x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134534
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
აფრიკული იაკანა - მოქნილი ფრინველი, რომელსაც წყალზე სიარულიც კი შეუძლია
image



აფრიკული იაკანა პატარა, მოხერხებული ფრინველია, რომელსაც ურჩევნია, წყლის სიახლოვეს დასახლდეს. მისი სხეული შესანიშნავადაა შეგუებული იმას, რომ საკვები წყალში მოიპოვოს. გრძელი ფეხები ეხმარება აფრიკულ იაკანას წყლის ზედაპირზე ჩასასვლელად და მწერებისა და ლარვების მოსაპოვებლად.



image



მსუბუქი, მცირე მასა და ფეხებზე თითების თავისებური განლაგება, წყობა იაკანას ხელს უწყობს ნაპირიდან, წყლის მცენარეულობის ფოთლების გასწვრივ, შორ მანძილზე გადაადგილებაში.


image


თუ იაკანას საკვები, ნადავლი ფოთლების თავზე არ აღმოჩნდება, ეს მოხერხებული ფრინველი მას საოცრად ეშმაკურად მოიხელთებს, რამდენადაც ბევრი მწერი მზესა და ბუნებრივ მტრებს ემალება წყალში მოტივტივე ფოთლების ქვეშ. გარდა ამისა, არაერთი მწერი თავის კვერცხს ათავსებს წყლის ზედაპირზე მოლივლივე გიგანტური მწვანე ფოთლების ქვეშ.

ფრიკულ იაკანას ფოთლებზე ფეხიც რომ დაუცურდეს, საბედისწერო და ტრაგიკული არაფერი მოხდება, იგი შესანიშნავად ცურავს. იაკანას ბუმბული ისეა მოწყობილი, რომ წყალს არ ისრუტავს, სითხეს არ იწოვს და არ აგროვებს და შესაბამისად, ფრინველის სხეული არ მძიმდება.



image



აფრიკულ იაკანას კიდევ ერთი ეშმაკობა, ხრიკი ეხმარება საკვების მოპოვებაში. ესაა მისი "მეგობრობა" ბეჰემოთებთან. ჩიტები დიდხანს სხედან წყალში გამოსული ბეჰემოთების ზურგზე.

ბეჰემოთი როცა მოძრაობას იწყებს, მის ზურგზე შემოსკუპებული "დამსვენებლები" შიშისაგან ღრუბლებივით ცდილობენ ცაში აჭრას, მაგრამ ამ დროს მათ აფრიკული იაკანა მოხერხებულად, ელვის სისწრაფით იტაცებს. იაკანას ეს ოპერატიულობა, სისწრაფე ნამდვილად შესაშურია.






image



დაწყვილების პერიოდისათვის მამრი იაკანა იწყებს ბუდეების აშენებას. მდედრი იაკანა არც ისე აქტიურად მონაწილეობს ახალშობილების, თავისი წიწილების აღზრდაში. დედის, მდედრი იაკანას როლი შემოიფარგლება მამრთან შეწყვილებითა და ბუდეში კვერცხების დადებით. ამის შემდგომ მდედრი იაკანები თავს არ იწუხებენ შთამომავლებზე ფიქრითა და ზრუნვით.

კვერცხების დადებით მდედრი იაკანები თავიანთ მისიას შესრულებულად მიიჩნევენ. უფრო მეტიც, ერთ მდედრ იაკანას შეუძლია, მემკვიდრეები დაუტოვოს რამდენიმე მამრს. ეს ნიშნავს, რომ მდედრ იაკანას ახასიათებს პოლიანდრია.

0
53
შეფასება არ არის
ავტორი:ლანა92
ლანა92
53
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0