x
image
დავითი ჩუთლაშვილი
სნუპ დოგმა ღვინო კანადაში ჩაიტანა
რეპერი, მუსიკალური რეჟისორი და მსახიობი - ეს სნუპ დოგის პროფესიათა არასრული ჩამონათვალია. კალიფორნიელი ხელოვანი, რომელმაც ბოლო დროს თავი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიმართ გამოთქმული მძაფრი კრიტიკით დაგვამახსოვრა, მეღვინეობის ბიზნესშია ჩართული და ცდილობს, საკუთარი ცნობადობა ალკოჰოლური სასმელების ბაზარზე თავის დასამკვიდრებლად გამოიყენოს.


მაგრამ სნუპ დოგი, როგორც ღვინის ექსპორტიორი, ალბათ მაინც ძნელი წარმოსადგენია, თუმცა მოხდა ისე, რომ რეპერმა საკუთარი ღვინო ამჯერად კანადის ქალაქ ვანკუვერში ჩაიტანა გასაყიდად.


“19 დანაშაული” (19 Crimes) - ასე ეწოდება ღვინის კომპანიას, რომელთანაც სნუპი თანამშრომლობს და რომლის ღვინო ბრიტანეთის კოლუმბიაში ახლახანს ჩაიტანეს.


ამასთან დაკავშირებით ვანკუვერში რეპერის მოზრდილი სკულპტურა დაინსტალირდა, რომელიც ადგილობრივმა ხელოვანმა, კარსონ ტინგმა შექმნა და რომელმაც ღვინის კანადელი მოყვარულები უნდა მიიზიდოს.



3D ტექნოლოგიით შექმნილი ოქროსფერი სკულპტურა გამოსახავს ლეგენდარულ კალიფორნიელ რეპერს, რომელიც ღვინის უზარმაზარ საცობზე დგას. აქვეა ნახატები, რომლებიც ტინგმა წითელი ღვინის ტონებში შეასრულა. ინსტალაციის სახელწოდებაა “Snoop Uncorked” და ის გარკვეული დროის მანძილზე ლიქიორის მაღაზიაში დაიდებს ბინას, სადაც რეპერის ღვინის შეძენაც არის შესაძლებელი.


Cali Red-ის სახელწოდებით ჩამოსხმული ღვინო სნუპ დოგის და ავსტრალიური ფირმის მრავალწლიანი კოლაბორაციის ნაყოფი გახლავთ. მოგეხსენებათ, ავსტრალიელები იმ ბრიტანელების და ირლანდიელების შთამომავლები არიან, რომლებსაც 1788-1868 წლებში 19 ისეთი “მძიმე“ დანაშაულისთვის მიესაჯათ სამშობლოდან მწვანე კონტინენტზე გადასახლება, როგორებიცაა მაგ. ჯვარდაუწერელი სექსი, უნებართვო თევზჭერა, ბიგამია და პოლიგამია. კომპანიის სახელწოდება სიმბოლურად სწორედ ავსტრალიის ამ პირველ კოლონისტებთან არის კავშირში, რომლებიც, როგორც “გამოუსწორებლები” და “ცოდვის შვილები” მაშინდელმა ევროპულმა საზოგადოებამ გარიყა და სამყაროს მეორე ბოლოში სამუდამოდ დასარჩენად გაწირა...


(სტატიის სრული ვერსია იხილეთ allwine.ge-ზე)

სნუპ დოგი

0
23
შეფასება არ არის
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
23
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0