x
image
ლანა92
"დაიტანჯა მაჯა მარჯნის მძიმე ჯაჭვის ტარებით" - მაჯამა ქართულ პოეზიაში

image

დარიანული

დაიტანჯა

მაჯა

მარჯნის

მძიმე

ჯაჭვი

ტარებით.

ბევრი ცრემლი

დამეხარჯა ერთ ღამის

ნეტარებით.

დაიტანჯა

მაჯა

მარჯნის

მძმე ჯაჭვის

ტარებით.

მე ლოყაზე

დამრჩა

ფარჩა

ცხელ პირის

მოკარებით.

დაიტანჯა

მაჯა

მარჯნის

მძიმე ჯაჭვის

ტარებით.

ჩემს დამტანჯველს

ღმერთი

დასჯის

ქაჯად

გადაგვარებით.

პაოლო იაშვილი

===

აღმართ-აღმართ

აღმართ-აღმართ მივდიოდი მე ნელა,

სერზე შევდექ, ჭმუნვის ალი მენელა.

მზემან სხივი მომაფინა მაშინა,

სიცოცხლე ვგრძენ, სიკვდილმა ვერ მაშინა.

შემიდუღდა მაშინ სული და გული,

იმ ნადუღში თვით მე ვიყავ დაგული.

გულმა ძგერა, სულმა შფოთვა დამიწყო,

ჩანგმაც თვისი მე სიმები დამიწყო.

ხმა სიმართლის შეუპოვრად გაისმა,

რომ დღეის- დღის ხმა ისმინოს გაისმა.

ცის მახლობლად ფეხქვეშ ვიგრძენ მიწა მე,

ვსთქვი: "ცხოვრებავ. მეც ერთ კაცად მიწამე!"

და ვიფიქრე: "ჩემი სატრფო სად არი?

ნისლი ჰბურავს, თუ დღე უდგას სადარი?"

გავიხედე, ვნახე, რომ სხვას ჰმონებდა!

გამიკვირდა! ვსთქვი: "მტერს როგორ მონებდა?

მოხიბლულა, შემცდარია, ის არი!..

ალერსით მთვრალს ვერ უხილავს ისარი!"

მივაძახე: "ჭინჭარში ნუ ვარდები!

ნუ გგონია იქ ია და ვარდები!

შეიბრალე თავი შენი, იცოდე!

მაგ შარბათში საწამლავს ჰსვამ, იცოდე!"

არ მისმინა მწუხარებით დანაგულს,

და დამასვა საუკუნოდ დანა გულს!

აღმართ-აღმართ მივდიოდი ნეტა რად,

თუ მაღლობზედ თავს ვერ ვგრძნობდი ნეტარად?

ჩემო თავო! ვეღარ გკურნენ წამალით!

დაღმართ-დაღმართ დაუყევი, წა მალით!

იქ ჩაბრძანდი, სად გელიან ლოდებით,

ბარით, ნიჩბით, კუბოთი და ლოდებით!

დაივიწყე, ვინც გახსოვდა მარად, ის!

ხელდაკრეფით განისვენე მარადის!

აკაკი წერეთელი

====

რა ლექსი გსურს, არ გამიჭრას მაჯამა,

მუხამბაზი, თეჯლისი თუ მაჯამა!

ეს გოგონა, საკადრისი მეფეთა,

აქ პირველად ქურციკივით მეფეთა.

სიხარულმა თვალი ცრემლით მონამა,

გავიმარჯვე სიყვარულის მონამა.

ახ, ნეტავი, კიდევ ერთხელ მიხილე...

შენ - მუშთარი, მე კი - შენი მეხილე.

იოსებ გრიშაშვილი

===

თუმს აკაკი ბევრს ჩხუბობდა, დაობდა,

მაგრამ მაინც ძველი სიტყვა დაობდა,

დავიღალეთ ძველი დროშის დაცვითა,

ერთფერობამ გულის კოვზი დაცვითა.

იოსებ გრიშაშვილი.



0
153
2-ს მოსწონს
ავტორი:ლანა92
ლანა92
153
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0