x
image
არჩილ ვერულიძე
5 საინტერესო ფაქტი პლაჟის ფეხბურთზე
image


1. პრველი კონკურსი პლაჟის ფეხბურთში გაიმართა 1992 წელს, სამი წლის შემდეგ ჩატარდა პირველი არაოფიციალური მსოფლიო ჩემპიონატი, 2005 წლიდან ამ ტურნირმა ოფიციალური სტატუსი მიიღო. ლოგიკურია, რომ პირველი არაოფიციალური ჩემპიონატი ჩატარდა ბრაზილიაში, სახელგანთქმულ პლაჟ კოპაგაბანაზე (რიო დე ჟანეირო). ტურნირები ყოველწელს იმართებოდა და პირველ წლებში ბრაზილიელები დაუმარცხებელნი იყვნენ. მათი ჰეგემონიის დასრულება პორტუგალიელებმა მხოლოდ 2001 წელს მოახერხეს. ფინალში პორტუგალიამ საფრანგეთი დაამარცა ანგარიშით 9 : 3


2. 2009 წილდან ჩემპიონატები იმართება კენტი წლების მიხედვით. ბრაზილიელებს უზარმაზარი უპირატესობა აქვთ, მათ 14-ჯერ მოახერხეს მსოფლიო ჩემპიონატის მოგება, მათ მოსდევს პორტუგალია მხოლოდ 3 გამარჯვებით.


3. რით განსხვავდება პლაჟის ფეხბურთი თავისი უფროსი ძმისაგან? მოედანი აქ გაცილებით პატარაა, მისი სიგრძე 35-37 მეტრია, სიფართე 26-28 მეტრს შეადგენს. კარის სიფართე - 5, 5 მეტრი, სიმაღლე 2, 2 მეტრი. მოედანზე თითოეული გუნდიდან 4 მოედნის მოთამაშე და მეკარეა. ცვლილებების რაოდენობა შეზღუდული არ არის. მოედნის ზედაპირი დაფარულია ქვიშით, საფარის სისქე არანაკლებ 40 სანტიმეტრი უნდა იყოს. ქვიშაში არ უნდა ერიოს ნაგავი, ან რაიმე სხვა მინარევები.



4. მატჩი შედგება სამი პერიოდისგან, თითოეული მათგანის ხანგძლივობა 12 წუთია. ამ სახეობის სპორტში არ არსებობს ფრე, თუ მატჩის ძირითად დროში გამარჯვებული ვერ გამოვლინდა, ინიშნება ეგრედწოდებული სამ წუთიანი " ოვერტაიმი" თუ ამ დროში გოლი არ გავიდა ინიშნება პენალტების სერია. სპოტსმენები ფეხსაცმლის გარეშე თამაშობენ, დაშვებულია მხოლოდ სახვევები მუხლებსა და კოჭებზე.


5. მოედნის სიმცირის გამო მატჩები გაცილებით შედეგიანია დიდი ფეხბურთისგან განსხვავებით. საშუალოდ ერთი მატჩის განმავლობაში ხორციელდება 60 დარტყმა კარის მიმართულებით. ძალიან ხშირად თავისი გუნდის შეტევას მეკარე იწყებს. პლაჟის ფეხბურთის ბურთი განსხვადდება ჩვეულებრივისაგან იმით, რომ ბევრად უფრო რბილი მასალისაგანაა დამზადებული.ფეხბურთელებს უწევთ ფეხშიშველი თამაში, ამიტომ მათ ძალიან დატვირთული აქვთ ფეხები. ბურთის სიმძიმე შეადგნს 400-დან 440 გრამს

0
44
1-ს მოსწონს
ავტორი:არჩილ ვერულიძე
არჩილ ვერულიძე
44
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0