x
image
ლანა92
".. და როგორც გიჟი, ო, როგორც გიჟი, თმააწეწილი მოლი ხარხარებს...




image

=====

ო, მე კი არა, გული ხარხარებს



როცა ნამიან ველზე გავივლი,

ნამი ბალღივით მართობს, მახარებს...

ქარო, მოიტა ატმის ყვავილი,

ქარო, ფოთლებიც შემომაყარე...

და როგორც გიჟი, ო, როგორც გიჟი

თმააწეწილი მოლი ხარხარებს...

ხეთ სამკაული მოიხსნეს შიშით

და ხელუკუღმა შემომაყარეს...

და მეც გავგიჟდი.. ო, მე კი არა,

გული ხარხარებს, გული ხარხარებს...

და შენ ქუჩაში, რომ გაიარო,

ფოთლები წაღმა შემომაყარე...




====

ღრუბლები



მათ გადაიარეს ცა პირამიდების,

ხეთა და მიდია...

ზღაპრული ურარტუ, ქართული მინდვრები,

კვლავ საით მიდიან?

რამდენი მწვერვალი გადავლეს უკლებლივ,

კვლავ ფეხქვეშ რაოდენ

მწვერვალებს ითვლიან

ღრუბლები ...

კვლავ საით მიდიან ღრუბლები?

რა ვიცი... მიდიან...

0
93
1-ს მოსწონს
ავტორი:ლანა92
ლანა92
93
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0