x
image
რუსუდან ნადირაშვილი
„პაციენტები აგვიანებენ, 2 კვირის შემდეგ მოგვმართავენ“ - გაბუნია
image



საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ გაბუნიამ, მოსახლეობას კორონავირუსის სიმპტომების გამოვლენისთანავე, ოჯახის ექიმებთან დარეკვისკენ მოუწოდა.


მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ ხშირია შემთხვევბი, როცა მოქალაქეები, ექიმებთან დაკავშირებას აგვიანებენ.


„პაციენტები აგვიანებენ მომართვას, არის შემთხვევები, როდესაც გვიან ხდება მათი აქტიური მართვის დაწყება და ასეთ შემთხვევებში სამწუხაროდ, გამოსავალი არაკეთილსაიმედოა. 600 ოჯახის ექიმია კორონავირუსთან ბრძოლის წინააღმდეგ ჩართული დღეს ამ პროცესში ჩართული და დაახლოებით, 8 ათასი ადამიანია ბინაზე. საბედნიეროდ, დიდი ნაწილის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მშვიდად გადიან 10-დღიან პერიოდს, რაც ბინაზე უნდა გაიარონ, თუმცა არის შემთხვევები, რომლებიც მძიმდება და თუ ოჯახის ექიმმა არ იცის, რომ ეს პაციენტი არის ბინაზე მერე უკვე ძალიან რთულია ჩარევა. მინდა ყველას ვთხოვო, ნუ დაელოდება სიმპტომების დამძიმებას, მაშინვე დაუკავშირდეს ოჯახის ექიმს“, – განაცხადა გაბუნიამ.



ცნობისთვის, საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფექციის 2775 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ქვეყანაში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებვერვალს გამოვლინდა. 26 თებერვლიდან დღემდე საქართველოში კოვიდინფიცირების ლაბორატორიულად დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა 51 993-ს შეადგენს.

.

„როდესაც ადამიანს პირველი სიმპტომი უჩნდება, მიუხედავად იმისა, აქვს თუ არა მას ტესტის დადებითი პასუხი ან მოასწრო თუ არა ტესტის აღება, მაშინვე უნდა გადავიდეს თვითიზოლაციაში, რადგან თვითიზოლაცია ამ ჯაჭვის გაწყვეტის ყველაზე კარგი და ეფექტური საშუალებაა“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განაცხადა, რომელიც მთავრობის მეთაურის ხელმძღვანელობით ვიდეოკონფერენციის ფორმატით გაიმართა.

მთავრობის მეთაურმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა ბინაზე მკურნალობის მნიშვნელობა ჰოსპიტალური სექტორის გადატვირთვის თავიდან აცილებაში.


„როდესაც ადამიანს პირველი სიმპტომი უჩნდება, მიუხედავად იმისა, აქვს თუ არა მას ტესტის დადებითი პასუხი ან მოასწრო თუ არა ტესტის აღება, მაშინვე უნდა გადავიდეს თვითიზოლაციაში, რადგან თვითიზოლაცია ამ ჯაჭვის გაწყვეტის ყველაზე კარგი და ეფექტური საშუალებაა.


ბინაზე მკურნალობა - ოჯახის ექიმები, ძალიან მნიშვნელოვანია, მოქალაქეების მაქსიმალურად დიდ რაოდენობას ჰქონდეს საშუალება, წყნარად, მშვიდად, ბინაზე იმკურნალოს, რადგან ბინაზე მკურნალობა არის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური გამოსავალი იმისთვის, რომ ჯანდაცვის სისტემა არ გადაიტვირთოს და არ დაგვრჩეს გარეთ ის ხალხი, რომელსაც სპეციალური სამედიცინო სერვისებით მკურნალობა პირველ რიგში სჭირდება.


გარდა ამისა, კოვიდ-სასტუმროებში, რომელზეც გუშინ ვისაუბრეთ, სასწრაფოდ, დღესვე უნდა შევიტანოთ ელემენტარული თერაპიული ელემენტები და ეს უნდა იყოს არა მხოლოდ კოვიდ-სასტუმროები ჩვენი მოქალაქეებისთვის, რომლებსაც თვითიზოლაციის შესაძლებლობა არ აქვთ, არამედ კოვიდ-სასტუმრო თერაპიული მართვის ელემენტებით და სამედიცინო მეთვალყურეობით და მხოლოდ და მხოლოდ მძიმე შემთხვევების ჰოსპიტალიზება.


რადაც არ უნდა დაგვიჯდეს, ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებლის 15%-მდე დაწევა არის ერთადერთი და კრიტიკულად მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელმაც ჩვენ ეს კრიზისი უნდა გადაგვალახინოს. ამიტომ ჰოსპიტალიზაციის პროტოკოლებიდან დაწყებული, მანუალური მართვით დამთავრებული, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს 26% დავიყვანოთ 15%-მდე“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

.


საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკა ტიკარაძემ ქვეყანაში კორონავირუსის პანდემიის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით მოქალაქეებს დაწესებული წესების დაცვა სთხოვა. მისი თქმით, თუ ადამიანები დაწესებულ რეკომენდაციებს გაითვალისწინებენ, პანდემიას ქვეყნის ჯანდაცვის სისტემა შეზღუდვების გარეშე გადაიტანს.

ტიკარაძე ამბობს, რომ თუკი საზოგადოება არ დაემორჩილება მოწოდებებს, სახელმწიფოს მკაცრი რეგულაციების გატარება მოუწევს.


„რესურსები არ არის დაუსრულებელი, ყველა რესურს აქვს ზღავრი. პირველ რიგში უნდა გავითვალისწინოთ ჩვენი ადამიანური რესურსის შესაძლებლობა და მოგვეთხოვება მაღალი თვითშეგნება, საზოგადოებრივი შეგნებას თუ გამოვიჩენთ ყველანაირი შეზღუდვების გარეშე დავძლევთ, ამ პრობლემას. თუ არ იქნება საზოგადოებრივი მზაობა სახელმწიფოს მოუწევს შესაბამისი ნაბიჯები, რომელიც დანარჩენი მოსახლეობის ჯანმრთელობის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

0
35
1-ს მოსწონს
ავტორი:რუსუდან ნადირაშვილი
რუსუდან ნადირაშვილი
35
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0