x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134542
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508598
რა უნდა იცოდეთ ვაშლის ძმრის შესახებ?!
image
ვაშლის ძმარი მრავალი წლის განმავლობაში მზარდი პოპულარობით სარგებლობს. ჯანმრთელობის სიმტკიცით დაინტერესებულმა ადამიანებმა კარგად იციან კულინარიაში გამოსაყენებელი ამ ინგრედიენტის დადებითი თვისებები, თუმცა მოდით კიდევ ერთხელ გადავავლოთ თვალი, რა განსაკუთრებული თვისებები გააჩნია ვაშლის ძმარს:

1. არეგულირებს სისხლში შაქრის შემცველობას.

ვაშლის ძმარი კარგი საშუალებაა დიაბეტიანებისათვის (განსაკუთრებით მე-2 ტიპის დიაბეტით დაავადებულთათვის). კვლევების მიხედვით დადგინდა, რომ ძილის წინ მიღებული ორი სადილის კოვზი ვაშლის ძმარი, მეორე დილით 4%-ით ნაკლებ შაქარს გიჩვენებთ სისხლში.


2. წონაში კლება.


ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ კვლევის მონაწილეები, რომლებიც ვაშლის ძმარს იღებდნენ, ყოველდღიურად 275 კალორიით ნაკლებს იღებდნენ, მიზეზი სიმაძღრის შეგრძნებაა.


3. გამოიყენება საშიში ბაქტერიების წინააღმდეგ.

ვაშლის ძმარი კარგი საშუალებააა მავნე ბაქტერიებისა და სოკოს წინააღმდეგ საბრძოლველად.



4. გამოიყენება ქერტლის წინააღმდეგ.

ვისაც ქერტლი აწუხებს, შეუძლია თამამად გამოიყენოს ვაშლის ძმარი მათ მოსაშორებლად. შამპონები მხოლოდ დროებით მოგაცილებენ ამ პრობლემას. გარდა ამისა, ბუნებრივი საშუალება ბევრად სჯობია ქიმიურს.


5. აქვეითებს ქოლესტერინს და იცავს გულს.

გულის დაავადებით გარდაცვალება მსოფლიოში სამწუხაროდ პირველ ადგილზეა.ამიტომ ღირს დაფიქრება იმ კვლევაზე, რომელმაც აჩვენა რომ ადამიანებში, რომლებიც ყოველდღიურად სადილში ვაშლის ძმარს უშვებოდნენ, გულის დაავადების რისკი უფრო დაბალი იყო.


ასევე საინტერესოა:

რატომ და როგორ უნდა მიირთვათ ვაშლი?! რა იშვიათი სასარგებლო თვისებები აქვს მას?!


რომელი ჩირი რისთვისაა სასარგებლო?! – ამის ცოდნა აუცილებელია!


საცივი – საახალწლო სუფრის სიამაყე.ყველაფერი მის შესახებ


როგორ დავადგინოთ ნატურალურია თუ არა თაფლი?


გოგრა – სასარგებლო და გემრიელი პროდუქტი


0
61
2-ს მოსწონს
ავტორი:კატაპულტი
კატაპულტი
61
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0