x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
მიწის ქვეშ, მეცნიერებმა ოკეანე აღმოაჩინეს, რომელიც 3-ჯერ უფრო დიდია, ვიდრე მსოფლიო ოკეანე

image

image

მკვლევარებმა წყლის დიდი რეზერვუარი აღმოაჩინეს მანტიაში, დედამიწის ზედაპირიდან, დაახლოებით, 600 კმ. სიღრმეზე. მისი ზომა იმდენად დიდია, რომ ამ წყლით, სამჯერ შეიძლება, დედამიწაზე არსებული, ყველა ოკეანის ავსება.
კვლევის ხელმძღვანელმა, კანადის ალბერტის უნივერსიტეტის თანამშრომელმა, გრემ პირსონმა განაცხადა, რომ ხანგრძლივი კვლევის შემდეგ, მათ დედამიწის სიღრმეში, როგორც იქნა, ოკეანეს მიაგნეს.

ეს საოცარი აღმოჩენა იმაზე მეტყველებს, რომ ზედაპირზე წყალი პლანეტის სიღრმიდან ამოდის და მსოფლიო ოკეანე პლანეტარული წყლის დიდ წრებრუნვაში არის ჩართული, რაც გამორიცხავს თეორიას იმის შესახებ, რომ დედამიწაზე, წყალი ყინულის კომეტებმა მოიტანეს, მილიონობით წლის წინ.

ამრიგად, დღეს მეცნიერები ფიქრობენ, რომ დედამიწის ზედაპირზე წყალი, მისი სიღრმიდან არის ამოსული.

ხანგრძლივი კვკლევის შემდეგ, დაადგინეს, რომ წყლის რეზერვუარი 400-დან 660 კმ-მდე სიღრმეზე მდებარეობს, ზედა და ქვედა მანტიებს შორის.

15
21176
18-ს მოსწონს
2-ს არა
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
21176
  
2016, 22 ივლისი, 20:02
წყალს მხოლოდ სამი აგრეგატული მდგომარეობა აქვს: თხევადი, მყარი და გაზისებური. მყარი ვერ იქნება, რადგან მაღალი ტემპერატურა არის, ვერც ორთქლის სახით იქნება, რადგან გაზის საცავი არ არის და რადგან მანტიის სიღრმიდან ამოსროლილ მინერალებში წყლის არსებობა დამტკიცდა, რჩება მხოლოდ ერთი მდგომარეობა – თხევადი.
2016, 22 ივლისი, 19:24
თუ დედამიწის ჩამოყალიბების პროცესს გავიხსენებთ, თეორიულად ეს შეუძლებელია და რომც იყოს, მაღალი ტემპერატურისა და წნრვის გამო, ის პლაზმურ მდგომარეობაში იქნება :)
2016, 22 ივლისი, 7:39
ოკეანის არსებობა დაადგინეს ლავური ნაკადების შესწავლის გზით. კერძოდ, ნაკადებში აღმოაჩინეს კომატიტი (ულტრაფუძე, მაღალმაგნიტური ქანების კომპლექსი), რომლის ასაკი 2,7 მილიარდი წელი იყო. სწორედ ამ მინერალში არის ,,ჩაბეჭდილი" ინფორმაცია , მანტიაში ოკეანის არსებობის შესახებ.
2016, 20 ივლისი, 13:13
მე უფრო მგონია რომ ჭკუა ჰქონდა)))
2016, 20 ივლისი, 13:03
წიგნი რა თქმა უნდა წაკითხული მაქვს, თუმცა ასე დეტალურად არ მახსოვს :) თუმცა, გასაკვირი არ არის, რომ დღეს აღმოჩენილი ზოგიერთი რამ, ჟიულ ვერნის ნაწარმოებში ხსენებულს დაემთხვეს, რადგან მის ნაწარმოებებში ისეთი ტექნიკის შესახებ არის მოთხრობილი, რომლის გამოგონება მხოლოდ 2 საუკუნის შემდეგ მოხდა.
მას ან ხილვები ჰქონდა, ან დროის მანქანა
2016, 20 ივლისი, 12:43
სტატია მშვენიერია და გამახსენდა ლეგენდარული ჟიულ ვერნის "მოგზაურობა დედამიწის ცენტრისაკენ". ზუსტდ ემთხვევა ეს სტატია იმ ნაწარმოებს და თუ წაკითხული გაქვთ მაშინ დამეთანხმებით!
2016, 3 თებერვალი, 14:19
კვლევის ხელმძღვანელი კანადელი მეცნიერი იყო, სავარაუდოდ, კვლევები კანადაში ტარდებოდა. მაგრამ, უცხოურ წყაროში არ არის მითითებული, კონკრეტულად სად არის ,,ჩასასვლელი".
2016, 3 თებერვალი, 13:57
და სად მდებარეობს ჩასასვლელი???.... ანუ სად აღმოაჩინეს
2016, 23 იანვარი, 22:47
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

პასუხი ლალი ადიკაშვილი-ის კომენტარზე
2016, 22 იანვარი, 22:52
ლითოსფერო ყველაზე თხელი სფეროა დედამიწის სფეროებს შორის, ხოლო ქერქი, რომელზედაც ოკეანეებია განთავსებული, კიდევ უფრო თხელია. რაც შეეხება მანტიას, რომლის სიღრმეშიც აღმოაჩინეს ოკეანე, დედამიწის მოცულობის 83% და დედამიწის მასის 67%-ს შეადგენს.
მსოფლიო ოკეანეს საშუალი სიღრმა 3, 7 კმ-ია, ხოლო მანტიის სისქე – 2 900 კმ.
ასე, რომ, მანტიაში, მსოფლიო ოკეანეზე სამჯერ უფრო დიდი კი არა, ბევრად უფრო დიდი ოკეანის არსებობაც დასაშვებია.
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10