x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134395
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508486
რას და როგორ უწევდნენ რეკლამას სსრ კავშირში

სსრ კავშირირში რეკლამების და რეკლამირებისადმი მეტად უცნარი დამოკიდებულება ჰქონდათ. მაგ., რეკლამას უკეთებდნენ «ვოლგას», რომელიც არ იშოვებოდა და ყველა საბჭოთა მოქალაქის ოცნების ავტომობილი იყო...

აქ გთავაზობთ იმ რეკლამების ნაკრებ, რომელიც ჩვენ ყოფილ «სამშობლოში» აქტიურად «ტრიალებდა». თუმცა, საქონლის უდიდესი ნაწილი, რომელსაც რეკლამა ეწეოდა, დეფიციტში იყო და ხშირ შემთხვევაში, ნორმალური ნივთის შესაძენად, მოსკოვში ჩასვლა და კილომეტრიან რიგებში დგომა იყო საჭირო.


ავტომობილები


image


სსრ კავშირში ავტომობილი, მხოლოდ გადაადგილების კი არა, ფუფუნების საგანიც იყო. მის შესაძენად საბჭოთა ადამიანები რიგში დგებოდნენ და მანქანას 5-6 წელს ელოდნენ. ხოლო, ხელზე, მისი ფასი, 2−3-ჯერ ძვირი ღირდა.


image

ალბათ დაინტერესდით, დეფიციტური საქონლის რეკლამირების მიზეზი რა იყო? — პასუხი მარტივია, საბჭოთა ავტოწარმოება, ძირითადად, უცხოური ბაზრის ათვისებაზე იყო ორიენტირებული. მაგრამ, «ვოლგამ», რომელიც ყველა საბჭოთა მამაკაცის და ბევრი ქალბატონის «ცისფერი ოცნება» იყო, დიდი ძალისხმევის მიუხედავად, მხოლოდ სოციალისტურ ქვეყნებში «მოიკიდა ფეხი». დანარჩენ ევროპაში, ასეთი დიდი მანქანების ადგილი არ იყო, რადგან დაბეგვრის და დაზღვევის თანხა მის ხარისხს არ შეესაბამებოდა.


image


ვოლგის გარდა, საბჭოთა ხალხისთვის, ხელმისაწვდომი ავტომობილების რეკლამირებაც ხდებიდა. თუმცა, მის შესაძენად, ასევე რიგში ჩადგომა და წლების მანძილძილზე ლოდინი იყო საჭირო.


imageimageimageimageimage



მოპედები


70−80-იან წლებში სსრ კავშირში მოდაში მოპედები შემოვიდა და სარეკლამო ბიზნესმა თავი ამ მიმართულებითაც გამოიჩინა:


imageimageimage


საყოფაცხოვრებო ტექნიკა


image


ტექნიკა ქვეყანაში ძალიან ძვირი ღირდა. მაგ., შავ-თეთრი ტელევიზორი, ყველა სახლში, მხოლოდ 70-იან წლებში გაჩნდა.


image
ხოლო, სარეცხი მანქანა, ტელეფონი და რადიომიმღები — უფრო გვიან. თუმცა, ამ საქონლის რეკლამა არსებობდა და ის საბჭოთა ადამიანებს ოცნების საშუალებას აძლევდა.


imageimageimage


საკვები


როგორც უკვე აღვნიშნეთ, სამწუხაროდ, რეკლამის არსებობა, ყოველთვის პროდუქტის არსებობას არ ნიშნავს: მაგ., სოსისის საყოველთაო დეფიციტის ფონზე, მისი რეკლამირება ხდებოდა და პოსტერებზე ეწერა, რომ აღნიშნული პროდუქტი, კონკრეტულად ამა თუ იმ მწარმოებლისგან უნდა შეეძინათ. თუმცა, რიდესაც სოსისის მაღაზიის დახლებზე ჩნდებოდა, მწარმოებელს არავინ კითხულობდა...


imageimageimageimageimageimageimage

სახელმწიფო კომპანიები


image



ალტყერნატივის არ არსებობის მიუხედავად, კომპანიები კონკურენული გარემოს შექმნას ცდილობდნენ... თუმცა, ზოგიერთ შემთხვევაში, კონკურენცია მაინც იყო.


image



მაგ, . თვითმფრინავები კონკურენციას მატარებლებს უწევდნენ და კლიენტებისთვის იბრძვოდნენ. ხოლო, შემნახველი სალაროს მოქალაქე უნდა დაერწმუნებინა, რომ ფულის შენახვა ბანკში უფრო მოსახერხებელი და მომგებიანი იყო, ვიდრე «მუთაქაში».


imageპოსტერზე წერია: დავაგროვე ფული შემნახველ სალაროში და საგზური შევიძინე.


და ბოლოს, მსუბუქი საბჭოთა ეროტიკა — საცვლების რეკლამა:


imageimageimageimageimage* «ტარხუნა», «ტუშონკა», «გუშონკა»... პროდუქტები, რომლებიც ყოფილ სსრ კავშირთან ასოცირდება

* საბჭოთა «კოშმარები» ...და აღარავინ თქვას, «რა ქვეყანა დაანგრიესო!»

* სსრ კავშირის დაშლის რეალური მიზეზი
* 15 რეკლამა, რომლის ნახვა მეორედ მოგინდებათ
* «ყველაფერი, რაც ბზინავს, ოქრო არ არის» – როგორ იღებენ სარეკლამო ფოტოებს სინამდვილეში




1
727
5-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
727
  
2020, 26 აგვისტო, 10:59
კარგია :))) გამახსენდა რაღაც რაღაცეები. ეს ბოლო მაგარია :)
0 1 1