x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
როგორ «მოიკიდა ფეხი» «კოკა-კოლამ» სსრ კავშირში

135 წლის წინ პოლკოვნიკმა ჯონ პემბერტონმა (John Stith Pemberton), რომელიც პროფესიით ფარმაცევტი იყო და თავის ტკივილის წამლის შექმნას ცდილობდა, ლეგენდარული Coca-Cola-ს რეცეპტი გამოიგონა. ხოლო, 1886 წლის მაისში, სასმელი აფთიაქებში, «ნერვული დარღვევების და დეპრესიის» საშუალების სახით გამოჩნდა. უკვე 1902 წლისთვის, Coca-Cola აშშ-ში ყველაზე პოპულარული სასმელი იყი, ხოლო მისი ექსპორტი უცხო ქვეყნებში, 1919 წლიდან დაიწყო. თუმცა, სსრ კავშირში, ის მხოლოდ ქვეყნის დაშლის წინა პერიოდში გამოჩნდა...


image


II მსოფლიო ომის დროს, როდესაც მარშალი ჟუკოვი, ევროპაში, ამერიკული ჯარების მეთაურს დუაიტ ეიზენჰაუერს (აშშ-ს პრეზიდენტი (1953-1961 წწ.) შეხვდა, ეს უკანასკნელი მარშალს კოკა-კოლოთ გაუმასპინძპდა. ჟუკოს სასმელი მოეწონა და ეიზენჰაუერს სთხოვა, რომ საბჭოთა შტაბში მისი მიწოდების ორგანიზება უზრუნველეყო, მაგრამ ის, არაყივით, უფერული უნფა ყოფილიყო. მისი თხოვნა, პრეზიდენტი ჰარი ტრუმანის (1945–1953 წწ.) გავლით, Coca-Cola-ს ქარხანას გადასცეს. იქ ქიმლკოსებმა სასმელს საღებავის ფერი მოაცილეს, სასმელი ბოთლებში ჩამოასხეს და თეთრი საცობი გაუკეთეს, რომელზეც რუსულად — «красная звезда» (წითელი ვარსკვლავი) ეწერა და როგორც მინიმუმ, 50 ყუთი გამაგრილებელი სასმელი ჟუკოვს გაუგზავნეს.


imageნიკიტა ხრუშჩოვი ამერიკის ეროვნულ გამოფენაზე, მოსკოვი, 1959 წ.


ორ გიგანტს — Coca-Cola-ს და Pepsico-ს შორის ბრძოლა სსრ კავშირის ტერიტორიაზეც მიმდინარეობდა. ამასთან, «კოკა-კოლა» აშკარად წამგებიან პოზიციაში იყო, რადგან «პეპსის» რეკლამა, თავისდა უნებურად, თვით ნიკიტა ხრუშჩოვმა გაუკეთა.

1959 წ. მოსკოვში ამერიკის ეროვნული გამოფენა მოეწყო და ხრუშჩოვს პეპსი-კოლას დაგემოვნება შესთავაზეს. ის დათანხმდა და უნებლიედ, კომპანიის სახე გახდა, რადგან მეორე დღეს, მსოფლიო პრესის ფურცლებზე გამოჩნდა ფოტო, რომელზეც საბჭოთა ლიდერი პეპსის სვამდა.


image


მიუხედავად ამისა, პეპსი-კოლას წარმოება სსრ კავშირში მხოლოდ 1971 წლიდან დაიწყო, მას შემდეგ, რაც დასავლეთსა და საბჭოთა ქვეყანას შორის კომფლიქტური სიტუაციები მოგვარდა და PepsiCo-ს პრეზიდენტი დონალდ ქენდელი სსრ კავშირის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარეს ალ. კოსიგინს შეხვდა. ამასთან, რადგან ქვეყანაში უცხოურის ყოველგვარ გამოვლინებას ებრძვოდნენ, სასმელი ბაზარზე რუსულად — «Пепси»-ს სახელით გამოჩნდა, ხოლო «კოკა-კოლამ» «რკინის ფარდის» გარღვევა, შედარებით, გვიან შეძლო.


image«კოკა–კოლა» სსრ კავშირში, 70-იანი წლების დასასრული


ითვლება, რომ «კიკა–კოლა» სსრ კავშირის ტერიტორიაზე მოსკოვის 1980 წლის ოლიმპიუმრი თამაშების დროს გამოჩნდა. თუმცა, რეალურად, «Coca-Cola»-ს კომპანიას და სსრ კავშირის მინისტრთა საბჭოს მეცნიერების და ტექნიკის სახელმწიფო კომიტეტს შორის თანამშრომლობის ხელშეკრუება, ამ ღონისძიებამდე, 6 წლით ადრე, 1974 წელს გაფორმდა. მაშინ შეთანხმების მიღწევა, სსრ კავშირში მხოლოდ ფანტის წარმოებაზე მოხერხდა და ეს გამაგრილებელი სასმელი მაღაზიის დახლებზე პირველად 1979 წელს გამოჩნდა.


imageკოკა-კოლა 1980 წლის ოლიმპიურ თამაშებზე ოფიციალურ სასმელად გამოცხადდა


1986 წლის დეკემბერში, «საბჭოთა» კოკა-კოლას წარმოებას მოეწერა ხელი. შეთანხმების თანახმად, სასმელის კონცენტრატი ატლანტიდან მოსკოვში ჩაჰქონდათ, სადაც მისი გაზავება და ჩამოსხმა ხდებოდა. ხოლო, კოკა-კოლას პირველი ბოთლები, წარწერით — «დამზადებულია სსრ კავშირში», 1987 წლის მაისიდან გამოჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს, კონცენტრატი შეზღუდული რაოდენობით შემოდიოდა, მთავარი მოცულობა კი არა, მისი საბჭოთა ბაზარზე მოხვედრის ფაქტი იყო.

1988 წელს სასმელის წარმოება მოსკოვის ლუდსახარშ საწარმოში დაიწყეს. სწორედ იმ წელს, საქართველოში ეროვნული მოძრაობის აქციები დაიწყო, რამაც რუსეთთან ურთიერთობის დაძაბვა გამოიწვია და ეს «სიკეთე» ჩვენ არ შეგვხებია.

imageimageimage

* როგორ ებრძოდნენ სსრ კავშირში უსაქმურებს

* რას და როგორ უწევდნენ რეკლამას სსრ კავშირში

* ყველაზე საშიში სასმელი მსოფლიოში
* დავლიოთ თუ არა Coca-Cola? სასმელის საიდუმლო «ექსტრაქტი»
* ათწლეულების ჰიტი – წვენი რომელიც ავადმყოფობისგან გვიცავს და სამკურნალოდაც გამოიყენება (განსაკუთრებით სასარგებლოა ქიმიოთერაპიის შემდეგ)

0
276
4-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
276
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0