x
image
ლანა92
"ტრფობის სიზმარში მე გვირგვინი მედგა მეფისა.." - შექსპირი, როგორც უდიადესი

image



შექსპირის 87-ე სონეტი (რეზო თაბუკაშვილის თარგმანი)


გემშვიდობები, საგანძურო, მივხვდი, ვინა ხარ,

მე შენი ფასი მეშლებოდა თურმე ხანდახან,

ახლა კი ვიცი, მაგ საუნჯეს ვერ შევინახავ

და შენს სიყვარულს უნდა ავხსნა ჩემი ყადაღა.

შენს მიჯნურობას საჩუქრად თუ ვეღირსებოდი,

თორემ არარას ვინ მომცემდა განძის სამყაროს,

ნება ხომ მომეც, შენს სიყვარულს შევხიზნებოდი,

მაგრამ მე მინდა თავს უფლება თვითონ ავყარო.

განძს რომ მჩუქნიდი, მისი ფასი შენ არ იცოდი,

ან ჩემი ფასი შეგეშალა ტრფობით დაქანცულს,

შენი საუნჯით ვნეტარებდი, შენით ვიწვოდი,

მაგრამ უკანვე დაგიბრუნებ ქვეყნის საგანძურს.

ტრფობის სიზმარში მე გვირგვინი მედგა მეფისა,

შენც და სამეფოც დამეკარგეთ გაღვიძებისას.

0
108
1-ს მოსწონს
ავტორი:ლანა92
ლანა92
108
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0