x
image
არჩილ ვერულიძე
საინტერესო ფაქტები მსოფლიოს დედაქალაქების შესახებ
image

1712 წელს, პეტრე დიდის ბრძანებით, რუსეთის სახელმწიფოს დედაქალაქი ძველი მოსკოვიდან გადაიტანეს ახალგაზრდა პეტერბურგში. ქალაქმა ნევაზე ეს სტატუსი 1918 წლამდე შეინარჩუნა. რევოლუციის შემდეგ მალევე გადაწყდა მოსკოვისთვის დედაქალაქის სტატუსი დაებრუნებინათ.

ბრესტის სამშვიდობო ხელშეკრულების ხელმოწერის მიუხედავად, პირველი მსოფლიო ომი გრძელდებოდა. სანქტ-პეტერბურგის სიახლოვე ფრონტის ხაზთან, ამ გადაწყვეტილების კიდევ ერთი მიზეზი გახდა. როგორც იმდროინდელი გაზეთები წერდნენ, საჭირო იყო დედაქალაქის დაცვა ოკუპირების რისკისგან.


ბუდაპეშტი, უნგრეთის დედაქალაქი და ამ ქვეყნის უდიდესი ქალაქი, დაარსდა 1873 წელს. სახელი მას ორმა სხვადასხვა ქალაქმა მიანიჭა - ბუდა და პეშტი (Buda-Pest.) ისინი მდებარეობდნენ დუნაის სხვადასხვა ნაპირზე, მაგრამ გადაწყდა უნგრეთის რამდენიმე ქალაქი ( ბუდა, პეშტი და ობუდა) ერთ დასახლებულ პუნქტად გაერთიანებულიყო.



ზოგადად მიღებულია, რომ დედაქალაქი, როგორც წესი, სახელმწიფოს უდიდესი და ყველაზე განვითარებული ქალაქია. ეს ყოველთვის ასე არ არის, ამის ნათელი მაგალითია აშშ, ქვეყნის დედაქალაქში, ვაშინგტონში, დაახლოებით 650, 000 ადამიანი ცხოვრობს. ამ მონაცემებით, ვაშინგტონი ამერიკის 20 უმსხვილეს ქალაქშიც კი არ შედის. მაგალითად, ნიუ – იორკში 8, 500, 000 მოსახლეა.


რა თქმა უნდა, ვაშინგტონი არ არის უდიდესი დედაქალაქი, მაგრამ მსოფლიოში ყველაზე პატარა დედაქალაქის ტიტულს ადამსტაუნი ატარებს - წყნარ ოკეანეში მდებარე პიტკერის კუნძულების ადმინისტრაციული ცენტრი. ადამსტაუნში 49 ადამიანი ცხოვრობს, აქ მცხოვრები ბავშვები განათლებას ინტერნეტის საშუალებით იღებენ.


ასე ჟღერს ბოლივიის დედაქალაქის ლა-პასის სრული დასახელება - " Nuestra Senora de La Paz." ასევე ის მსოფლიოს ყველაზე მაღალმთიანი დედაქალაქია, ლა-პასი მდებარეობს ზღვის დონიდან 3, 600 მეტრის სიმაღლეზე. სიმაღლე გავლენას ახდენს კლიმატზე, ზაფხულშიც კი ტემპერატურა არ აღწევს + 20 გრადუს ცელსიუსს.


მსოფლიოს ყველაზე ჩრდილოეთ დედაქალაქია რეიკიავიკი. თუმცა, აქ კლიმატი საკმაოდ კომფორტულია ამ გრძედისთვის. გავლენას ახდენს ყურის დინებისა და გეიზერების თბილი წყლები. სწორედ გეიზერების გამო ეწოდა ქალაქს თავისი დასახელება, რომელიც ითარგმნება, როგორც " ორთქლვადი ყურე"


რომელი ქალაქი ითვლება შვეიცარიის დედაქალაქად? ეს კითხვა ხშირად გეოგრაფიის მცოდნეებსაც კი უქმნის სირთულეს. მაგრამ საქმე იმაშია, რომ თავად შვეიცარიის კონსტიტუციაში ერთი სიტყვაც კი არ არის ნათქვამი ქვეყნის დედაქალაქზე. სახელმწიფო პარლამენტი და ფედერალური საბჭო მდებარეობს ბერნში. ამავე დროს, იგი ოფიციალურად არა დედაქალაქი, არამედ მხოლოდ "ფედერალური ქალაქია" თავად შვეიცარიელები თვლიან, რომ დედაქალაქის არარსებობა ხაზს უსვამს ყველა კანტონის თანასწორობას რესპუბლიკის შემადგენლობაში.


კანადის დედაქალაქია ოტავა. ოტავა მდებარეობს ონტარიოს პროვინციაში. მაგრამ ამ პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი არის არა ოტავა, არამედ ტორონტო. ასეთივე ბედი ხვდა წილად ნიდერლანდების დედაქალაქს - ამსტერდამი. ქალაქი მდებარეობს ჩრდილოეთ ჰოლანდიაში, სადაც დედაქალაქია ჰარლემი.


პრაღა ევროპის ერთ – ერთ ულამაზეს ქალაქად ითვლება. იმისთვის, რომ ჩეხეთის რესპუბლიკის დედაქალაქმა შეინარჩუნოს მყუდრო უძველესი ქალაქის იერსახე, ძველ უბნებში იკრძალება სატელიტური ანტენებისა და პლასტმასის ფანჯრების დაყენება. ყველაზე ძველი ლუდის სახლი "U Fleku" ფუნქციონირებს 1459 წლიდან.


0
129
შეფასება არ არის
ავტორი:არჩილ ვერულიძე
არჩილ ვერულიძე
129
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0