x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
10 ყველაზე პოპულარული პოსტი Instagram-ის არსებობის მანძილზე
2010 წლის ოქტომბერში Instagram -ზე ამოქმედდა ფოტოების გაცვლის პროგრამა, მაშინ ის სულ სხვანაირად გამოიყურებოდა, ახლა მომხმარებლებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით შეუძლიათ თავიანთი კერპების ცხოვრება საკუთარი ტელეფონის "პატარა ფანჯრიდან" იხილონ.


მაშ ასე, ქვემოთ გაეცნობით 10 ყველაზე პოპულარულ პოსტს Instagram -ის ისტორიაში, რომლის ავტორიც დიდ პოპულარობასთან ერთად, ბლომად ფულსაც იჯიბავს.




ჯასტინ ბიბერის ინსტაგრამის ფოტო. ბედნიერი მოვლენა- მუსიკოსი დაინიშნა მოდელ ჰეილი ბოლდუინზე. პოსტმა 13, 3 მილიონი მოწონება დაიმსახურა.

image



კაილი ჯენერის მეუღლესთან, ტრევის სკოტთან ერთად გადაღებული ფოტოები ყოველთვის 8-9 მილიონ ლაიქს იმსახურებდა. ამ ფოტომ 14 მილიონიანი ნიშნულს გადააჭარბა, რომელიც გადაღებულია Playboy- ს ფოტოსესიის ფარგლებში.

image


სელენა გომესი თავის მეგობრებთან ერთად ისვენებს, რომელმაც 14 მილიონი მოწონება დააგროვა. გოგონები სანაპიროზე შეიკრიბნენ, რათა ერთ – ერთი გოგონას გათხოვებამდელი წვეულება აღენიშნათ - გილოცავთ ნაკლებად ცნობილო მის ლოპეს!

image


დუეინ ჯონსონი მეუღლესთან, ლორენ ჰაშიანთან ერთად. ჰავაიში გადაღებულმა ქორწილის ფოტომ 14.5 მილიონი მოწონება დააგროვა 199 მილიონი გამომწერი. ვუსურვებთ ბედნიერებას.

image


კანადური ტანსაცმლის ბრენდი Tentree- თითი ლაიქზე თითო ხეს რგავდა, ბრენდს 2.6 მილიონი გამომწერი ჰყავდა, თავად პოსტმა კი 15.5 მილიონი მოწონება დააგროვა.

image


კალათბურთელმა ლებრონ ჯეიმსმა 2020 წლის იანვარში გამოაქვეყნა ტრაგიკულად დაღუპული კობი ბრაიანტის ხსოვნისადმი მიძღვნილი პოსტი. სპორტსმენი ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად გარდაიცვალა, ის მხოლოდ 42 წლის იყო. ფოტომ 15, 6 მოიწონა დაიმსახურა.

image


ჯენიფერ ენისტონის მეგობრებთან ერთად გადაღებულმა ფოტომ 16 მილიონი მოწონება დააგროვა.ოჰ ეს ნოსტალგია!

image

და ისევ კაილი ჯენერი, მისი ქალიშვილის პირველი ფოტოები - 18, 5 მილიონი მოწონება. ეს პოსტი დიდი ხანი ითვლებოდა ყველაზე პოპულარულად ინსტაგრამზე, მაგრამ რეკორდი მოხსნეს.

image


XXX Tentation 2018 წლის მაისის პოსტი. პოსტის გამოქვეყნებიდან ერთი თვის შემდეგ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია რეპერის გარდაცვალების შესახებ. ეს პოსტი უკანასკნელი იყო მის ინსტაგრამზე. 21, 7 მილიონი მოწონება.

image


კაილი ჯენერის პოსტის საპასუხოდ, გამოქვეყნდა ჩვეულებრივი ფოტო - კვერცხი, თეთრ ფონზე, რომელსაც ახლავს მოწოდება მსოფლიო რეკორდის მოხსნის შესახებ. კვერცხის ფოტოს დღემდე 54, 8 მილიონი მოწონება აქვს, რამაც ინსტაგრამის ყველაზე პოპულარულ ფოტოდ აქცია.

image

0
161
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
161
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0