ფოტოგრაფია 10 ყველაზე პოპულარული პოსტი Instagram-ის არსებობის მანძილზე 2020, 10 ოქტომბერი, 16:34 2010 წლის ოქტომბერში Instagram -ზე ამოქმედდა ფოტოების გაცვლის პროგრამა, მაშინ ის სულ სხვანაირად გამოიყურებოდა, ახლა მომხმარებლებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით შეუძლიათ თავიანთი კერპების ცხოვრება საკუთარი ტელეფონის "პატარა ფანჯრიდან" იხილონ.
მაშ ასე, ქვემოთ გაეცნობით 10 ყველაზე პოპულარულ პოსტს Instagram -ის ისტორიაში, რომლის ავტორიც დიდ პოპულარობასთან ერთად, ბლომად ფულსაც იჯიბავს. ჯასტინ ბიბერის ინსტაგრამის ფოტო. ბედნიერი მოვლენა- მუსიკოსი დაინიშნა მოდელ ჰეილი ბოლდუინზე. პოსტმა 13, 3 მილიონი მოწონება დაიმსახურა. კაილი ჯენერის მეუღლესთან, ტრევის სკოტთან ერთად გადაღებული ფოტოები ყოველთვის 8-9 მილიონ ლაიქს იმსახურებდა. ამ ფოტომ 14 მილიონიანი ნიშნულს გადააჭარბა, რომელიც გადაღებულია Playboy- ს ფოტოსესიის ფარგლებში. სელენა გომესი თავის მეგობრებთან ერთად ისვენებს, რომელმაც 14 მილიონი მოწონება დააგროვა. გოგონები სანაპიროზე შეიკრიბნენ, რათა ერთ – ერთი გოგონას გათხოვებამდელი წვეულება აღენიშნათ - გილოცავთ ნაკლებად ცნობილო მის ლოპეს! დუეინ ჯონსონი მეუღლესთან, ლორენ ჰაშიანთან ერთად. ჰავაიში გადაღებულმა ქორწილის ფოტომ 14.5 მილიონი მოწონება დააგროვა 199 მილიონი გამომწერი. ვუსურვებთ ბედნიერებას. კანადური ტანსაცმლის ბრენდი Tentree- თითი ლაიქზე თითო ხეს რგავდა, ბრენდს 2.6 მილიონი გამომწერი ჰყავდა, თავად პოსტმა კი 15.5 მილიონი მოწონება დააგროვა. კალათბურთელმა ლებრონ ჯეიმსმა 2020 წლის იანვარში გამოაქვეყნა ტრაგიკულად დაღუპული კობი ბრაიანტის ხსოვნისადმი მიძღვნილი პოსტი. სპორტსმენი ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად გარდაიცვალა, ის მხოლოდ 42 წლის იყო. ფოტომ 15, 6 მოიწონა დაიმსახურა. ჯენიფერ ენისტონის მეგობრებთან ერთად გადაღებულმა ფოტომ 16 მილიონი მოწონება დააგროვა.ოჰ ეს ნოსტალგია! და ისევ კაილი ჯენერი, მისი ქალიშვილის პირველი ფოტოები - 18, 5 მილიონი მოწონება. ეს პოსტი დიდი ხანი ითვლებოდა ყველაზე პოპულარულად ინსტაგრამზე, მაგრამ რეკორდი მოხსნეს. XXX Tentation 2018 წლის მაისის პოსტი. პოსტის გამოქვეყნებიდან ერთი თვის შემდეგ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია რეპერის გარდაცვალების შესახებ. ეს პოსტი უკანასკნელი იყო მის ინსტაგრამზე. 21, 7 მილიონი მოწონება. კაილი ჯენერის პოსტის საპასუხოდ, გამოქვეყნდა ჩვეულებრივი ფოტო - კვერცხი, თეთრ ფონზე, რომელსაც ახლავს მოწოდება მსოფლიო რეკორდის მოხსნის შესახებ. კვერცხის ფოტოს დღემდე 54, 8 მილიონი მოწონება აქვს, რამაც ინსტაგრამის ყველაზე პოპულარულ ფოტოდ აქცია. 161 4-ს მოსწონს
|