x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134548
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508610
“გამანადგურებელი სმილოდონი” - უზარმაზარი კატა, რომელიც ერთ დროს შიშის ზარს სცემდა ცხოველთა სამყაროს

სმილოდონი ერთ დროს ხმალკბილა კატების სახეობა იყო. წარმოიშვა დაახლოებით 2, 5 მილიონი წლის წინათ. თავდაპირველად 55 კილოგრამამდე იწონიდა, თუმცა ევოლუციის პროცესში მკვეთრად გაიზარდა მისი ზომები და 1, 5 მილიონ წელიწადში მრისხანე მტაცებლად - სმილოდონ პოპულატორად გადაიქცა, რომელიც წონით თითქმის ნახევარ ტონას აღწევდა. ეს იყო უზარმაზარი მონსტრი ვეებერთელა ეშვებით, რომლის კლანჭებში ჩავარდნილ მსხვერპლს გადარჩენის არავითარი შანსი არ გააჩნდა.


სმილოდონ პოპულატორი სამხრეთ ამერიკის აღმოსავლეთ ნაწილში ბინადრობდა. ვეებერთელა, დაკუნთული მკერდი და ძლიერი წინა ფეხები ჰქონდა. მისი სხეული სიმაღლით 1, 2 მეტრი იყო, ხოლო სიგრძით - 2, 6 მეტრი. მას აბოლოებდა 30-სანტიმეტრიანი კუდი, რომელთან ერთადაც სმილოდონ პოპულატორის სხეულის ზომა თითქმის 3 მეტრსაც კი უტოლდებოდა. ზედა ყბიდან ჩამოგრძელებული ჰქონდა 2 უზარმაზარი ეშვი, თითო 30 სანტიმეტრის სიგრძის, რომელსაც პრეისტორიული კატა ხანჯლებივით ეფექტურად იყენებდა. გარეგნობით და აღნაგობით ის ვეფხვსაც მოგაგონებდათ, აფთარსაც და დათვსაც, თუმცა ამ სამივე ცხოველზე გაცილებით უფრო ძლიერი იყო. მსხვერპლს საკუთარი მასიური სხეულით აწვებოდა და მიწაზე აგდებდა, შემდეგ კი ეშვებს სასულეში უჭერდა და გუდავდა.


სმილოდონ პოპულატორი, იგივე “გამანადგურებელი სმილოდონი” 10 ათასი წლის წინ, პლეისტოცენის ეპიქის დასასრულს და ჰოლოცენის ეპოქის დასაწყისში უეცრად გადაშენდა. გადაშენების მიზეზი პლეისტოცენის კლიმატის ცვლილება იყო, რამაც მკვეთრად შეამცირა მამონტების და ბიზონების რაოდენობა, რაც გიგანტური მტაცებლის ყველაზე სანუკვარ საკბილოს წარმოადგენდა.


სმილოდონი

0
181
შეფასება არ არის
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
181
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0