x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134530
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
კახური ტრადიციული მარანი და თვითნასწავლი მხატვრის მიერ შემკული ღვინის ბოთლები
საქართველოში მრავალი განსაკუთრებული მარანი და ბევრი გამორჩეული მეღვინეა, სრულიად ორიგინალური ისტორიით, არაჩვეულებრივი თავგადასავლებით და საოცარი შემოქმედებითი პოტენციალით. ამჯერად ერთ-ერთ მათგანს გაგაცნობთ - ლადო დათიაშვილს, რომელიც საკუთარ მარანში დამზადებულ ღვინოს მისივე ხელით მოხატულ ბოთლებში ასხამს და ამგვარი სახით გააქვს დახლებზე გასაყიდად.


ბატონი ლადოს ღვინო ძალიან მარტივად შეგიძლიათ შეიძინოთ ჩვენი ინტერნეტ-მაღაზიის მეშვეობით. თქვენთვის სასურველი რაოდენობის პროდუქციას კურიერი სახლში მოგართმევთ.


ინტერვიუ ძალიან საინტერესო გამოგვივიდა. ბატონი ლადო ერთ-ერთი საუკეთესო რესპოდენტი აღმოჩნდა. დარწმუნებული ვარ, მისი ღვინოც ანალოგიური იქნება - საუკეთესო და სახალისო. კახური სულით გაჟღენთილი.


სასმელს ჩემი რესპოდენტი იმ მარნებში ამზადებს, რომლებიც დიდმა ბაბუამ და პაპამ დაუტოვეს. ერთი მარანი 1880 წელსაა აშენებული, ხოლო მეორე - 1933 წელს. აქვეა 100-მდე ფერწერული ტილო, რომელიც ბატონი ლადოს მამის, ავთანდილ დათიაშვილის მიერ არის შესრულებული.



როდის დაგებადათ იდეა, ღვინო და ფერწერა ერთმანეთთან დაგეკავშირებინათ? რამ შთაბერა სული ამ წამოწყებას?


მამაჩემი, ავთანდილ დათიაშვილი თვითნასწავლი მხატვარი იყო და როდესაც მსოფლიო სამეცნიერო საზოგადოებამ ჩვენი ქვეყანა ღვინის სამშობლოდ აღიარა, დაგვებადა აზრი, რომ მისი ხელით მოხატულ 100 ორიგინალურ ბოთლში ჩამოგვესხა ჩვენი საფერავი და ეს საკოლექციო ჩამოსხმა მიგვეძღვნა საქართველოს ღვინის სამშობლოდ აღიარებისთვის.


სულ პირველად ადამიანმა შემოქმედებაში თავი კლდეზე შესრულებული მხატვრობით გამოავლინა. თავისი სიძველით მეღვინეობაც გამორჩეულია. იდეა მდგომარეობს ფერწერის და ღვინის ურთიერთშერწყმაში. ვფიქრობ, სასიამოვნოა, შესვა ღვინო და პარალელურად დატკბე ფერწერის ცქერით.


როგორც აღმოჩნდა, იდეამ გაამართლა. საკოლექციო ჩამოსხმა წარმატებით გავიდა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში, ჩინეთსა და ამერიკის შეერთებული შტატებში.


(ინტერვიუს სრული ვერსია იხილეთ allwine.ge-ზე)

მარანი და მხატვრობა

0
26
შეფასება არ არის
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
26
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0