x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
დედამიწის სიღრმეში ორი უძველესი კონტინენტი აღმოაჩინეს

როგორც მეცნიერები თვლიან, დედამიწის სიღრმეში ორი უძველესი კონტინენტი მდებარეობს, რომლის შესახებ მხოლოდ ახლა გახდა ცნობილი. მათი აზრით, აღნიშნული კონტინენტების ფორმირება მზის სისტემის პლანეტების ფორმირების დროს მოხდა და ისინი იმ პლანეტარულ კატასტროფას გადაურჩნენ, რომლის შედეგად, დედამიწის თანამგზავრი – მთვარე წარმოიქმნა *.


image

კვლევის შედეგები გამოქვეყნებულია ჟურნალში – Geochemistry, Geophysics, Geosystems, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ინფორმაციას Science News-იც ავრცელებს.

imageკალიფორნიის უნივერსიტეტის (The University of California, აშშ) მეცნიერებმა იმის მტკიცებულება აღმოაჩინეს, რომ დედამიწის მანტიას და გარე ბირთვის საზღვარზე კონტინენტის ზომის ორი მყარი ობიექტი მდებარეობს და ანალიზმა აჩვენა, რომ ამ წარმონაქმნების ასაკი, დაახლოებით, 4, 5 მლრდ. წელია, დაახლოებით, იმდენივე, რამდენიც დედამიწის არის.

ადრე მეცნიერები, ვარაუდს გამოთქვამდნენ, დედამიწის სიღრმეში ამგვარი ობიექტების არსებობის შესახებ: აღნიშნული იყო, რომ როდესაც მიწისძვრები ხდება, სეისმური ტალღები მანტიის ძირითად ნაწილს თანაბრად გადიან, მაგრამ გარკვეულ ადგილებში, მყარ სტრუქტურებს «ეჯახებიან». თუმცა, აქამდე ცნობილი არ იყო, თუ რა მიზეზით მოძრაობდნენ განსხვავებულად ტალღები: იყო ეს მანტიის ტემპერატურის, მინერალური შემადგენლობის, სიმკვრივის ან ამ თვისებების გარკვეული კომბინაციის გამო.

imageმეცნიერებმა შეისწავლეს, პრიმიტიული მასალის მაღალი კონცენტრაციის მქონე ქანის ნიმუშები და მისი ფორმირების გზას მიაკვლიეს. შემდგომმა ანალიზმა კი აჩვენა, რომ თხევად მანტიაში მდებარე მყარი უბნები, შეიძლება, იმ უძველესი მაგმის ოკეანისგან იყოს ჩამოყალიბებული, რომელის გამყარება, დედამიწის ფორმირების პირველ სტადიაზე მოხდა.

აღნიშნული აღმოჩენა მეცნიერებს, იმ პროცესის სრულყოფილი სურათის მოდელირებაში დაიხმარება, რომლმაც ჩვენი პლანეტის თანამედროვე მანტია შექმნა.


* დაბადებიდან, დაახლოებით, 70 მილნ. წლის შემდეგ, დედამიწას მარსის ხელა ციური ობიექტი, პლანეტა თეია შეეჯახა. მისი შეჯახება ძლიერი და გამჭოლი იყო. თეიამ, ფაქტიურად, დედამიწის გულში გაიარა, რამაც პლანეტის სფეროსებურობის დარღვევა და მისი გულიდან მანტიის გადმოღვრა გამოიწვია. თხევადი პლაზმა უჰაერო სივრცეში გაიშალა, ხოლო პლანეტები ნამსხვრევებად იქცნენ. გრავიტაციის ძალის გავლენით, გაბნეული ლავა ორ არათანაბარ გუნდად შეიკრა. ამ შეჯახებამ, დიდი ცვლილებები გამოიწვია დედამიწაზე: ლავასთან ერთად, დედამიწის სიღრმიდან ამოვიდა მეთანი, ნახშირბადი და წყალბადი, ეს იყო პირველი ატმოსფერო დედამიწაზე. დედამიწის ზედაპირზე, მანტიის სიღრმიდან, ამოვიდა რკინც. გარდა ამისა, დედამიწის ღერძი დაიხარა, რამაც თავის მხრივ, პლანეტაზე სეზონების ცვლა გამოიწვია. გაგრძელება >>>

imageimage

არხის სხვა სიახლეები:

imageimageimage* 1. ბოლო ათწლეულის ყველაზე რეიტინგული 10 სერიალი

* 2. 10 ისტორიული ფაქტი, რომელიც ტყუილი აღმოჩნდა

* 3. როგორ დავიცვათ თავი COVID-ისგან 5-ჯერ უფრო ეფექტურად – მეცნიერების ახალი აღმოჩენა

* 4. მთვარის საიდუმლო

* 5. ტესტი: რომელია თქვენი სტილი? (დაგეხმარებათ სამოსის შერჩევაში)
* 6. 4 მიზეზი, თუ რატომ უნდა ვიყოლიოთ კატა სახლში – დამტკიცებულია მეცნიერების მიერ

0
530
5-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
530
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0