x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134540
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508597
რევმატოლოგთან ისტორიული ვიზიტი შედგა - პოპულარული პაციენტი დიაგნოზს აქვეყნებს
image


დაახლოებით, 3 კვირის წინ სოციალურ ქსელში აუდიოჩანაწერი გავრცელდა, სადაც კაცი ერთ-ერთი კლინიკის ოპერატორს რევმატოლოგთან ჩაწერს სთხოვდა. ქალმა მას ექიმთან ვიზიტი 10 ნოემბერს შესთავაზა.


და, აი 10 ნოემბერიც მოვიდა. დღეს პაციენტი, შალვა შენგელი რევმატოლოგთან უნდა მისულიყო. მისი დიაგნოზით დავინტერესდით და პირად შეტყობინებაში მისწერა. როგორც ჩანს, ჩვენ ერთადერთი არ ვყოფილვართ, ვინც შალვას და ექიმის შეხვედრას ასე ელოდა.

,


„ფეისქბუქ მომხმარებელთა მოთხოვნით“, შალვამ დიაგნოზი თავის ფეისბუქ კედელზე გამოაქვეყნა:


„ორი კვირის წინ ვინმეს რომ ეთქვა, სოციალურ ქსელში საჯაროდ დადებ რევმატოლოგის დასმულ დიაგნოზსო, ნაღდად გიჟად ჩავთვლიდი.
...მოვლენები ისე განვითარდა, რომ სოც. ქსელის საზოგადოების თხოვნითა და ხალხის მოთხოვნით, მე თავად ვდებ რევმატოლოგის დიაგნოზს. ვფიცავ, რომ ნაღდია და არაა გაყალბებული.

.

მენისკია ჩაგლეჯილი და საოპერაციოაო .
ამ დღეებში უნდა დავრეკო! და ჩავეწერო! ტრავმატოლოგთან.

ამბობენ, დიდი რიგებიაო! “, - დაწერა შალვამ/

.

0
332
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
332
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0