x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134535
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508595
არჩევნები ციფრებში და საბიუჯეტო დაფინანსება 4 წლის მანძილზე
ლაშა ბოდაველი CICD lasha bodaveli


არჩევნების წინასწარი შედეგები წლის დასაწყისში გაკეთებულ პროგნოზებს ემთხვევა. სურათი ამ ეტაპზე ასე ჩანს:


CICD-ის თავმჯდომარე ლაშა ბოდაველი

ამომრჩევლების დაფიქსირება: 57% მდე

ქართული ოცნება - 90-95 დეპუტატი (სრულებით საკმარისი საპარლამენტო უმრავლესობის ჩამოსაყალიბებლად)


ენმ - 30-35 დეპუტატი



გირჩი - 4-5 დეპუტატი (სპეციფიური ამომრჩეველი ჰყავს და ამ მინიმუმს დიდი ალბათობით შემდეგშიც შეინარჩუნებენ)


ევროპული საქართველო - 4-5 დეპუტატი


ლელო - 4-5 დეპუტატი


სტრატეგია აღმაშენებელი - 3-4 დეპუტატი


პატრიოტთა ალიანსი 3-4 დეპუტატი


ლეიბორისტული პარტია - 2-3 დეპუტატი


ნინო ბურჯანაძე - 2-3 დეპუტატი


ალეკო ელისაშვილი - 2-3 დეპუტატი



P.S. ბოლო სამი პარტია ერთმანეთს ეჯიბრებიან და შესაძლოა რომელიმე მათგანი (არის შანსი რომ 2 პარტია) პარლამენტის გარეთაც დარჩეს.


რაც შეეხება დაფინანსებას:


შედეგების გამოცხადებიდან ამოქმედდება საბიუჯეტო დაფინანსების ახალი წესი:


50 000 ხმამდე ვინც აიღო ის პარტიები თითოეულ ხმაზე აიღებენ 15 ლარს, ყოველ შემდგომ ხმაზე 5 ლარს, ამ კუთხით სურათი ასეთია:

1%-იან პარტიებს (მოიაზრება ზემოთ ჩამოთვლილი ბოლო სამი პარტიიდან ისინი, ვინც საბოლოო შედეგებზე 1-1, 5%-ს შეინარჩუნებენ) ბიუჯეტიდან ყოველწლიურად ერგებათ დაახლოებით - 300 000 ლარი (4 წელიწადში 1, 2 მლნ. ლარი)


3%-იან პარტიებს (იგულისხმება ქართული ოცნებისა და ენმ-ს გარდა ყველა დანარჩენი ბოლო სამ პარტიემადე) ბიუჯეტიდან ერგებათ წელიწადში დაახლოებით 800 000 ლარამდე (4წელიწადში 3 მილიონ ლარზე მეტი)


ენმ-ს (25% - ზე გაანგარიშებით) საბიუჯეტო დაფინანსებიდან ყოველ წელს ერგება 3 მლნ. ლარამდე ( 4 წელიწადში ვუხდით 11, 9 მილიონ ლარამდე)


ქართული ოცნება (55%-ზე გაანგარიშებით) ბიუჯეტური დაფინანსება წელიწადში დაახლოებით 5, 7 მლნ. ლარი (4წელიწადში 23 მილიონ ლარამდე)


P.S. მონაცემები ეყრდნობა პირად პროგნოზებსა და გაანგარიშებას დამრგვალების მეთოდით, რაშიც შესაძლოა მოხდეს მცირედი ცვლილებები.

0
153
შეფასება არ არის
ავტორი:ლაშა ბოდაველი
ლაშა ბოდაველი
153
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0