შოუბიზნესი ქეთა თოფურია ისევ გათხოვდა! ნახეთ მისი ქორწილის ფოტოები 2020, 24 ნოემბერი, 19:59 ვიცით, რომ ქეთა თოფურია რუსეთში მოღვაწე ქართველი მომღერალია, რომელიც 1986 წლის 9 სექტემბერს საქართველოში, ქალაქ თბილისში დაიბადა. ქეთას ვიზიტს მოსკოვში საფუძვლად მუსიკალური კარიერა უდევს და ის ჯგუფი A'Studio- ს სოლისტია. ჯგუფში სამუშაოდ ის 2005 წელს მიიწვიეს და მას შემდეგაც განაგრძობს. მისი მამა ცნობილი კანონიერი ქურდი ანდრო თოფურიაა, ხოლო დედა კი ნატალია თოფურია - ინჟინერ-ქიმიკოსი.
ქეთა დაქორწინებული იყო რუს ბიზნესმენ ლევ გეიხმანზე და მათ საერთო ქალიშვილი ოლივია გეიხმანი ჰყავთ. წყვილის ურთიერთობა მალევე დაინგრა. ყვითელ პრესას თუ დავუჯერებთ, მივლინებაში მყოფ ქმარს ქეთა რუს რეპერთან ღალატობდა, რასაც მათი პიკანტური ფოტოებიც მოწმობდა. 34 წლის ასაკში მომღერალი მეორედ გათხოვდა და ძალიან მალე მოერე შვილსაც მოავლენს. სწორედ სექტემბერში განაცხადა ორსულმა ქეთა თოფურიამ, რომ კიდევ აპირებს დაქორწინებას და პრესამ ამის შესახებ და ის, რომ ქეთა მეორე შვილს ელოდება, ორსულობის საკმაოდ შთამბეჭდავ ეტაპზე გაიგო. მაყურებლისთის კი ყველაფერი აშკარა მისი ახალი კლიპიდან გახდა. ქეთამ ორსულობა ბოლომდე დამალა და სააშკაროზე გამოტანა მხოლოდ მაშინ მოხდა, როდესაც ინტერნეტში გამოჩნდა A'Studio-ს ახალი ვიდეო-კლიპი სიმღერით "Ce la vie". ქეთას ახალი რჩეული და უკვე მეუღლე ბიზნესმენი ლევ დენგოვია. რაც მან ქეთას ხელი სთხოვა, ისიც დათანხმდა და საიდუმლოდ ემზადებოდა მოკრძალებული ქორწილისთვის, რომელიც 20 ნოემბერს წყვილმა ვიწრო წრეში გადაიხადა. ორშაბათს, საღამოს, ქეთამ ონსტაგრამის საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა ფოტოები თარიღით 20/11/20, რომლებიც მისი და ლევის ჯვრისწერას გამოხატავდა. ასევე ბიზნესმენმა ლევ დენგოვმა გამოაქვეყნა ფოტო, სადაც ის და ქეთა ავტომობილში სხედან და საქორწინო ბეჭედს აჩვენებენ გადამღებს. შეგახსენებთ, რომ ქეთას უკვე ჰყავს ერთი ქალიშვილი პირველი ქმრისგან და ის ახლა ორუსლობის მე-8 თვეშია და ძალიან მალე მეორე შვილის დედა გახდება. გთავაზობთ რამდენიმე ფოტოს წყვილის ცხოვრებიდან. იხილეთ ვიდეო მისი ქორწილიდან 693 11-ს მოსწონს
|