x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
თბილისში კვლავ გააქტიურდნენ თაღლითები,რომლებიც მერიის სახელით სადარბაზოს დეზინფექციას სთავაზობენ
image


დედაქალაქში კვლავ გააქტიურდნენ უცნობი პირები, რომლებიც თბილისის მერიის სახელით, სხვადასხვა უბანში, კორპუსებში მცხოვრებ ოჯახებს გარკვეული თანხის სანაცვლოდ სადარბაზოების დეზინფიცირებას სთავაზობენ.ნათქვამია თბილისის მერიის განცხადებაში



გაცნობებთ, რომ არც თბილისის მერიის და არც მის დაქვემდებარებაში მყოფი არცერთი უწყების კომპეტენციაში არ შედის სადარბაზოების დეზინფექცია, დეზინსექცია და დერატიზაცია.


შესაბამისად, მოვუწოდებთ მოსახლეობას არ ენდონ პირებს, რომლებიც თბილისის მერიის სახელით მომსახურებას სთავაზობენ.



ტრადიციულად თაღლითები დადიან კორპუსის სადარბაზოებში, კარზე უკაკუნებენ მოსახლეობას და სადარბაზოს "დეზინფექციის" სანაცვლოდ 2 ლარს თხოულობენ, თან უკავიათ ხელში "სადენზიფექციო აპარატი", მკერდზე ჰკიდიათ გაურკვეველი ბარათი და ხელში უჭირავთ გაუგებარი "ქვითრები".


ანალოგიური პრობლემები იყო ბათუმშიც, სადაც კერძო შპს-ები „საცხოვრებელ კორპუსებში და კერძო დაწესებულებებში გამოჩნდნენ.დეზინფექციის მომსახურების სხვადასხვა კომპანიების წარმომადგენლები სადარბაზოებში მღრღნელების, მწერებისა და ქვეწარმავლებისგან თავდაცვის მიზნით სადეზინფექციო სამუშაოებს ატარებდნენ, რისთვისაც ყოველთვიურად 30 ლარს ღირს ითხოვდნენ. ისინი აცხადებენ, რომ არიან სახელმწიფო სტრუქტურის წარმომადგენლები არიან.


0
62
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
62
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0