x
image
დავითი ჩუთლაშვილი
ნიკოლ პოტურალსკის ქმარი საკუთარ რესტორანში მისი ცოლის ბოიფრენდის, ბრედ პიტის ღვინოს ყიდის
ბრედი


ცნობილია, რომ ბრედ პიტის ახალი მეგობარი გოგო, ნიკოლ პოტურალსკი ღია ქორწინებაშია გერმანული რესტორნის მფლობელ როლანდ მარისთან. როგორც ახლახანს გახდა ცნობილი, აღნიშნულ რესტორანში უკვე მსახიობის მიერ ჩამოსხმული ღვინო იყიდება.


როლანდ მარის რესტორანი BorchardtMEGA ბერლინში მდებარეობს, სადაც მენიუში ბრედ პიტის და ანჯელინა ჯოლის როზე უკვე შეგიძლიათ მოიძიოთ. “სადილზე ჩვენი რესტორანი თქვენ ჭიქით ამ არაჩვეულებრივ ღვინო გთავაზობთ”, - ვკითხულობთ მენიუში.


56 წლის ბრედის ახალი სატრფო, ნიკოლ პოტურალსკი 27 წლის მოდელია. წყვილი ერთად ცოტა ხნის წინ სამხრეთ საფრანგეთის ლაჟვარდოვან სანაპიროზე ნახეს.



ნიკოლს ბრედის გარდა ჰყავს ქმარი - რესტორნის გერმანელი მფლობელი, რომელიც 68 წლის არის და რომელსაც მოდელი 21 წლის ასაკში გაჰყვა ცოლად. აღნიშნულ ქორწინებაში წყვილს 7 წლის ვაჟი ჰყავს.


როგორც წყარომ ბრიტანულ “დეილი მეილს” განუცხადა, როლანდ მარისთვის ნიკოლ პოტურალსკი მეხუთე ცოლია. წყაროსვე ცნობით, რესტორნის მეპატრონე არ ეძებს ურთიერთობებში ნეგატივს და ეჭვიანობას და საკუთარ მეორე ნახევრებს ყოველთვის სრულ თავისუფლებას ანიჭებს.


როგორც ცნობილია, ბრედმა თავისი ახალი გერლფრენდი სწორედ მისივე ქმრის რესტორანში გაიცნო. მათი შეხვედრებისთვის ეს დღემდე საყვარელი ადგილია.


ნიკოლი

ნიკოლ პოტურალსკი


ბრედს საკუთარ ყოფილ მეუღლესთან, ანჯელინა ჯოლისთან ერთად საფრანგეთში შატო აქვს, სადაც ყოფილი ჰოლივუდური წყვილი პერინის ოჯახის ხელშეწყობით ღვინო Miraval Rosé-ს ამზადებს. ანჯელინამ და ბრედმა ციხესიმაგრე და ვენახი 2011 წელს შეიძინეს და აქვე დაქორწინდნენ კიდეც ოფიციალურად 2014 წელს.


ბრედის და ანჯელინას ქორწინება 2016 წელს დასრულდა. თავდაპირველად ისინი ერთმანეთს ქონებაზე ედავებოდნენ, მაგრამ მერე გადაწყვიტეს, შატოს ერთად გასძღოლოდნენ და ისინი აქ ბევრის შეფასებით შესანიშნავ ღვინოსაც ამზადებენ.

0
487
შეფასება არ არის
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
487
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0