x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134548
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508609
ტრაგედია ხაშურში - გარდაცვლილია ორი ახალგაზრდა ბიჭი - ფოტოები
image


ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა ხაშურის მუნიციპალიტეტში. ქალაქ ხაშურში, ცენტრალურ მოედანზე, ქალაქის ადმინისტრაციული შენობის მიმდებარედ სკვერის სიახლოვეს მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ახალგაზრდის სიცოცხლე ემსხვერპლა. ორივე გარდაცვლი 30 წლამდე ადგილობრივი მამაკაცია.


უბედური შემთხვევა კომენდანტის საათის დროს მოხდა.. როგორც თვითმხილველები ყვებიან, ავტომანქანაში სულ სამი მგზავრი იმყოფებოდა. რომელთაგან ორის გადარჩენა ვერ მოხერხდა, ერთი მგზავრი კი სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა საავადმყოფოში გადაიყვანა.


ერთერთი ვერსიით, ავტომანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ტროტუარზე მდგარ ხეს შეეჯახა.



როგორც შს სამინისტროს პრესსამსახურში განმარტავენ, მომხდარზე გამოძიება 276-ე მულის მერვე ნაწილით დაიწყო.


„ჩემი დათუნაა, ჩემიი გიორგიი, ჩემი სიყვარულებიი, როგორ გავუძლოოთ, როგორ მიყვარხართ. ჩემო სიცოცხლეე, ჩემო სიყვარულოოო, შენ ხომ დამპირდი რომ სულ ჩემს გვერდით იქნებოდი, როგორ მიყვარხააარ.ეს როგორ უნდა გადავიტანოოო, “ წერს სოციალურ ქსელში, ერთერთი გარდაცვლილის, სპორტსმენის დავით ჩუტკერაშვილის მეუღლე, სალომე მეტივიშვილი.

'

imageimage


image



გარდაცვლილს მისი თანაკლასელი ვრცელი პოსტით ეხმაურება:


„არ ვიცი ხოლმე ასეთების წერა, მაგრამ უნდა ვთქვა...

სკოლაში, ძალიან ადრე, ჩემს გვერდით იჯდა და მეუბნებოდა ხოლმე "მე შენ მიყვარხარ როგორც მაწონი, მე შენ სიყვარულს ვეღარ ავწონიო" და სანამ არ გადასვეს ჩემგან, მანამდე არ გავჩერდი. რომელი კლასი იყო, არ მახოვს. სულ პატარები ვიყავით.
მერე ბევრი წელი აღარ მახსოვს საერთოდ და რომ გავიზარდეთ, შეუძლებელი იყო არ შეგემჩნია. ყველას ეფერებოდა, ყველას ესიყვარულებოდა, ერთი პერიოდი მასწავლებლებს მასაჟებს უკეთებდა შესვენებებზე.
თამარ ელიოზიშვილი
გახსოვთ? მერე დიდი ხანი აღარ მინახავს რაც გერმანიაში ვარ და დიდად კონტაკტი არ გვქონია, მაგრამ არასდროს არც ერთი დღესასწაული არ დაავიწყებოდა, უცებ ისე უბრალოდ მოგიკითავდა და თან ისეთი სითბოთი და სიყვარულით, რომ ყველაზე ცივ სევდიან დღესაც კი გაგითბობდა. ყველასთან ეგრე იყო, ყველა ახსოვდა. ყველასთვის ჰქონდა სითბო გულში.
Elene Chabukiani
გახსოვს, სულ გვიკვირდა საიდან ამდენი სითბო და ამდენი ენერგია ამ ერთ ადამიანში, ამდენი პოზიტივი??? მიხაროდა მისი წარმატებები, თვითონაც ისე უხაროდა, მემგონი ყველაზე მეტად უყვარდა ცხოვრება. როგორ გამიხარდა, რომ დაოჯახდა. მემგონი ყველაზე სწორი ადამიანია ოჯახის ყოლისთვის. ახლოს არ ვიყავი, მაგრამ ალბათ ყველა გრძნობდა, როგორ უყვარდა თავისი ოჯახი...ყველას და-ძმას გვეძახდა, ყველას. შენ ჩემი მაგარი დაიკო ხარო მწერდა ხოლმე. და სიმართლე რომ ვთქვა, ჩემი ნამდვილი ძმისგან არ მახსოვს ამდენი სითბო და კარგი სიტყვა, გამხნევება და პოზიტივი, აი ასე უბრალოდ და უპირობოდ.
.
დღეს გაღვიძების მერე მემგონი ყველას ძალიან ეტკინა გული, ვინც იცნობდა. ყველას, ვისაც ყოველდღიური კონტაკტი ჰქონდა და ყველას, ვისაც არ ჰქონდა მაგრამ ამ ადამიანის სიკარგეს, სითბოს და პოზიტივს გრძნობდა.
უსამართლოა ცხოვრება.
.
როცა ყველაზე ბედნიერი იყო ალბათ, სამსახური დავიწყეო, როგორ უხაროდა, ცოლი მოიყვანა, ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ ყველაფერი ახლა იყო საუკეთესო მის ცხოვრებაში. ანარადა შეიძლება არც იყო, მაგრამ კიარ გაჩვენებდა. სულ კი არ ჰქონდა მარტივი ცხოვრება, ეგ ვიცი, მაგრამ არც ერთხელ არ დაიწუწუნებდა. ასე მგონია ახლა ყველაზე ბედნიერი დრო ჰქონდა ცხოვრებაში და მაინც და მაინც ამ მომენტში...თუ ვინმეს რამეს კარგს ვუსურვებდი და ვინმეს რამე გამიხარდებოდა, იმიტომ რომ აი ყველანაირად დაიმასახურა, ყველა ვარიანტში დათოა. ძალიან მეწყინა...
მემგონი David Chutkerashvili სიკვდილის მერე ყველაზე დიდხანს იცხოვრებს, ყველას გულში და აზრებში, ყოველთვის. ყოველთვის როგორც სიმბოლო რაღაც კარგისთვის, პოზიტიურისთვის, სიყვარულისთვის.“
0
173
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
173
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0