x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134548
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508610
ობიექტი 775
image







ჩელიაბინსკი ქარხანაში პ.პ ისაკოვის, ხელმძღვანელობით შეიქმნა ობიექტი 775.ის შეიარაღებული იყო 125მმ-იანი ქვემეხით, რომელსაც შეეძლო გამოეყენებინა მართვადი რაკეტები და უმართავი აქტიურ-რეაქტიული ჭურვები. რაკეტის დამიზნება მიზანზე ხორციელდებოდა

ავტომატური სისტემით და ინფრაწითელი სხივით.რაკეტას შეეძლო დაჯავშნული მიზანი დაეზიანებინა 4000მ-ის სიშორიდან.დატენვა(დატენვის მექანიზმი ობიექტი 775-ზე იყო, ავტომატური)დამიზნება მიზანზე, გასროლა, რაკეტის მართვა, ხორციელდებოდა მეთაურის პულტიდან, რომელიც ასევე ითავსებდა მსროლელის ფუნქციას.

ორკაციანი ეკიპაჟი მოთავსებული იყო კოშკურაში, ეკიპაჟის კაბინა იყო იზოლირებული და იყო დამზადებული პოლიეთილენისგან.იმის წყალობით, რომ ეკიპაჟი მოთავსებული იყო კოშკურაში, შესაძლებელი გახდა მანქანის სიმაღლე შემცირებულიყო 1740მმ-მდე.


1962 წელს დამზადდა ექსპეიმენტალური მანქანა "775", რომლის ეკიპაჟი შედგებოდა მეთაურისგან, რომელიც ასევე იყო მსროლელ-დამმიზნებელი და მძღოლ-მექანიკოსისგან.მანქანას ჰქონდა 125მმიანი ქვემეხი, რომლის საბრძოლო კომპლექტში, მართვად რაკეტებთან ერთად შედიოდა, მსხვევად-ფუგასური უმართავი რაკეტები.

გამოცდებზე მანაქნამ კარგი გამავლობა გამოავლინა.დაბალი სილუეტი და ცვალებადი კლირენსის წყალობით მისი აღმოჩენა ძნელი იყო.

მისი შეიარაღება არ იყო ეფექტური, ახლო და საშუალო დისტანციებზე, მისი მართვა და მომსახურება იყო ძნელი.ამ ყველაფერმა იქონია გავლენა მის მომავალზე და ის მხოლოდ ექსპერიმენტალურ მანქანად დარჩა.


image







ნახაზები

image










ტექნიკურ-ტაქტიკური მონაცემები

კალიბრი 125მმ

სროლის სიშორე 4000მ

წონა 36ტ

ეკიპაჟი 2 კაცი

სიგრძე 7200მმ

სიგანე 3415მმ

სიმაღლე 1655მმ

სიჩქარე 66კმ/სთ

სვლის მარაგი 500კმ

ძრავა

image










1
1157
4-ს მოსწონს
ავტორი:assassins
assassins
1157
  
2013, 5 თებერვალი, 15:04
magari ragacaa dzaan swrapi iqneboda moqmedebashi
0 1 1