DEGLUPTA".


image



ცისარტყელას ევკალიპტების წარმოშობა ეკოლოგებისათვის დღემდე რჩება საიდუმლოდ. ზოგი მიიჩნევს, რომ ამ მცენარის სამშობლოა სამხრეთ ამერიკა. მეორენი ამტკიცებენ, რომ ცისარტყელას ევკალიპტების სამშობლოა ავსტრალია. ისინი, ასევე, გავრცელებულია დედამიწის სხვადასხვა ნაწილას, ადგილას, მათ შორის ინდონეზიასა და ფილიპინებში.



image


შორიდან შეიძლება, ვიფიქროთ, რომ ვიღაცამ ის საგანგებოდ შეღება ცისარტყელას ფერებში. სინამდვილეში ყველა ფერი ბუნებრივია და მზის ქვეშ ანათებს. მრავალფეროვანი ზოლები წარმოიქმნება გარე ქერქის ნადებიდან, რომელიც ყოველწლიურად იშლება სხვადასხვა დროს. კაშკაშა, მწვანე შიდა ქერქი თანდათან მუქდება, მწიფდება და იშლება ლურჯ, ნარინჯისფერ, მეწამულ და ბორდოსფერ ტონებად.

ყველაზე ცნობილი ცისარტყელას ევკალიპტის ხეების კორომი მდებარეობს მაუიში, ჰანას გზატკეცილზე, მაგრამ ეს ლამაზი ხეები გაფანტულია რამდენიმე სხვადასხვა ადგილას. ამიტომაც რთულია მათი დანახვა ხშირ ტროპიკულ ტყეში. თუ ევკალიპტების კორომის დათვალიერება გსურთ, სპეციალური ტური უნდა გაიაროთ. ჰანაში მოგზაურობისას არაერთ ცისარტყელას ევკალიპტის ხეს შენიშნავთ. ეს გრაგნილი, ხვეული გზა მეტად ძვირფასია თავგადასავლების მოყვარულთა შორის. მას აქვს 600 შესახვევი და 53 ერთზოლიანი ხიდი.



0
22
1-ს მოსწონს
ავტორი:ლანა92
ლანა92
22
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0